...მაგრამ შანსი არის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი მას უნდა ჩაებღაუჭოს
საქართველოს ნაკრებს აღარ ჰყავს მთავარი მწვრთნელი. მსოფლიოში თუ არსებობს რომელიმე რთული სამუშაო, ეს უდავოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაა. დაარსების დღიდან ეს გუნდი ერთმანეთის მიყოლებით, ცხრათავიანი გველეშაპივით ანადგურებს ქართველი და უცხოელი მწვრთნელების ავტორიტეტს.

ის კი არა, ზოგიერთისთვის ეს პოსტი კარიერის ნაადრევი დასრულების მიზეზიც კი გახდა...

მწვრთნელობა უმადური პროფესიაა, მეტადრე - საქართველოში. აქ მხოლოდ ფეხბურთში კი არა, სხვა სფეროებშიც ასე გვჭირს - ადამიანს მაშინ ვაფასებთ, როცა ცოცხალი აღარ არის.

გალაკტიონი სიცოცხლეში ბევრს შეშლილი ეგონა. ტერენტი გრანელს სურამის საგიჟეში ვტანჯავდით და იმ ტანჯვაში მან საქართველოს "სისხლიანი რვეული" აჩუქა. ნიკო ფიროსმანი ნახევრად მშიერი, უპატრონობაში მოგვიკვდა...

ადამიანის დაუფასებლობა ზოგადსაკაცობრიო სენი მგონია, მაგრამ ქართველებს განსაკუთრებით მძაფრად გვჭირს ეს სენი. აბა, რას მივაწეროთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების არცერთი დამრიგებელი თანამდებობიდან მადლობით არ წასულა.

მადლობას რომ თავი დავანებოთ, ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ ქართული ფეხბურთის ლეგენდებს თანამდებობის დატოვება... ნასროლი ბოთლების თანხლებით უხდებოდათ, ანდაც საჯარო ობსტრუქციის ფონზე.

საქართველოს ნაკრების არც ერთ მწვრთნელს მედიის ჯანსაღი თუ საფუძველს მოკლებული კრიტიკა არ დაჰკლებია, თუმცა საქმე მხოლოდ ჟურნალისტებში არ არის - ვერ ვიხსენებ ეროვნული გუნდის დამრიგებელს, ხალხი მადლიერი რომ ჰყოლოდეს.

ამას წინათ, არჩილ არველაძეს ვუთხარი, რა გველეშაპია ასეთი ეს საქართველოს ნაკრები, ამდენ მწვრთნელს, ამდენ ავტორიტეტს რომ ინელებს-მეთქი. მე მიყვარს აჩისთან ფეხბურთზე ლაპარაკი. შოთასთანაც. რეზისთანაც.

აჩიმ დაახლოებით ასეთი რამ მითხრა - ეს ზოგადად მწვრთნელის ხვედრია, გასაკვირი მაინცდამაინც არაფერია. ჩვენ შიგნიდან ვხედავთ ამ ამბებს, თორემ საზღვარგარეთაც ხდება ასეთები და უარესებიცო.

აჩი მართალია. ალბათ, ხდება, მაგრამ ჩვენ თითქოს ვიღაცამ დაგვწყევლა. თითქოს მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.

რატომ დამჭირდა ამხელა შესავალი მთავარ სათქმელამდე? ერთადერთი მიზნით - ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მან უნდა იცოდეს, რომ პრაქტიკულად გილიოტინაზე ასვლას აწერს ხელს.

ეს იქნებ ოდნავ გადაჭარბებული შედარებაც იყოს, თუმცა არც უტოპიური ჰიპერბოლაა.

ახლა მავანი ისეთ ფონს ქმნის, რომ ჩვენ თემურ ქეცბაიას ყველაფერში ვამტყუნებდით და ქართული სპორტული მედიის ბრალია, გმირი რომ ვერ შევიცანით და დავაფასეთ.

ქეცბაია თავის გზას იპოვის და არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მისი წასვლისთანავე მოგვარდება ჩვენი ყველა პრობლემა. ახალი მწვრთნელი კი მაინც მოვა. ეს დროის ამბავია. მოვა, რადგან ოდითგანვე ასე ყოფილა - ეროვნული ნაკრების დამრიგებლობა იმდენად საპატიო ამბავია, რომ გილიოტინაზე ასვლასაც გარისკავ, ეგებ, თავი არ მოგაჭრას, ეგებ გადარჩე.

გადარჩენის შანსი ახლა ერთი პროცენტია, მაგრამ შანსი არის და ახალი მწვრთნელი მას უნდა ჩაებღაუჭოს. მერე რა, რომ ფეხბურთელები არ გვყავს. მერე რა, რომ ახლა ქართულ ფეხბურთს საუკეთესო დრო არ უდგას.

ჩვენ ახლავე მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რას ვითხოვთ ახალი მთავარი მწვრთნელისგან. მგონი, ასე უნდა იყოს:

* საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა მოაწესრიგოს ურთიერთობა მასმედიასთან და ისე მიუდგეს ჟურნალისტებს, როგორც საერთო საქმეს სჭირდება - მან იმთავითვე უნდა იცოდეს, რომ თუ ჩვენ ერთად არ დავდექით, ისე სანაკრებო მატარებელი ვერ გაქროლდება.

* საქართველოს ნაკრებში უნდა გაქრეს შიში. შიში იმისა, რომ ერთი არაზუსტი პასის, ერთი დაკარგვის გამო ვინმეს რეპრესია შეეხება. სადაც შიშია, იქ ფეხბურთი ვერაფრით იქნება.

* საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს. ღრმად ჩასწვდეს მათ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს.

* ახალმა თავკაცმა სანაკრებოდ უნდა შემოაბრუნოს ის მოთამაშეები, ამა თუ იმ მიზეზით ნაკრებს ჩამოშორებულნი რომ არიან. მათთან ერთად გუნდი უძლეველი ვერ იქნება, მაგრამ ძალას და საიმედოობას კი შეიმატებს.

* ტაქტიკური სქემა ახალმა მწვრთნელმა უნდა განსაზღვროს და ჩვენ მის არჩევანში რა ხელი გვაქვს. ერთი კია - უნდა ვითამაშოთ ცოტა მეტი ფეხბურთი, უნდა დავარტყათ კარში, გავაკეთოთ პასი. მოკლედ, ვითამაშოთ და არა - ვიწვალოთ.

* ...დანარჩენი მომავლის საქმეა. ჩვენ კი უნდა მივესალმოთ ჯერაც ინკოგნიტო მწვრთნელს, საქართველოსთვის გილიოტინაზე რომ ადის.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

მამლუქი იმერი
მხოლოდ ბატონი ბიძინა და ბატონი სიმართლის მთქმელი ჟურნალისტები კალაძესთან ერთად , გადაარჩენს ქართულ ფეხბურთს, და ესეც თუ არჩევნები დროზე იანვარში შედგება და ახალი ფედერაცია მოვა მანუჩარ მაჩაიძეთი და კობიაშვილთან ერთად.
DK
რას ითხოვს ჯურნალისტი ახალი მწვრთნელისგან? პირველ რიგში უმთავრესი ყოფილა მედიასთან ურთიერთობის მოგვარება და თუ ამას არ მაოგვარებს ახალი მწვრთნელი მაშინ ნაკრებს არაფერი ეშველება. მე, როგორც რიგით გულშემატკივარს სულ ცალ ფეხზე მკიდია მოაგვარებს თუ არა ურთიერთობებს მწვრთნელი მედიასთან, მაგრამ აქ მეორე საკითხია, ამ ვითომ ჟურნალისტებს ქართული ფეხბურთი და ნაკრები კი არ ადარდებთ, არამედ საკუტარი თავი ქართულ ფეხბურთში,მათთვის მთავარი მხოლოდ პირადი სარგებელის მიღებაა და არა ქართული ფეხბურთის ბედი.
mindia123
არა მგონია შოთა არველაძე გამოადგეს ნაკრებს ჯობია კახა ცხადასდზე.
ლევანი
რომელი მწვრთნელი(ვინც ეს ტერმინი მოიგონა....)იმსახურებდა ტაშს? და კიდევ "მე მიყვარს აჩისთან ფეხბურთზე ლაპარაკი. შოთასთანაც. რეზისთანაც"გვაშაყირებ?
Temur
ბატონებო, ქართული ფეხბურთს მხოლოდ ივანიშვილსა და კალაძეშია... მათ მეტი ამ საქმეს ვერავინ ვერ უშველის
გუჯა კახაძე
მწვრთნელი ჯერ არ მოსულა და რა აჟიოტაჟია, რომ მოვა მერე რა მოხდება წარმომიდგენია!
ფერნანდო
ნამეტანს ნუ ამუქებთ, არავინ არაა უმადური და დაუნახავი, ---დაიდოს შედეგი და ხალხი ყველაფერს დაინახავს. რაც შეეხება დარჩენილ თამაშებს, სასწაულს არავინ ითხოვს, მაგრამ ღირსეული თამაშის ჩვენება ხომ შეიძლება?
neo
ცეცაძეეეეეე !!!!!!!!
gizog
ეეჰ, ალიკო, ალიკო მგონი მართლა დაიჯერე,რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა მედიის ბრალია. არაფერი ფეხბურთში განსაკუთრებული არ ხდებარა დონის ქვეყანაც გვაქვს(არ ვაკონკრეტებ რა მდგომარეობაშიც) ფეხბურთიც იმ დონის გვაქვს, თუმცა გულწრფელად მჯერა სპორტული მედია ამ დონისაც კი არ გვაქვს. იშვიათ გამონაკლისს არ ვგულისხმობ. განმეორებით მინდა ვთქვა საქართველო რა დონის ქვეყანაცაა იმ დონისთვის საკმაოდ გამართული სფეხბურთო მეურნეობა აქვს, მათ შორის ეროვნული ჩემპიონატიც და ნაკრებიც. ნეტა ასეთი გამართული მეურნეობა სპორტის სხვა სახეებშიც გვქონდეს. ხოლო ვინც არაპროპორციულად მაღალ თამასას უკვეთავს ფეხბურთს ზოგადად უკეთესი იქნება საკუთარ სფეროს თამასას გნებავთ პერსონალურს მიხედოს.
koro
სწორია ყველაფერი. ცოტა მეტი ფეხბურთი მართლაც!ერი პროცენტიც სწორია
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...