"წმინდანების" მესამე გამოცდა
ფოტოზე: "ჩელსი" 23 მატჩია, დაუმარცხებელია. ერთიც და კლუბის ახალი რეკორდი დამყარდება

"ჩელსიმ" ლონდონური დერბი "ტოტენჰემს", რომელსაც "სტემფორდ ბრიჯზე" 23 პრემიერლიგური მატჩია, არ უმარჯვია, ძალიან ადვილად მოუგო, მე-15 ტურს სწორედ ლიდერი ხსნის.

"ლურჯებს" 4 შეხვედრაა, გოლი არ გაუშვიათ და კარგ ფორმაშიც იმყოფებიან, მაგრამ "სენტ ჯეიმს პარკზე" თამაში ადვილი რომ არ არის, ეს "ჩელსიმ" წინა სეზონშიც გამოსცადა საკუთარ თავზე - ჯორდები ლონდონელებისთვის უკანასკნელ წლებში უხერხულ მეტოქეს წარმოადგენენ.

მაგალითად, უკანასკნელი 9 ურთიერთშეხვედრიდან 4 "კაჭკაჭებს" აქვს მოგებული, ხოლო "ჩელსის" - 3.

ჟოზე მოურინიოს დიეგო კოშტა უბრუნდება და სრული შემადგენლობა ეყოლება. აი, "ნიუკასლი" კი გარკვეული დანაკლისითაა, მაგრამ იმ ბირთვზე დაყრდნობა ალან პარდიუს შეეძლება, რომლის მეშვეობითაც ბოლო პერიოდში მდგომარეობა გამოასწორა. ნამდვილად ცუდი ამბავია ის, რომ კლუბის ძირითად მეკარე ტიმ კრულს ბოლო ცნობებით, 6 კვირა მოუწევს უქმობა.

ჟოზე მოურინიოს გუნდი ყველა შეჯიბრებაში 23 მატჩია, დაუმარცხებელია. ეს კი კლუბის რეკორდის გამეორებაა.

მესამე ცდა

ბარემ აქვე ტურის დამაგვირგვინებელ მატჩზეც ვთქვათ, რომელიც "სენტ მერიზე" გაიმართება. სკეპტიკოსების გულის გასახარად, "საუთჰემპტონმა" "სიტისთანაც" წააგო და "არსენალთანაც", ხოლო ახლა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხიც თუ მიაყოლა, "წმინდანებს" ყველა საბოლოოდ ჩამოწერს.

"წითელი ეშმაკები" გამარჯვების შემთხვევაში, მეტოქეს ადგილს გაუცვლიან და მესამე საფეხურზე აინაცვლებენ. თან ფაქტია, ლუი ვან გაალმა "ტალღა დაიჭირა", მიუხედავად ტრავმებისა, დაცვის პრობლემებისა და ალაგ-ალაგ ქაოსური თამაშისა, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები იგებენ და ამჟამად, მიჯრით 4 გამარჯვება დაუგროვდათ, ასეთი სერიით ახლა პრემიერლიგაში ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ მოიწონებს თავს.

სათუოა, უეინ რუნისა და ანხელ დი მარიას თამაში, მაგრამ ჰოლანდიელი მწვრთნელი ექსპერიმენტებს გააგრძელებს და რამე გამოსავალ იპოვნის.

"საუთჰემპტონის" ქომაგები კი მორგან შნედერლენს მისტირიან და იმედოვნებენ, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება, რადგან ახალგაზრდა ფრანგი საყრდენი, მართლაც გუნდის დასაყრდენი და ხერხემალია.

კუნის და ალექსისის რაზმები

მეორე მანჩესტერული გუნდი, "სიტი" მეორე ადილზე უკვე 4-ქულიანი უპირატეობით მოკალათდა და "ჩელსის" კვალს ისეთივე ჟინით მისდევს, როგორითაც სერხიო აგუერო აღნიშნავს ხოლმე გოლებს.

კუნი ამჯერადაც მეტოქის კარზე იქნება დაგეშილი. მან ნელ-ნელა თანაგუნდელებიც აიყოლია. "ქალაქელები" ფორმაში შედიან, რაც "სანდერლენდთან" შეხვედრაშიც დამტკიცდა.

"სიტი" უმოწყალოდ გაუსწორდა "შავ კატებს", რომლებმაც წინა ტურში "ჩელსი" დაკაწრეს. ახლა კი მანუელ პელეგრინის ბიჭები "ევერტონს" დაუხვდებიან და ულაპარაკო ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ, თანაც "კანფეტებს" ისევ მძიმე პერიოდი დაუდგათ, მათ მორიგი ორი ქულა დაკარგეს "ჰალთან". ვხვდებით იმასაც, რომ მერსისაიდელები ბოლომდე დაიხარჯებიან, რადგან ევროზონასთან ჩამორჩენა უკვე სოლიდურია.

ძალიან კარგად მოთამაშე ალექსის სანჩესითა და დენი უელბეკით აღჭურვილი "მეთოფეები" "ბრიტანიაზე" ჩავლენ, სადაც ერთ-ერთ ყველაზე რთულადპროგნოზირებად გუნდს, "სტოკს" შეებმებიან.

ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის ზონისგან ერთ მოგებაში არიან და არსენ ვენგერი ყველანაირად ცდილობს ბოლო დროს შელახული რეპუტაციის გამოსწორებას და ავტორიტეტის აღდგენას, ფრანგს ქომაგების გულის ხელახლა მოგება სწადია.

სხვათა შორის, "დეილი მეილმა" გამოითვალა და რომ არა აგუერო "სიტი" მე-8 ადგილზე იქნებოდა, რომ არა სანჩესი, "არსენალი" გასავარდნი ზონის სიახლოევს მოკალათდებოდა.

ზედიზედ მესამის შანსი

"ლივერპულმა" მიყოლებით ორი მატჩი მოიგო, რისიც შესაძლოა, თავად ბრენდან როჯერსსაც არ სჯერა. "ენფილდზე" საომრად "სანდერლენდი" ჩავა, რომელსაც იქ 1983 წლის მერე არ მოუგია და მასპინძლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს სტატისტიკა მეტოქეს კიდევ უფრო გაუუარესონ.

"ჩელსისგან" დაჩაგრული "ტოტენჰემი" ჯავრის ამოყრას "კრიტალ პალასზე" შეეცდება და ატკენენ თუ არა გულს "დეზები" "არწივებს" ამას "უაით ჰართ ლეინზე" ვნახავთ, სადაც "ტოტენჰემს" წინა ხაზზე დიდი ალბათობით, ისევ ჰარი კეინი ეყოლება გადასროლილი და მაურისიო პოჩეტინომ შესაძლოა, გარისკოს და თავდასხმაში კიდევ ერთი "ჯარისკაცი" გადაისროლოს რობერტო სოლდადოს სახით.

ეღირსა ნანატრი გამარჯვება "ასტონ ვილას", რის შედეგადაც პოლ ლამბერტი ბოლომდე აღარ გაჭაღარავდება, ხოლო მისი გუნდი გასავარდნ ზონას მოწყდა. თანაც თავისიანებს კრისტიან ბენტეკემ მოაგებინა, რომლის გოლსაც "ვილას" ბანაკში დიდი ხანი ელოდნენ.

ასეთ პოზიტიურ გნაცდებსა და ემოციებში მყოფი ბირმინგემელები შეეცდებიან, რომ "ლესტერთანაც" 3 ქულა ჩაიჯიბონ და თუ "მელიების" სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, გამორიცხული სულაც არ არის ასე მოხდეს, რის შემდეგაც შესაძლოა, ნაიჯელ პირსონს დავემშვიდობოთ.

ლესტერშირელთა დარად გასავარდნ ზონაში მყოფი "ქუინზ პარკ რეინჯერსი" და "ბარნლი" ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას და ერთურთს ჩემპიონშიპიდან გადმოყოლილ ანგარიშებსაც გაუხსენებენ. ხოლო 7 ტურის გტანმავლობაში დამშეული სტივ ბრიუსის "ვეფხვები" "ვესტ ბრომვიჩზე" ილესავენ კბილებს და ვინ იცის, "ჰალმა" მართლაც მსუყედ ისადილოს, რადგან "ალბიონი" უკანასკნელ პერიოდში უსურად გამოიყურება და ზედიზედ 4 მარცხიც დაუგროვდა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური

შაბათი. 6 დეკემბერი

ნიუკასლი-ჩელსი 16:45

დისკვალიფიკაცია: იაკობი -

ტრავმა: ობერტანი, გუტიერესი, სანტონი, აარონსი, კოლოჩინი, ს. დე იონგი, კრული, რ. ტეილორი -

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +4 =2 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 126 თამაში: +42 =34 -50 (16-182)

ჰალი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

დისკვალიფიკაცია: გ. რამირესი - იაკობი

ტრავმა: სნოდგრასი - პოკონიოლი, ვარელა, მორისონი, ოლსონი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +0 =4 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +2 =2 -0 (8-3)

ლივერპული-სანდერლენდი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბალოტელი, სახო, ფლენეგანი, სტარიჯი - ვან აანჰოლტი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 146 თამაში: +65 =31 -50 (242-211)

ქპრ-ბარნლი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტაარაბტი, ფორლინი, სანდრო - დაფი, ვოუკსი, ტეილორი, ჩალობა

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +2 =1 -5 (6-12)

სტოკი-არსენალი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უოლტერსი, დიონატანი, უელანი, ჰუთი, სიდველი, მოუზესი, ოდემვინგი - შჩესნი, უილშირი, უოლკოტი, გნაბრი, ოსპინა, დებიუში, იოზილი

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +4 =0 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 86 თამაში: +23 =20 -43 (79-132)

ტოტენჰემი-კრ. პალასი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - დოილი, დელანი, მარიაპა

ბოლო 6 მატჩი

+3 =0 -3 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +14 =9 -5 (43-25)

სიტი-ევერტონი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კომპანი, ჯეკო, კოლაროვი - ნეისმიტი, მაკარტი, გიბსონი, ალკარასი, ოვიედო, სტოუნსი

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 162 თამაში: +61 =40 -61 (227-223)

კვირა. 7 დეკემბერი

ვესტ ჰემი-სუონსი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ნოუბლი, სონგი, სახო -

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +5 =2 -1 (13-7)

ასტონ ვილა-ლესტერი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბეიკერი, ვლაარი, სენდეროსი, კოზაკი, დელფი - ნიუჯენტი, ჰამონდი, ბაკაიოგო

ბოლო 6 მატჩი

+1 =3 -2 +0 =1 -5

ურთიერთშეხვედრები

სულ 76 თამაში: +24 =21 -31 (136-152)

ორშაბათი. 8 დეკემბერი

საუთჰემპტონი-მანჩესტერი 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, უორდ-პრაუსი - დი მარია (?), რუნი (?), ბლინდი, შოუ

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +5 =7 -16 (21-63)

ბომბარდირები:

14 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს