ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი დამთავრდა
ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომლის წყვილთა პაექრობაში წარმატებით ითამაშეს თბილისელებმა - სოფიო ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ.

ერთი კვირის წინათ მათ ერთად მოიპოვეს მთავარი პრიზი, ამჯერად კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან იყვნენ შეამხანაგებულნი: ქვაცაბაია სლოვაკ ჩანთალ სკამლოვასთან ერთად პირველ ნომრად გახლდათ განთესილი, ხოლო გორგოძეს სლოვენიელ ნასტია კოლართან ერთად მეორე ნომერი ჰქონდა.

ჩვენებურთა პირველი ორი შეხვედრის შედეგებზე უკვე ვწერდით. ნახევარფინალში ქვაცაბაიამ და სკამლოვამ იოლად აჯობეს ივა პრიმორაცსა (ხორვატია) და რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი) 6:2, 6:2 და ფინალში გავიდნენ, სადაც დაბორა კერფსისა (ბელგია) და საბინა სლავიკოვიჩის (უნგრეთი) მძლეველ (6:2, 6:4) გორგოძესა და კოლარს უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ გადამწყვეტი დუელი არ შედგა, რადგან კოლარმა ერთეულთა თანრიგში ამანდა კარერასთან (დიდი ბრიტანეთი) პაექრობისას ტრავმა მიიღო და როგორც ერთეულების ნახევარფინალურ, ისე წყვილთა ფინალურ პაექრობაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამიტომ ქვაცაბაიასა და სკამლოვას მთავარი პრიზი უბრძოლველად ერგოთ.

ქვაცაბაია ერთეულებშიც ცდიდა ძალებს, მაგრამ მე-8 ნომრად განთესილი ჩვენებური მეოთხედფინალს ვერ გასცდა - ბელგიელ ელინა ბოეიკენსთან დამარცხდა - 3:6, 0:6. საგულისხმოა, რომ ბელგიელმა სტარტზე გორგოძეც ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 6:3.

გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და სამშაბათიდან ახალ 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან.

ძირითად ბადეში მათ, სავარაუდოდ, განთესვით მეორე და მეხუთე ნომრები ექნებათ.

საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშა თამარ ჭალაგანიძემ, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში ოანა გავრილასთან (რუმინეთი) დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა