პარლამენტარმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გასულ სფფ-ის პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა
სტუდია "რეპორტიორში" პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ კიდევ ერთი პრესკონფერენცია გამართა და ამჯერადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას შეუტია.

"კიდევ ერთხელ შევეხები ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს. ის, რასაც დღეს მისი მენეჯმენტი აკეთებს, გულშემატკივრის დაცინვა და აბუჩად აგდებაა. ამის ნათელ მაგალითად სფფ-ის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუ გამოდგება (იხილეთ სტატია).

ჟურნალისტი ეკითხება: - პარლამენტარი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ სფფ-ის პრეზიდენტი თუნდაც იმიტომ უნდა გადადგეს, დასაწყისშივე რომ არ აღკვეთა დანაშაული და მსაჯებს კიდევ უფრო ღრმად შეტოპვის შესაძლებლობა მისცაო.

სიჭინავა კი უტეხად პასუხობს: - მსაჯთა კორპუსი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც ფედერაცია ქირაობს, ამასთან დაკავშირებით ფიფას რეგულაციებს გავუგზავნიო...

...აჯობებს, ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში ჩაიხედოს, რადგან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსაჯები სფფ-ზე დამოკიდებულ სტრუქტურას წარმოადგენენ, სიჭინავას ეს განცხადება კი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა.

კითხვა ქეცბაიაზეც დაუსვეს: - მთავარი შეცდომა რაში დაუშვაო და ამაზეც ამბობს: - ეს რომ ვიცოდე, მაშინ მწვრთნელი ვიქნებოდი და პროლიცენზია მექნებოდა, სფფ-ის პრეზიდენტისთვის კი ფეხბურთის ცოდნა აუცილებელი არ არისო...

...ამას ამბობს ღიად და დარწმუნებულია, რომ სფფ-ის პრეზიდენტმა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და ბუღალტერია უნდა იცოდეს, ანუ რაც მოედნის მიღმაა საჭიროო. ეს არის სრული კატასტროფა, ანუ ბუღალტერია ვიცი და ფულს კარგად ვითვლიო. მიკვირს, ასეთი მენეჯმენტის პირობებში ქართული ფეხბურთი კიდევ რომ სულდგმულობს", - აღშფოთებულია ლორთქიფანიძე.

პარლამენტარი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო:

"სიჭინავა ფედერაციაში სააკაშვილის დროს "დასვეს". მას ვადა 22 იანვარს ეწურება, მაგრამ წასვლას არ აპირებს და ზუსტად სააკაშვილის სტილში ცდილობს, უფლებამოსილება 2015 წლის შემოდგომამდე გაიხანგრძლივოს.

ცინიკურად ამბობს - გამიმართლა, რომ ბოლო ორი არჩევნებია, მე, მიშელ პლატინისა და ზეპ ბლატერს კონკურენტები არ გვყოლიაო. შევახსენებ, რომ მისი პატრონი სააკაშვილი იყო, რომელმაც სფფ-ის მოქმედი პრეზიდენტი გადააყენა და მის კონკურენტობას ვერავინ გაბედავდა.

არჩევნების გადადების მიზეზად კი აბსურდულ საბაბს ასახელებს - უეფასთან ვალდებულებები მაქვს აღებული, მარტში ამ ორგანიზაციის თავკაცი უნდა აირჩიონ, მიშელ პლატინის კი მხარი უნდა დავუჭირო და ამიტომ პოსტზე მარტშიც აუცილებლად უნდა ვიყოო. მაინტერესებს, სფფ-ში ახალი პრეზიდენტი თუ აირჩიეს და პლატინი მხარდასაჭერი იქნება, ხმას რატომ არ მისცემს? ეს გულშემატკივრის დაცინვაა".

ლორთქიფანიძე სფფ-ის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს:

"ჩემი და მრავალი გულშემატკივრის მოთხოვნაა, ამ ცინიკური ინტერვიუსთვის სიჭინავამ ბოდიში გაზეთშივე მოიხადოს, სასწრაფოდ შეკრიბოს აღმასკომი და შეცვალოს ფედერაციის საარჩევნო წესდება. სხვაგვარად, გამარჯვებულები ის და მისი გუნდის წევრები დარჩებიან. არანაირი არჩევნები არ იქნება და მას ისევ დღევანდელი სფფ-ის წარმომადგენლები მოიგებენ.

წესდების შეცვლის პარალელურად, სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები. ეს უნდა იყოს 22 იანვარი ან მასთან მიახლოებული თარიღი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ისეთი პიროვნება უნდა მივიდეს, რომელიც, მინიმუმ, საკუთარ გულშემატკივარს ცინიკურად მაინც არ დაელაპარაკება, უნდა იცოდეს ფეხბურთი, რა პროცესები მიმდინარეობს იქ, ხელი შეუწყოს საქართველოს ნაკრების წარმატებებს და ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alekooo
წადით წადით!!! ყველა არაფრის მაქნისი როგორ ხარტ მაინც ამ ფედერაციაში
კაკო
აუუუ,რას მოვესწარიით,ფეხბურთი მოგვიკლეს და არც აინტერესებთ ჩვენი აზრი.მივხედოთ ამ უსინდისოებს,თავმოკვარეობა ხომ გვააქვს ძმებო
მეზობელი
სამეზობლოშიც(აზერბაიჯანი,სომხეთი)მაჩანჩალები გაგვხადეს ამ სამარცხვინო ფედერაცისტემა.მრცხვენია,თქვეენ.
მამუკა
წადიით,წადიით სიჭინავა და არველაძეები
ასე უნდა
დავიწყოთ აქტიური ბრძოლა ქართული ფეხბურთის გადასარჩენად
მე
ჯაბას ვეთანხმებიი.გავინძრეთ და ,,მივჯირყვნოთ"ეს ფედერაცია
ჯაბა
მეგობარს სრულად ვეთანხმები,გავერთიანდეთ,გამოვა"ცხადოთ ერთი დღე და,, მივაკითხოთ ათასობით გულშემატკივარმა ვაკეში ამ სამარცხვინო ფედერაციას
მეგობარი
ქართველნოო,გეხვეწებით,ერთად დავდგეთ და ამ ფედერაციას ჩამოვხადოთ ფარისევლობის ნიღაბი.გავერთიანდეეთ
oeoe
თუ წევრები ვართ უეფა-ს,მაშინ შეგვიძლია რაღაც წინადადებით მივმართოთ.თუნდაც სიჭინავას საქქციელი,რომელიც ფეხბურთის დაკნინებას ეხება.რატომ არ შეიძლება კაცის გადაყენება,თუ მას აზრად აქვს ქვეყნის ფეხბურთის მოსპობა?ახლავე თუ გაიგზავნება წერილი,არჩევნებისთვის ყველა თავს გამოიდებს და ხალხის მხარეს დაიჭერს.ზუსტად ვერ გადმოგეცით,მაგრამ მიხვდებით ალბათ აზრს.ეს კაცი უნდა მოშორდეს.
data
თუ ობიექტურად აკრიტიკებ დღევანდელ არაკომპეტენტურ,თავხედ,ხაზინის მძარცველ ხელისუფლებას,მაშინ ე.ი.ამართლებ ყველაფერში ნაცებს?
ამაყი
სიამაყის გრძნობა დააკარგვინეთ ფეხბურთის გულშემატკივრებს თქვე სამაცხვინოებო,წადი ზვიად,მიშიკო ვერარასოდეს დაბრუნდება,გაიგეეთ
qutaiseli
ეხლა რო მიხუინა იყოს ამათ ვინ აბლატავებდა გამოისობდა ყველას ერთადგილას და ხმასაც ვერავინ ამოიღებდა არუქნია თურა სუსტი ხელისუფლების ბრალია ამდენს რო ბედავენ ესენი.
sandro
domenti wadiiiiii da waiyvane shenairi yvaryavreebi arvelazis saxit, minam lamazi xar
rezi arveladze
chemsas mainc gavitan eg maklia brbos vusmino.
პაპუნა
მამუკას ვეთანხმები მაგრამ ეს ნაცები რატომ არ ისვენებთ ვეღარ ვხვდები.არ გეთმობათ ხომ სიჭინავა,მიშას ,,პადარკა".
დათა
და რატომ უნდა დაციჯერო იმ ხელისუფლების,რომელმაც ასეულობით მილიონი მიითვისა ხელფასების გაზრდით,პრემია-დანამატებით...?რამდენი სტადიონი,აკადემია აშენდებოდა ამათი ნაძარცვით?
ფერნანდო
"რეზი"- არ ვიცი ვინაა ეს კაცი , მაგრამ 100%-ით ვეთანხმები!
მამუკა
არ მოწონთ ხომ სიმართლის მოსმენა.დავითს მადლობა რომ ყველა გულშემატკივრის სათქმელს ამბობს.
rezi
ეს კიდე ვინგაა წადი შენ საქმეს მიხედე სადაც ხარ
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
პრეზენტაცია: აჟიოტაჟი სამოყვარულო ლიგის გარშემო
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა
დავით ლორთქიფანიძე: მექნება შესაძლებლობა, რომ სერია B-შიც ვითამაშო
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...