ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების პოსტებზე აღდგენილნი არიან რევაზ მინდორაშვილი და ბეგი დარჩია

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას ამიერიდან 26 დეკემბრამდე სამკაციანი საბჭო უხელმძღვანელებს, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რომან რურუა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გელაშვილი და გენერალური მდივანი გიორგი ლომიძე შედიან.

ლუკა კურტანიძე მოქმედი პრეზიდენტი აღარ არის, ახალი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა კი 26 დეკემბერს ჩატარდება.

ეს ამბები 1-ელ დეკემბერს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ გაცხადდა, თუმცა მანამდე პირველი განცხადება თავად კურტანიძემ გააკეთა, ოღონდ მმართველ ორგანოს რამდენადმე განსხვავებული მოდელი შესთავაზა.

პრეზიდიუმის სხდომამდე მან პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც უფლებამოსილების შეჩერების და მისი ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძეზე გადაბარების შესახებ განაცხადა, ახალი ყრილობის თარიღად კი პრეზიდიუმის წინა სხდომის მიერ შეთავაზებული 26 დეკემბრის ნაცვლად, 26 თებერვალი დაასახელა. საბოლოოდ, მმართველმა ორგანომ მისი ყველა შეთავაზება უარყო და ზემოხსენებული გადაწყვეტილებები მიიღო.

კურტანიძე რომ წასვლის შესახებ განაცხადებდა, ეს პრესკონფერენციის დასაწყისშივე, მისი პირველივე ფრაზებიდან გახდა ცნობილი, როცა ჟურნალისტებს მადლობა გადაგვიხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, თურმე წლის ბოლოს ისედაც აპირებდა ჩვენთან შეხვედრას, ოღონდ უფრო სხვა ფორმატში, უფრო დალაგებულად.

ამ ფრაზებს იქვე ერთი ჟესტიც მოაყოლა და ფედერაციის სიმბოლიკაზე დამზადებული სუვენირები გვისახსოვრა (ესეც იმავე წინასაახალწლო შეხვედრაზე ყოფილა განზრახული).

თავისი გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეჩერებისა და მაჩაიძისთვის გადაბარების შესახებ მან ასე ახსნა:

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ ცხრება ვნებათაღელვა, რასაც ეწირება უამრავი ქომაგის, სრულიად საქართველოსთვის ყველაზე ძვირფასი - სიმშვიდე. არადა, ჩვენ ყველამ იმისთვის უნდა ვიშრომოთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ: გაისად ჩასატარებელია ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, თან სალიცენზიო სეზონია, 2016-ში კი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლები ვართ და უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი.

ასეთ დროს ვნებათაღელვა ძალიან ვნებს ყველას და ყველაფერს - ჭიდაობასაც, სპორტსმენებსაც, ქომაგსაც და საზოგადოებასაც. ამიტომ ის უნდა დასრულდეს. პრეზიდიუმი ჩემი ინიციატივით მოვიწვიე, რათა ეს რეალობა ყველამ ერთად გავაანალიზოთ და ერთობლივად ვიმოქმედოთ, რათა საერთაშორისო არენაზე ჩვენი სპორტსმენები წარმატებულები იყვნენ.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, დღეს განვიხილოთ და სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ ყველაფერი. ამიტომ ვიხსნი ჩემს უფლებამოსილებას და მას გადავცემ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძეს. ის მოამზადებს რიგგარეშე ყრილობას, რომელიც 26 თებერვალს ჩატარდება.

როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომელიც იქნება სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული და ჭიდაობის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი".

ვიმეორებთ - ეს იყო კურტანიძის პირადი პოზიცია, რომელიც მას პრეზიდიუმისთვის უნდა შეეთავაზებინა, რომელიც, როგორც გითხარით, აღმასრულებელმა ორგანომ არ გაიზიარა.

წინა სხდომისგან განსხვავებით, ამჯერად კვორუმის პრობლემა არ ყოფილა - 33-მა კაცმა გაიარა რეგისტრაცია, რაც საჭიროზე მეტიც იყო. შეხვედრის დასაწყისში კურტანიძემ მონაწილეებს გააცნო დაახლოებით 10-პუნქტიანი თეზისი, რომელიც ფედერაციის მიერ მისი პრეზიდენტობის ორწლიან მონაკვეთში გაკეთებულ საქმეებს შეეხებოდა: მათ შორის უმთავრესებია ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა შარშან, რასაც, მისი თქმით, ღირსეულად, უმაღლეს დონეზე უმასპინძლეს (p.s. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მართლაც ასე იყო); შეირჩა და გამოიყო მიწის ნაკვეთი ფედერაციის ახალი ოფისისთვის, სადაც ადმინისტრაციული შენობის გარდა, ჭიდაობის კომპლექსური ბაზა აშენდება, ხოლო 2016 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას ვუმასპინძლებთ.

კურტანიძემ ნაყოფიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა ფედერაციის ზოგიერთ თანამშრომელს, ოღონდ მათი ვინაობა არ დაუდასტურებია, თუმცა მომავალ ხელმძღვანელობას ამ ინკოგნიტოთა პოსტებზე დატოვება სთხოვა, რადგან მათ დიდი მისიის შესრულება შეუძლიათ 2016 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგანიზებაში.

26 თებერვლამდე ყრილობის გადადება მან იმით ახსნა, რომ ამას მომზადება სჭირდება, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა პრეზიდიუმმა ეს მოსაზრება არ გაიზიარა და კენჭისყრით ისევ ძველი თარიღი, 26 დეკემბერი დატოვა.

ამის შემდეგ კენჭი კურტანიძის უფლებამოსილების საკითხსაც უყარეს და 29 წევრმა შეჩერება მოითხოვა, მხოლოდ 4-მა დაუჭირა მხარი: ვლადიმერ კანკავამ, ზარბეგ ბერიაშვილმა, პარლამენტარებმა - სოსო ჯაჭვლიანმა და ვალერი გელაშვილმა. თუმცა ამ თემამ მცირე კამათიც გამოიწვია, რა დროსაც სიტყვა ზაზა სიორიძემ ითხოვა. მან მოუწოდა კურტანიძეს, გაეთვალისწინებინა საჭიდაო სამყაროს ნება, როგორც უზენაესი და მიეღო ღირსეული გადაწყვეტილება. კურტანიძემ იქვე დაადასტურა, რომ ემორჩილებოდა პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას.

სხდომაზე საერთოდ არ განხილულა მაჩაიძისთვის უფლებების გადაცემის საკითხი - იურისტთა განმარტებით, ეს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას.

თათბირის დაწყებამდე კურტანიძესთან კაბინეტში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა იურისტი დავით ქვრივიშვილი შევიდა და, სავარაუდოდ, ეს საკითხი მაშინ განიხილეს.

პრეზიდიუმზე ვითარება მხოლოდ ერთხელ დაიძაბა, ჯაჭვლიანის გამოსვლის შემდეგ, როცა მან მოჭიდავეებს მორალზე დაუწყო ლაპარაკი. ეს იყო და ჭიდაობის ფედერაციის სააქტო დარბაზის გარეთ, დერეფანში შეკრებილმა მოჭიდავეებმა ერთიანად იხუვლეს და პარლამენტარის მისამართით უშვერი სიტყვები, ლანძღვა-გინების კორიანტელი არ დაიშურეს.

უკიდურესად დაძაბული ვითარება ისევ სხდომის მონაწილეებმა განმუხტეს, რის შემდეგაც ჯაჭვლიანმა ისევ ძველი, ცოტა არ იყოს, გაცვეთილ-მობეზრებული ფირფიტა დაატრიალა "9 წელი ხმას არ იღებდით" არიიდან: ფეხბურთის ფედერაციაში როგორ ჩატარდა არჩევნები და მაშინ ხმა არ ამოგიღიათო! სად ჭიდაობა და სად - ფეხბურთი, ეს ისეთივე გაუგებარია, როგორც - სად ჭიდაობა და სად - ჯაჭვლიანი. საინტერესოა, იმათ დარღვევებზე მოჭიდავეებს რატომ უნდა ამოეღოთ ხმა?!

სხდომის შემდეგ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ წინა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმებულიყო კურტანიძის მიერ 22 სექტემბრის შემდეგ გაცემული ყველა ბრძანება. ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების პოსტებზე აღდგენილნი არიან რევაზ მინდორაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში და ბეგი დარჩია - ბერძნულ-რომაულში, იმდროინდელი სამწვრთნელო შტაბებით.

სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი დოლაბერიძემ გვითხრა, რომ საპროტესტო აქციებში ჩართულ სპორტსმენებს უკვე აღუდგინეს ხელფასები, ხოლო მწვრთნელების საკითხი ჯერ ისევ ირკვევა. ჯერ ასევე ღიადაა დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის ვადა.

სავარაუდოდ, საამისო დრო 5-20 დეკემბერი იქნება, თუმცა ამაზე ყრილობის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს და უახლოეს საათებში გაავრცელებენ განცხადებას.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობა კურტანიძესაც შეუძლია, ჯერჯერობით კი ორი კანდიდატურა იკვეთება - რურუას შესახებ აქამდეც აქტიურად საუბრობდნენ, 1-ელ დეკემბერს კი არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მეორე ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამაც გამოთქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუკა კურტანიძე: ქართველთა ცილისწამებამ, გაუტანლობამ და უმადურობამ!

realisti
მაფია უკვდავია...დარჩია ფერგიუსონია...კურტანიძე მეოცნებეა და თუ დროზე არ გაიღვიძა ძილში გაიპარება.ხო მართლა ნოზაძე სტერვას ქმარია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
რომან რურუა: სტეფანეკი ბოლქვაძეზე ძლიერი არაა, უბრალოდ, სუსტი წერტილი უპოვა და მოუგო
რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ბ/რ ჭიდაობა: ბეგი დარჩიამ რუმინეთში "ევროპის ერთა თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი