ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ჯერ განვსაზღვროთ, რას ვითხოვთ. მებრძოლი თემურ ქეცბაიას ნაკრებიც იყო..."

"ჯერ განვსაზღვროთ, რას ვითხოვთ. მებრძოლი თემურ ქეცბაიას ნაკრებიც იყო..."

გაიოზ დარსაძის აზრით, ქართველი ფეხბურთელის პრობლემის მიზეზი ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ

გაიოზ დარსაძე დღეს ქართველი მწვრთნელების მომზადებაზე ზრუნავს. ის საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელი გახლდათ 2005 წლის ივლისიდან დეკემბრამდე.

ახლა, როცა ქვეყნის მთავარი გუნდისთვის ახალ მწვრთნელს ლამის ყველა ერთად ვეძებთ, დარსაძის აზრი საინტერესოდ მოჩანს.

მასთან მხოლოდ ამ თემაზე არ გვისაუბრია - ზოგადად, ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს შევეხეთ...

- ბატონო გაიოზ, ყველაზე აქტუალური თემით დავიწყოთ. თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი სჭირდება ახლა საქართველოს ნაკრებს?

- იმისთვის, რომ თქვენს კითხვას ზუსტი პასუხი გავცე, უნდა ვიცოდე, სად ვართ და რა მიზანს ვისახავთ. საზოგადოების მოტყუება იქნება ამის გარეშე კითხვაზე პასუხის გაცემა.

ჯერ ის განვსაზღვროთ, სად ვართ და რას მოვითხოვთ ახალი მწვრთნელისგან. ამის შემდეგ უფრო გაადვილდება არჩევანის გაკეთება, რადგან არსებობს უამრავი მწვრთნელი და თითოეულ მათგანს სხვადასხვა ამოცანის გადაჭრა შეუძლია. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები.

- თქვენი აზრით, სად ვართ და რა მიზანი უნდა დავისახოთ?

- არ მგონია, ჩემს აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ამ შემთხვევაში. მიზანი უნდა დაისახოს და ის უნდა იყოს რეალური. მგონი, არ იქნება მართებული, საქართველოს ნაკრებს პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა რომ მოვთხოვოთ...

- და მაინც, რა უნდა დავუსახოთ მიზნად ახალ მწვრთნელს?

- ნებას მომცემთ, კონტრშეკითხვა დაგისვათ?

- რა თქმა უნდა...

- მოდით, ცოტა ხნით როლები გავცვალოთ და ახლა მე გკითხავთ - როგორი უნდა იყოს ნაკრების ახალი მწვრთნელი?

- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, უნდა შეიტანოს ცოტა მეტი სანახაობა ნაკრების თამაშში, უნდა შეძლოს მასმედიასთან ნორმალური ურთიერთობა... ბევრი კრიტერიუმია...

- გმადლობთ. ახლა ველოდები თქვენს კითხვებს...

- როგორ ფიქრობთ, ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელები სანაკრებოდ კლუბების სახელების მიხედვით უნდა შეარჩიოს თუ წინა პლანზე სათამაშო პრაქტიკა უნდა დადგეს?

- ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, ეს დილემაა. ჩავი, ინიესტა, სუარესი - ასეთ ფეხბურეთელებს, ასეთ შემტევებს ყველა ინატრებდა, მაგრამ როგორ უნდა მოვძებნოთ ისინი? თუ ჩვენ სანახაობრივი მხარე გვინდა, ვერ ვიტყვით გადაჭრით უარს იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც შედარებით სახელიან კლუბებში თამაშობენ.

- მოდით, გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარეთ...

- მაშინაც თითქმის ისეთი ვითარება იყო, როგორიც ახლაა. რა უნდა მოვთხოვოთ მიმდინარე ციკლში საქართველოს ნაკრებს? ევროპის ჩემპიონატზე გასვლა? ეს ხომ უტოპიაა?

თან შემტევ ფეხბურთს ვითხოვთ და თან გვავიწყდება, რომ გერმანიას ვმასპინძლობთ და პოლონეთს უნდა ვესტუმროთ.

- ნუთუ, არ არის იმის რესურსი, რომ ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიანი მებრძოლი გუნდი?

- მებრძოლი თემურ ქეცბაიას ნაკრებიც იყო. ეს ფაქტია.

- ახალი მწვრთნელის შერჩევისას უპრიანი იქნება თუ არა მასთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება?

- ჯერ განვსაზღვროთ ზუსტად, განვითარების რომელ ეტაპზე ვართ. ამის შემდეგ, ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, შევეჭიდოთ ქართული ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან პროექტს.

ეს პროგრამა უნდა იყოს ზუსტად ჩამოყალიბებული და დროში გაწერილი. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორი მწვრთნელი გვინდა.

თუ არჩევანი შეჩერდება მოკლევადიან პროექტზე, მაშინ შესაბამისი მწვრთნელი უნდა მოვიძიოთ; თუ გრძელვადიანზე, მაშინ - შესაბამისი. პირადად მე გრძელვადიანი პროექტის მომხრე ვარ.

- თქვენს ხელში გაიარა უნიჭიერესმა თაობამ. ვგულისხმობ 1988-89 წლებში დაბადებულ ბიჭებს. დღეს ისინი საქართველოს ნაკრების ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ამ თაობას "დაკარგული თაობა" ჰქვია. რა გახდა ამის მიზეზი?

- დასანანია, რომ ასე მოხდა. მართლაც შესანიშნავი თაობა იყო. ოლიმპიური ფესტივალი მოიგეს, ნახევარფინალსა და ფინალში შვეიცარიასა და იტალიას სძლიეს. დილემა სწორედ ესაა. უამრავი ნიჭიერი ბავშვი გვყავს. მერე ისინი იკარგებიან, თუმცა ყველაფერი ლოგიკურად ხდება.

- ამ თაობის კრიზისი იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ ნაადრევად ითამაშეს საქართველოს ნაკრებში?

- ნაადრევადო, რომ ამბობთ, რას გულისხმობთ? ასაკს?

- დიახ...

- მაშინ მე ასე გეტყვით: ნორვეგიელი ტალანტი მარტინ ედეგორი 15 წლისაა და ნორვეგიის ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.

- არა, მე ვგულისხმობდი ახალგაზრდების მასობრივ დაწინაურებაზე ეროვნულ გუნდში და არა - ცალკეულ ტალანტებს...

- არ ყოფილა ეს მასობრივი პროცესი. რამდენიმე ფეხბურთელი იმ ნაკრებიდან ახლაც თამაშობს ეროვნულ გუნდში. მაგალითად, ჯაბა კანკავა და ნუკრი რევიშვილი.

რამდენიმეს კარიერა რომ ვერ აეწყო, ეს ცხოვრებისეული მოვლენაა... ავარიაში მოყვა ბექა გოცირიძე... ამისგან არავინაა დაზღვეული. პირიქით, მიმაჩნია, რომ მაშინ 10 წლით დავასწარით პროცესს.

- რატომ არის, რომ ესა თუ ის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი 18 წლის მერე პროგრესს წყვეტს?

- მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ვთქვათ, თქვენ რომ ახლა მიხვიდეთ ფსიქოლოგთან და აღმოგიჩინოთ პრობლემა, რომელსაც 13 წლის ასაკში გადააწყდით, ან გიშველით და ან - არა. აი, 13 წლის ასაკში რომ მიგემართათ ფსიქოლოგისთვის, ის უთუოდ იპოვიდა საშველს. ჩვენ დროზე უნდა მივაგნოთ პრობლემის სათავეს და მერე მისი წამლობა იოლი იქნება.

- რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ საქართველოს ჩემპიონატი უკეთესი გახდეს?

- უნდა შეიქმნას განვითარების პროგრამა. ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, ბავშვთა ფეხბურთი, მასობრიობა - ეს საკითხები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა განვიხილოთ.

- რას იტყვით ქართველ მწვრთნელებზე? მათი უკეთ მომზადება თქვენ გაკისრიათ...

- მათ დიდი პროგრესი განიცადეს და ყოველდღიურად იმდიდრებენ ცოდნას.

- დაბოლოს, ერთი ზოგადი კითხვა: აქვს ქართულ ფეხბურთს მომავალი?

- ჩვენს გენში დიდი საფეხბურთო ინტელექტი დევს, ქართულ ფეხბურთს კი აუცილებლად აქვს მომავალი. ისეთ ფეხბურთელებს გაუვლიათ ჩემს ხელში, თავიანთ ამპლუაში, შეიძლება, საუკეთესონიც ყოფილიყვნენ დღეს მსოფლიოში. მთავარია, ნიჭი ბოლომდე გამოვიყენოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ramnishvnelobaak

რა გვჭირს? Eლემენტარული ლოგიკა ჩავრთოთ, როგორ შეიძლება მის მწვრთნელობაზე ასე ლაპარაკი როცა ადამიანი მხოლოდ ივლისიდან დეკემბრამდე იყო დანიშნული??? Vისაც მის პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება მივიდეს და კურსებს დაესწროს ან უცხოელებს ჰკითხოს მასზე აზრი

• Sandrosan

რამდენიც არ უნდა დაიწეროს, ფაქტია დარსაძე UEFA -ს მიერ არის აღიარებული და მას ენდობიან, მის ცოდნაში ნამდვილად არ შეიტანება ეჭვი, ნეტა ბევრი მისნაირი პროფესიონალი გვყავდეს. ნაკრებზე სისულელეა მსჯელობა იმდენდ ცოტ დრო ჰქონდა სამუშაოდ

• ბერჯავახი

დარსაძემ საკონტროლო გასროლა გაუკეთა თავში ქართულ ფეხბურთს და ჩვენც აზრს ვეკიტხებით ! რაც მან დამართა ქართულ ფეხბურთს ხმას როგორღა იღებს ან რატომ არ გავასამართლეთ ?

• sake

zveli მაგ ლოგიკით არგენტინაში მარადონას მერე მწვრთნელების აზრობრივი განვითარება უნდა შეჩერებულიყო.მაგრამ დღეს ვინც არის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კი ვხედავთ.დამეთანხმები მგონი...

• ZVELI

ქინქლაძის მსგავსი ფეხბურთელი საუკუნეში შეიძლება ერთიც არ დაიბადოს (ის იყო საოცარი ტალანტი, რომელმაც ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა) და "მწვრთნელების უსტაბაში", რომ ვერ მიხვდება ამას და იმედი აქვს, რომ რომელიღაც უნიჭო მასზე ძლიერი გახდება, მე იმ მწვრთნელის აზრი და ნაბოდიალები არ მაინტერესებს და ვისაც გაინტერესებთ ღმე\რთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.

• qutaiseli

სასაცილო ისარის გუნდი რო გაგანადგურებს და მწვრთნელი რო ხარ დაიმას რომ იტყვი კარგად ვითამაშეთო და აი ეს არის სასაცილოც და სატირალიც.ისე სიმართლის წერა თუ სასაცილო იყო არმეგონა.

• 13

ხანდახან ძაან სასაცილო კომენტარს წერთ ხოლმე რა... რა არის ამ კაცის კომენტარში ტყუილი დაწერეთ ერთი!!! და ჩემს სიტყვებზე ბოდიშს მოვიხდი... და კიდევ, ცნობისათვის, ეს კაცი მწვრთნელებს არ ზრდის, ის ასწავლის მხოლოდ და ეხმარება...და ვისაც ეჭვი გეპარებათ მის ცოდნაში მიბრძანდით ერთხელ და დაუჯექით ლექციაზე და მოისმინეთ... მარა აქედან ქილიკი და ჭკუის სწავლება ჯობია ;)

• kapitan

მართალი ხარ გაიოზ, ვოცნებობ როდის ვნახავ ისეთ ფეხბურთს სადაც ახალი მიშა ,სლავა მურთაზი და ბევრი კარგი თაობა იქნება

• პანტე

იმიტომაცაა ქარტული ფეხბურტის საქმე კარგად ქაიოზას ხელსი რომ არის მწურტნელტა ქანატლებ დგეს ბავსვებსი უმეტესად ქუჯიდან მოსული არაპროფესიონალებიმუსაობენ ეს უმეტესად რეგიონებსი ხდება და ამიტომ ვარტ ამ დგესი

• sake

zveli შენს კომენტარებში ქილიკი მეტია ვიდრე საღი მსჯელობა.ამ მწვრთნელის კომპეტეციას ნუ შევაფასებთ, ხე ნაყოფით იცნობაო, ხოლო იმ თაობის ბიჭების ნიჭიერებაში ეჭვის შეტანა უბრალოთ უმადურობაა, ის რომ იმ თაობიდან დიდი ფეხბურთი ცოტამ თუ ითამაშა ეს უკვე ჩვენი ტრაგედიაა.

• qutaiseli

დანიასთან რო გავნადგურდით ამან არ თქვა გრავესენი ამოვკეტეთ ფეხი არ გავანძრევიეთო და თან ანგარიშს ნუ იკითხავთ რაციქ დანიელებმა დაატრიალეს თან იმას იძახოდა ქინქლაძეზე ნიჭიერი ფეხბურთელი გვეზრდებაო.ამათი შემხედვარე რომელი ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი.

• Zveli

ამის გაზრდილი მწვრთნელები, რომ გვყავს იმიტომ არის ფეხბურთის საქმე კარგად. თვითონ არაფერი იცის და სხვას რა უნდა ასწავლოს. ეს არ იყო, რომ აცხადებდა ისეთი ფეხბურთელები მყავს მალე ვარსკვლავებად მოგვევლინებიანო. საწყალი ნიჭიერს და უნიჭოსაც კი ვერ არჩევს.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

"უნდა შევძლო და დავბრუნდე" - ბექა გოცირიძის ბრძოლის ქრონიკა

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

რატი წინამძღვრიშვილი: გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა

[ოთხშაბათის საკითხავი] ბექას დაბრუნება

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ბრაიან იდოვუ: მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ

"მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები"

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

ნიკა ტოგონიძე: მინდოდა, ფეხბურთის სიღრმეებში ჩამეხედა

"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

"გასაუბრება Skype-ის საშუალებით მოხდა" - ინდოეთის ნაკრებში გაიოზ დარსაძის კანდიდატურას განიხილავენ

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"აი, მეგობრებო, ეს არის ჩემი სამსახური ამერიკაში" - რას საქმიანობს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე აშშ-ში [VIDEO]

ქართველი ლეგიონერების 10 სუპერგოლი ევროპულ არენებზე - გამოავლინე საუკეთესო [VIDEO]

"თქვენი უმადური, დაუნახავი დედას შ****ეცი, ვისაც ამ ბიჭზე ენა გიტრიალდებათ..." - ბექა გოცირიძემ თურქეთთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიას კრიტიკოსებს მიმართა

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან