"ჯენოა" აღარ ხუმრობს
* ბოლოადგილოსანი "პარმა" რუს ბიზნესმენთა ჯგუფმა სულ რაღაც 5 მილიონ ევროდ შეიძინა.

* "ტორინოს" ფანებმა გააპროტესტეს სებასტიან ჯოვინკოს შესაძლო გადასვლა მათ გუნდში.

მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართა, სადაც "ფიორენტინას" "იუვენტუსი" ესტუმრა. ბევრი ელოდა, რომ "არტემიო ფრანკიზე" ლიდერი ქულებს დაკარგავდა და ასეც მოხდა, მაგრამ ამით მდევარმა ვერ ისარგებლა...

უგოლო ფრე ფლორენციაში

"სტადიო არტემიო ფრანკიზე" გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა, სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ მთლიანობაში, დიდი ვერაფერი თამაში ვიხილეთ. წუნი ორივე გუნდის მხრიდან ბევრი იყო და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გოლიც არ გასულა.

მასიმილიანო ალეგრი ძველ ტაქტიკას დაუბრუნდა და გუნდი 3-5-2 სქემით ათამაშა.

როგორც ჩანს, ეს შტეფან ლიხტშტაინერის დისკვალიფიკაციამ განაპირობა, რომლის არყოფნაშიც მწვრთნელმა სხვა მარჯვენა მცველი ვერ მოძებნა. დაცვის ცენტრში, ჯორჯო კიელინის და ლეონარდო ბონუჩის მხარდამხარ, გამოჯანმრთელებულმა ანჯელო ოგბონამ იასპარეზა, პატრის ევრამ და რობერტო პერეირამ კი ფლანგები ჩაიბარეს.

მოკლედ, ეს ის სქემაა, შეტევისას რომ 3-5-2-ია და დაცვით ფაზაში 5-3-2.

ალეგრიმ გულშემატკივრებს ერთი სიურპრიზიც მოუმზადა - შეტევაში ფერნანდო ლორენტესთან ერთად არა კარლოს ტევესი, არამედ კინგსლი კომანი ვიხილეთ. ტევესი მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და სწორედ ახალგაზრდა ფრანგი შეცვალა. რაც შეეხება "ფიორენტინას", ახალი და განსაკუთრებული არაფერი - ისევ 3-5-2 და ისევ ხუან კუადრადოს და მარიო გომესის ტანდემი თავდასხმაში.

მატჩი დაახლოებით თანაბარი გამოდგა, მაგრამ უფრო მწვავედ მაინც ტურინელები უტევდნენ და შესაბამისად, გატანის მეტი შანსი ჰქონდათ. ამასთან, ორივე გუნდს ეტყობოდა სიფრთხილე და აშკარა იყო ის, რომ პრიორიტეტი საკუთარი კარის უსაფრთხოებას ენიჭებოდა. ამიტომ უგოლო ფრე მატჩის ლოგიკური შედეგია.

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა): "თანაბარი მატჩი იყო და ეს უნდა გვახარებდეს, რადგან "იუვენტუსმა" ვერაფერში გვაჯობა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ტურინელთა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს შედეგში არ აისახა. მთლიანობაში, ძალიან კარგად ვითამაშეთ, გარკვეულ კომპონენტებში კი თავს ზემოთ ავხტით. "იუვენტუსი" საუკეთესო გუნდია იტალიაში და არც შედეგით უნდა ვიყოთ უკმაყოფილონი".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო, მაგრამ მეტი სახიფათო მომენტი მაინც ჩვენ შევქმენით, რაც გოლში უნდა აგვესახა. ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით, რაც სამომავლოდ აღარ უნდა განმეორდეს. მომეწონა კომანი-ლორენტეს ტანდემი, რადგან პირველი ერთი-ერთზე კარგად ეთამაშებოდა მცველებს, ხოლო მეორემ საჰაერო ორთაბრძოლებში ივარგა. თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ყოველთვის ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა და შედეგად, მხოლოდ ქულას დავჯერდით".

გაშვებული შანსი

"რომას" შესანიშნავი შანსი ჰქონდა ლიდერთან ქულათა სხვაობის შემცირების, მაგრამ ფრეს დასჯერდა და სტატუს-კვო შენარჩუნდა. რუდი გარსიას გუნდი აღმავლობის გზაზე მდგარ "სასუოლოს" დაუხვდა და ის ქულაც ბოლო წამებზე გადაარჩინა. თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც მორგან დე სანკტისმა უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი დროულად არ მოიცილა და სიმონე ძაძას ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა.

ამ ეპიზოდიდან სამი წუთი იყო გასული, როდესაც ძაძა მეკარესთან პირისპირ დარჩა და დუბლი შეასრულა. "რომა" ურთულესი ამოცანის წინაშე დადგა, მეორე ტაიმის სტარტზე კი დანიელე დე როსიმ წითელი ბარათი მიიღო და თითქოს, ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა. თუმცა, დასკვნითი ნაწილი მასპინძლების გამოდგა - 78-ე წუთზე ადემ ლიაიჩმა თერთმეტმეტრიანით გაქვითა ერთი ბურთი, მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი მანვე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

დროა მთავარზე ვთქვათ: "რომამ" ორივე გოლი მსაჯების შეცდომის შედეგად გაიტანა. როგორც აღვნიშნეთ, ლიაიჩმა პირველი გოლი თერთმეტმეტრიანით შეაგდო, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო.

რაც შეეხება მეორე გოლს, ალესანდრო ფლორენცი აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა და ეს რომ ლაინსმენს დაენახა, ვერც საგოლე პასს შეასრულებდა და ვეღარც ლიაიჩი მიითვლიდა დუბლს. მოკლედ, "სასუოლო" დაჩაგრეს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მეორე ტაიმი კაცნაკლული რომაელების კოლოსალური უპირატესობით წარიმართა, რაზეც ბურთის ფლობის სტატისტიკური მონაცემები ყველაზე ნათლად მეტყველებს: 72%-28%.

მატჩის შემდეგ "სასუოლოს" თავკაცმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მსაჯების შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება, რუდი გარსიამ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"შედეგი უარყოფითია, მაგრამ შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მეორე ნახევარი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, მაგრამ მაინც უდიდეს უპირატესობას ვფლობდით. ერთი კია, უამრავი სახიფათო მომენტი შევქმენით და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გვმართებდა. კიდევ ერთხელ დავრწუნდით, რომ "სასუოლოს" ძლიერი გუნდი ჰყავს, ჩვენ კი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ".

იხილეთ ვიდეო

"ჯენოამ" "მილანიც" მოინელა

საინტერესო მატჩი შედგა გენუაში, სადაც "ჯენოამ" "მილანს" უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ჯამპიერო გასპერინის გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, რაც სახუმარო ამბავი ნამდვილად არაა.

ერთადერთი გოლი ლუკა ანტონელის ანგარიშზეა, რომელმაც კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით შეარხია დიეგო ლოპესის კარის ბადე. ამრიგად, "მილანმა" კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი და თუ ასე გააგრძელა, მესამე ადგილს ნამდვილად ვერ შესწვდება.

იხილეთ ვიდეო

სერია A. XIV ტური

5 დეკემბერი

ფიორენტინა-იუვენტუსი 0:0

ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ბასანტა, გონსალო, სავიჩი - ხოაკინი (78. აკვილანი), ბორხა ვალერო, პისარო, ფერნანდესი, ალონსო - კუადრადო (85. კურტიჩი), გომესი (69. ბაბაქარი)

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ოგბონა, ბონუჩი, კიელინი - პერეირა (88. პადოინი), პირლო (79. მარკიზიო), პოგბა, ვიდალი, ევრა - კომანი (61. ტევესი), ლორენტე

გაფრთხილება: პისარო, კუადრადო - ოგბონა, კიელინი, პოგბა

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-7 (1-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 35 000

6 დეკემბერი

რომა-სასუოლო 2:2

გოლები: 0:1 ძაძა (15), 0:2 ძაძა (18), 1:2 ლიაიჩი (78-პენ.), 2:2 ლიაიჩი (90)

რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, იანგა-მბივა, მანოლასი, ჰოლებასი - პიანიჩი (72. კეიტა), დე როსი, სტროტმანი (54. ნაინგოლანი) - იტურბე (55. ჟერვინიო), ლიაიჩი, დესტრო

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მისიროლი, ბრიგი (81. ბიონდინი), ტაიდერი - ბერარდი (81. ფლორო ფლორესი), სანსონე, ძაძა (85. ფლოკარი)

გაფრთხილება: პიანიჩი, ნაინგოლანი - პელუზო, ბერარდი

გაძევება: დე როსი (50) - ვრსალკო (90)

კუთხური: 11-1; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-4 (8-3); ბურთის ფლობა: 72%-28%.

მაყურებელი: 40 000

ტორინო-პალერმო 2:2

გოლები: 0:1 რიგონი (16), 1:1 მარტინესი (35), 1:2 დიბალა (43), 2:2 გლიკი (63)

ტორინო (3-5-2): ჟილე - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - ბ. პერესი (75. მოლინარო), ვივესი, ელ ქადური, ფარნერუდი (61. რ. პერესი), დარმიანი - მარტინესი (78. ამაური), კვალიარელა

პალერმო (3-5-2): სორენტინო - მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, ჩოჩევი, დაპრელა (15. ლაზაარი - 51. ემერსონი), მარესკა (88. ბოლცონი), რიგონი - ბელოტი, დიბალა

გაფრთხილება: ბ. პერესი - რიგონი, ჩოჩევი, ლაზაარი

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 17-6 (6-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 17 000

7 დეკემბერი

ნაპოლი-ემპოლი 2:2

გოლები: 0:1 ვერდი (19), 0:2 რუგანი (53), 1:2 საპატა (67), 2:2 დე გუზმანი (72)

ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, ენრიკე, ბრიტოსი - დავიდ ლოპესი, ფრელო - კალეხონი, ჰამშიკი (61. იგუაინი), მერტენსი (70. დე გუზმანი) - საპატა (83. გარგანო)

ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, მარიო რუი (73. ბარბა), რუგანი, ტონელი - ვეჩინო, ვალდიფიორი, კროჩე (62. ლაქსალტი) - ვერდი (78. ზელინსკი) - მაკარონე, ტავანო

გაფრთხილება: ალბიოლი, მაჯო - მარიო რუი, ლაქსალტი

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-9 (9-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 35 000

იხილეთ ვიდეო

ატალანტა-ჩეზენა 3:2

გოლები: 0:1 დეფრელი (31), 0:2 დეფრელი (43), 1:2 ბენალუანი (45), 2:2 სტენდარდო (50), 3:2 მორალესი (52)

ატალანტა (4-4-2): სპორტიელო - ბენალუანი, სტენდარდო, კერუბინი, დელ გროსო - ძაპაკოსტა (32. დალესანდრო), კარმონა, ჩიგარინი, გომესი (46. ბიანკი) - მორალესი, დენისი (73. მილიაჩო)

ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - კაპელი, ვოლტა, ლუკინი, რენძეტი - ჯორჯი (69. ალეჰანდრო), კაშონე (84. ტაბანელი), დე ფეუდისი - ბრიენცა (80. ალმეიდა) - დეფრელი, ჯურიჩი

გაფრთხილება: სპორტიელო, ბენალუანი, კარმონა - ლუკინი, რენძეტი, დე ფეუდისი, ჯორჯი, დეფრელი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 23-27; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17-5 (6-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 18 000

ჯენოა-მილანი 1:0

გოლი: 1:0 ანტონელი (32)

ჯენოა (4-3-3): პერინი - რონკალია, დე მაიო, იძო (84. ანტონინი), ანტონელი - კუცკა (71. ანტონელი), ბერტოლაჩი, სტურარო - იაგო, პეროტი, მატრი (81. პინილია)

მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ბონერა, რამი, მექსე, არმერო - ბონავენტურა, დე იონგი, მონტოლივო (63. პოლი) - ელ შაარავი (78. ნიანგი), ჰონდა (71. პაცინი), მენეზი

გაფრთხილება: ანტონელი, პეროტი, სტურარო - მექსე, რამი

კუთხური: 12-10; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-11 (4-6); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 35 000

პარმა-ლაციო 1:2

გოლები: 1:0 პალადინო (45), 1:1 მაური (45), 1:2 ანდერსონი (59)

პარმა (3-5-2): იაკობუჩი - სანტაკროჩე (64. მენდესი), ლუკარელი, კოსტა - რისტოვსკი, მაური (77. ბელფოდილი), ლოდი, გალოპა (69. ასკუა), გობი - კასანო, პალადინო

ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, რადუ, ბრაავჰეიდი (38. ცანა) - პაროლო, ბილია, ანდერსონი (65. კეიტა) - ლულიჩი, მაური, ჯორჯევიჩი (77. კლოზე)

გაფრთხილება: გობი, სანტაკროჩე, ლოდი, ასკუა - ბილია, ლულიჩი, პაროლო, ანდერსონი

კუთხური: 1-3; ჯარიმა: 16-26; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 5-9 (1-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 17 000

ინტერი-უდინეზე 1:2

გოლები: 1:0 იკარდი (44), 1:1 ფერნანდესი (60), 1:2 ტერო (71)

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, რანოკია, ჟუანი, დოდო (89. ბონაცოლი) - გუარინი, მედელი (90. დამბროზიო), კუზმანოვიჩი - კოვაჩიჩი, პალასიო, იკარდი (67. ოსვალდო)

უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, ერტო - ვიდმერი, ბადუ, ალანი (81. პინცი), გილიერმე, პასკუალე - ფერნანდესი, დი ნატალე (64. ტერო)

გაფრთხილება: დოდო, ბონაცოლი - პინცი

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 8-15 (2-6); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 45 000

იხილეთ ვიდეო

8 დეკემბერი

კალიარი-კიევო 22.00

ვერონა-სამპდორია 00.00

ბომბარდირები: 9 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 6 - კეისუკე ჰონდა (მილანი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო).

მომდევნო ტური

13 დეკემბერი:

პალერმო-სასუოლო, ლაციო-ატალანტა

14 დეკემბერი:

იუვენტუსი-სამპდორია, ჯენოა-რომა, პარმა-კალიარი, უდინეზე-ვერონა, ჩეზენა-ფიორენტინა, მილანი-ნაპოლი

15 დეკემბერი:

ემპოლი-ტორინო, კიევო-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
"ინტერს" იან სომერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
ერთი ფოტოთი მოპოვებული პოპულარობა - "რომას" ულამაზესი ფანი გუნდის საგულშემატკივროდ ლიფის გარეშე მივიდა [PHOTO]
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ემპოლი" "ჯენოასთან" ფრეს დასჯერდა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი