ვახტანგ ქორიძე: "სტადიონები წაგვართვეს და რა ფეხბურთს ითხოვენ?!"
ვახტანგ ქორიძე 70-იანი წლების თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი და კოლორიტული ფეხბურთელი გახლდათ. ის ყოველთვის პირდაპირობით გამოირჩეოდა.

ახლაც ასეა. ქორიძის აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრების უმთავრესი პრობლემა არაკვალიფიციური კადრებია:

"ქართულ ფეხბურთში ყოველთვის გვყავდნენ გამორჩეული ფეხბურთელები - ასე იყო ბორის პაიჭაძის დროს, ომისშემდგომ წლებში, მესხის, მეტრეველის, ხურცილავას და სიჭინავების პერიოდში... ყველას მოეხსენება, ჩემს თაობაშიც რა ვარსკვლავები იყვნენ - ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, დარასელია, შენგელია, სულაქველიძე...

ახლა კი მაღალი კლასის მოთამაშეთა სერიოზული დეფიციტია. ევროპული დონის ქართველების ჩამოსათვლელად, შესაძლოა, ერთი ხელის ხუთი თითიც საკმარისი აღმოჩნდეს.

ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ასეთ დონეზე და ვინც უნდა დაინიშნოს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, მასზე ბევრი რამ არც იქნება დამოკიდებული", - ამბობს ვახტანგ ქორიძე.

ვეტერანი ფეხბურთელი საკადრო დეფიციტის მიზეზებზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს:

"ზოგი ისე იოლად და ბრიყვულად ამბობს, ფეხბურთელები აღარ იზრდებიანო, თითქოს, ეს შემთხვევით ხდება. ახსნა ყველაფერს მოეძებნება: იმიტომ ვეღარ იზრდებიან, რომ მარტივი ტიპის მოედნები მოსპეს, ეზოებში მათი ადგილი ავტოსადგომებმა დაიკავა, ბევრი სკოლის ეზო გაყიდეს და მოედნების ადგილზე სახლები წამოჭიმეს; უამრავი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა კი გაუქმებულია.

ბათუმში სტადიონი აღარ არის და რა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკო? ასევეა ზუგდიდში. ბევრგან სტადიონი კი არის, მაგრამ ომის შედეგად განადგურებულ ობიექტს უფრო ჰგავს.

ბოლო წლებში "დინამოს" აკადემიისა და "საბურთალოს" ამოქმედებამ გაგვახარა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მით უფრო, რომ ტრადიციული საფეხბურთო ცენტრების ნაწილიც აღარ არსებობს - "ნორჩი დინამო" სხვაგან გადავიდა, მაგრამ "შრომითი რეზერვები" და "სიხარული" ადრეც არსებობდა, მუშტაიდი კი ფეხბურთისთვის დაიკეტა.

ფეხბურთს აღარ ეკუთვნის "ლოკომოტივის" ბაზა, ძველი 35-ე სკოლა, "სინათლე", "შევარდენი", ავლაბრის, სტუდქალაქის, ოქროყანისა და ვარკეთილის მეურნეობის სტადიონები. ახლა მათ ბედს "ოლიმპიც" გაიზიარებს.

მერე ვიღაც რეგვენი გამოვა და გახარებული სახით იტყვის - ფეხბურთი მოკვდაო. მოთამაშე სახლში ვერ გაიზრდება, მოედნებია საჭირო და ყველგან რომ აიღეს, როგორ გაიზრდება"?

ყოფილი დინამოელი ფიქრობს, რომ ფეხბურთი ყველაზე მეტად გაჭირვებამ აზარალა:

"სამწუხაროდ, დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და ინტერესიც შესაფერისია. ახლახან, უმაღლესი ლიგის მატჩზე ვიყავი, რომელსაც 200 კაცი ესწრებოდა.

გული მეტკინა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩვენთან ფეხბურთი ასე თუ გაუფასურდებოდა. ეს გაჭირვებულმა ცხოვრებამ გამოიწვია. ახალგაზრდებს ტვინის ჭყლეტა უწევთ იმაზე, თუ სად იშოვონ სწავლის გადასახადი, ხალხს კი პურის ფული არ აქვს. ასეთ დროს სტადიონზე მისვლისა და შვილის ფასიან ჯგუფში შეყვანის ხალისი ვის გაუჩნდება"?

ვეტერან ფეხბურთელს გამოსავალი ასე წარმოუდგენია:

"ფეხბურთს, ძირითადად, გაჭირვებული ოჯახების შვილები თამაშობენ. ჩვენი თაობის ფეხბურთელებიც ასე არ ვიყავით?!

ყველაფერი კი მარტივადაა: საფეხბურთო სკოლები უფასო უნდა გახდეს. რამდენიმე ქალაქში ასეც გააკეთეს, მაგრამ ეს ყველა საკვანძო ქალაქში უნდა შევძლოთ. ჩვენს რესურსს სხვაგვარად ვერ გამოვიყენებთ.

ახლა კი ძლიერი საფეხბურთო სკოლები მხოლოდ თბილისშია. მიუხედავად იმისა, რომ "დინამოს" აკადემია და "საბურთალო" კარგად მუშაობენ და ასაკობრივ ნაკრებებსაც ამარაგებენ, ქართულ ფეხბურთს მხოლოდ დედაქალაქი ვერ ასაზრდოებს.

მეორე საკითხი კლუბების ფინანსურად მოღონიერებაა. ბავშვები 500 ევროზე უცხოეთში მიდიან, ვერ იზრდებიან და იკარგებიან. მთელ მსოფლიოში 1500 ქართველი ყოფილა წასული და 10 მათგანის გვარიც არ გვეცოდინება.

დღევანდელი ტენდენცია თუ არ შეიცვალა, მერე იტყვიან, რაგბიზე გადავერთოთო და დაავიწყდებათ, რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთს და რა სიხარულის მოტანა შეუძლია. რაც უნდა თქვან, ფეხბურთი მაინც პირველი სახეობააა და მნიშვნელობით სხვა ვერ შეედრება.

ფეხბურთი ძვირად ღირებული სპორტია და მისი შენახვა ამიტომ არ სურდათ. მაგრამ თუ მისთვის არაფერს დაინანებ, წარმატება აუცილებლად მოვა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tamazi
კი გაუმარჯოს ქართულ რაგბის რაზეა საუბარი, მაგრამ 100&-ით მართალია ვახტანგ ქორიძე, სტადიონები თბილისში რაც ჩამოთვალა სულ რაგბის გადაეცა, გაითვალისწ ისიც, რომ ვარკეთილელი ან ორთაჭალელი ბავშვები დიღმის მასივში და საბურთალოზე სასიარულოდ რამდენ დროს ხარჯავენ და ან რა პირობებში მგზავრობენ, ნახევრად მშივრები თან, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მომზადებაზე, ხო მართლა, არც ის დაგავიწყდეთ რომ ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ჩადო რაგბის განვითარებაში, ფეხბურთში კი თითო-ოროლა კაცის მეტი არავინ დებს თანხებს.აბა იმ ბიზმესმენს რა უნდა ელაპარაკო, რომელიც გეუბნება, რომ მაჩვენე შედეგი და მერე ვნახოთო, როდის იყო სახლის აშენებას სახურავიდან იწყებდნენ? სახელმწიფომ კი ხელი უნდა შეუწყოს მათ ფეხბურთში ფულის ჩასადებად, ხოლო ქვედა ლიგები და ბავშვები , თვითონ უნდა დააფინანსონ. აბა გაგონილა სფფ აფინანსებს კლუბებს, რა შპს-ა თუ რა? პარადოქსების ქვეყანა ვართ რა საერთოდ ამჟამად
მოქალაქე
ბევრ რამეში ცდბით ბატონო.. 1) ფეხბურთს გაჭირვებული აამიანი ვარჯიშობს და თამაშობსო რომ ამბობთ.. იცით რამდენს იდიან რომ ფეხბურთში ივარჟიშონ და მერე რამხელა ხელფასებს იღებენ?? რაღაც არ გავს გაჭირვებას 2) თვითონ მწვრთნელებმა დაანგრეთ ფეხბურთი თამაშებისა ჩაწყობებით(არ თქვათ ეხლა არაოო..მშვენივრად ვიცი რა ხდება მაგ მხრივ) და არასწორად აღზრდით და რაგბისკენ თითს ნუ იშვერთ.. 3) რა მოედნების უკმარისობაზე საუბრობთ როცა თბილისი და რეგიონები სავსეა საფეხბურთო მოედნებით და თუ თქვენ მორწყვა სასუქის მოყრა და მოვლა არ გინდათ სხვას ნუ აბრაებთ
levani
ამ კაცმა ამდენ რამეზე ისაბრა და რა რაგბი და ფეხბურთის შედარება იყო მთავარი საკითხი? მშვენივრად შეიძლება ორივე სპორტს უგულშემატკივრო ერთდროულად უბრალოდ უსამართლოდ ჩაგრავენ რაგბს. არაფერი არ დააშავა რაგბმა იმით, რომ სწორი პოლიტიკა გაატარეს რაგბის კავშირში და ფეხბურთისგან განსხვავებით ფულზე არ დახურდავდნენ, რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი დაღუპეს იმის გამო, რომ მამამისი ფულს ვერ უჯიბავდა მწვრთნელს ეს კითხვა დასვით ჯერ და მერე ის გაიხსენეთ რა ხდებოდა ქინქლაძის კალაძი და სხვა ცნობილი ტრანსფერების თაობაზე ვისაც არ დაეზარა ფულის კეთება რო მოინდომა. ის დაწერეთ რატო არ უნდათ ქართველი ფეხბურთელი არავის, რატო გვაკლია პროფესიონალიზმი და რა ემართება იმ ბიჭებს ერთ და ორ წელიწადში 17 წლის ესპანეთს, რომ უგებს და 21 წლის 7:0 რო აგებს.
quTaiseli
svimeon farada და ვინ გითხრა რო რაგბი უფრო მიყვარს ვიდრე ფეხბურთი ან სად დავწერე ეს მე ვთქვი რომ ჩვენთან ფეხბურთს აღარ თამაშობენ მასიურად როგორც ეს ადრე იყო და აღარ აინტერესებს ახალგაზრდობას იმ დოზით რაც ადრე იყო და რაარის ამაში ტყუილი ან მოგონილი რეალობა არის ესეთი სამწუხაროდ და არუნდა თქვა ამის შესახებ.და კიდეაან უკეთესი მომავლის ძიებას ვინ გიშლის ან ტანჯვას და ფიქრს. ვერ გავიგე.იფიქრე და იყავიღმერთმა ხელი მოგიმართოს.
tazotazo
რაც არ უნდა თქვათ დღეს საქართველოში პირველი სპორტი რაგბია
svimeon farada
qutaiseli ვისაც რაგბი გირჩევნიათ , ვერავინ დაგიშლით და არც არავინ გიშლით რაგბის მხარდაჭერას , მაგრამ ვისაც საქართველოში ფეხბურთის ესეთი მდგომარეობა გვაწუხებს , გვაცალეთ ბატონო ტანჯვა და უკეთესი მომავლის ძიება . ხომ გვაქვს ამის უფლება ? ხალხის დასწრება - არდასწრება ბევრ რაიმეზეა დამოკიდებული , არაპოპულარობა აქ არაფერ შუაშია . მაშინ , არცერთ თამაშზე არ მიდის იმდენი ხალხი , რამდენიც დიდ ქელეხზე და ვაწყოთ გრანდიოზული ქელეხები , მოვსთხოვოთ სახელმწიფოს , რომ ქელეხები , დაბადების დღეები და ა.შ. დააფინანსონ. არც მწვრთნელი დაგვჭირდება და პროდუქტიც გასაღდება , თანაც ხალხიც მაძღარი გვეყოლება - ეგრე ვQნათ? :))
qutaiseli
რა დასწრებაზე და პოპულარობაზეა ლაპარაკი როცა ნაკრებიც კი ვერავსებს სტადიონს ბოლომდე რაგბი უფრო ნაკლებპოპულარულია მსოფლიოში ზოგადად მაგრამ ეს არამცდაარამცარეხება საქართველოს რომელი ფეხბურთის პოპულარობაზეა საუბარი როცა ფაქტიურად ეზოებში ბავშვები ბურთს აღარ თამაშობენ მათი გასართობი კომპიუტერი და აიფონია. ესარი მწარე სიმართლე ფეხბურთი.
svimeon farada
რაგბი ჯობია ფეხბურთს ? - კარგით რა , ქუჩაში არავისთან გისაუბრიათ ? შედარება შეიძლება რაგბის და ფეხბურთის პოპულარობისა და გულშემატკივართა რაოდენობის მიხედვით გინდაც ჩვენთან და გინდაც უცხოეთში ?
Temo
ბატონო ვახტანდ რამდენჯერ გავიდა საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე ფეხბურთში როცა მილიონებს უხდიდა სახელმწიფო და რამდენჯერ გავიდა რეგბში როცა 50 ათას უხდიდნენ და მსოფლიოზე გადიოდნენ და ერთ თამაშს მაინც იგებდნენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ რომ რეგბი ჯობია ფეხბურთს საქართველოში
ჴაატა II
ეშველელება ქართულ ფეხბურთს? რაგბი სჯობია!
koki
ეეხ-ს. ტუხას სამარცხვინო არაფერი უთქვავს. გვარების ჩამონათვალის შემდეგ მრავალი წერტილი რას ნიშნავს, უნდა იცოდე თუ ოდნავ რაიმე გაგეგება. ყველა გვარს ხომ არ ცამოთვლიდა1 კარგით რა...
ეეხ
თქვენი თაობის დროს მანუჩარ მაჩაიძეც ხომ არ თამაშობდაა,ვაი რა ეშველება ქართულ ფეხბურთს.მე შემრცხვა ,,ტუხას" ნაცვლად
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
[VIDEO] მამუკელაშვილმა "შარლოტთან" 15 წუთი ითამაშა - "ტორონტო რაპტორსმა" ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
"10 კაცი წამოვიდა, მაგრამ ვიტალი არ შეეპუა და მოსკოველებს მაგრად სცემა..."
ქართული სპორტის ლიდერები: ჩელე
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
თენგიზ სულაქველიძე: მაშინ, რა ქნას სკოლამ?! რა შემოსავლით იარსებოს?!
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
გიორგი ანჩაბაძე: "დინამო" მანქანაში ვერ გავცვალე
"ლელომ" და "ლიდერბეთმა" ოქტომბრის ლაურეატები დააჯილდოვეს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა