"რუსთავმა" უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში "მგზავრები-არმია" დაამარცხა
"რუსთავმა" უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში "მგზავრები-არმია" დაამარცხა და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. ამ გუნდების მატჩი 5 დეკემბერს, რუსთავში უნდა გამართულიყო, თუმცა დარბაზში არასაკმარისი ტემპერატურის გამო შეხვედრა გადაიდო და დღეს, 13 დეკემბერს, თბილიში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდა.

რუსთაველებმა თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი თბილისში იოლად მოიგო და ნახევარფინალში გასასვლელად მეორე გამარჯვების მოპოვება ესაჭიროებოდა.

ქვემოქართლელებმა საწადელს მატჩის ბოლო წამზე მიაღწიეს. გოგა ცეკვავამ გამარჯვების ბურთი რომ ესროლა, საფინალო სირენა მერე გაისმა და რუსთაველი უკანახაზელის შედეგიანი შეტევის შემდეგ საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა - 70:69 რუსთაველების სასარგებლოდ.

საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ქვემოქართლური გუნდი 66:60 იგებდა, მაგრამ დაშვებული შეცდომების გამო 3 სწრაფი შეტევა მიიღო და ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 66:66. რუსთაველთა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა წუთშესვენება აიღო, შეტევა დაგეგმა, რაც ზუსტად დააგვირგვინა მიხეილ ჭოჭუამ და "რუსთავი" დასრულებამდე 7 წამით ადრე 68:66 დააწინაურა.

წუთშესვენებაზე დაგეგმეს შეტევა "მგზავრები-არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა და მოთამაშეებმა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ ბოქოლიშვილმა სწრაფი შეტევა წარმატებით დაგვირგვინა, თან რუსთაველთა ამერიკელი ლეგიონერი აიძულა, დაჯარიმებულიყო. ბოქოლიშვილმა 1 საჯარიმოც ჩააგდო და საფინალო სირენამდე 3.3 წამით ადრე "მგზავრები-არმია" 69:68 დააწინაურა.

რუსთაველთა მორიგი წუთშესვენება და მიხეილ ჭოჭუას არაზუსტი სამქულიანი, თუმც აცილებული ბურთი რუსთაველმა გოგა ცეკვავამ მოიხელთა და იატაკზე დაუშვებლად ესროლა. ქვემოქართლელთა უკანახაზელმა ბურთის სროლა მოასწრო - საფინალო სირენა მაშინ გაისმა, როცა ბურთი მის ხელებს მოსწყდა. ლამაზი ტრაექტორიით გამარჯვების ბურთი "მგზავრები-არმიას" კალათში ჩაეშვა და რუსთაველებს გამარჯვებასთან ერთად თასის გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

"რუსთავი" ნახევარფინალში "ბათუმს" შეუწყვილდა.

რუსთავი -მგზავრები არმია 70:69

16-23, 15-13, 16-10, 23-23

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი): "ამ თამაშს აუცილებლად განვიხილავთ ფედერაციასთან ერთად და ვიდეო ანალიზს გავაკეთებთ. თუ ყველაფერი რიგზე იყო, გამოვა რომ ფორტუნამ ზურგი შეგვაქცია".

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "მართალია გავედით შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ. ეს თამაში წესით არ უნდა მოგვეგო, უბრალოდ გაგვიმართლა".

წყარო: superleague.ge

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს თასი: "რუსთავმა" "არმია" გაანადგურა, "დინამომ" "ოლიმპის" მოუგო
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
საკალათბურთო გუნდი "ვითა" - სუპერლიგისა და ვითიბი ლიგისკენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
სუპერლიგა. XI ტური: "დინამოს" დაგეგმილი და "ოლიმპის" ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
სუპერლიგა: "ქუთაისს" მე-5 ადგილი არ დაანებეს
"ქუთაისს" "მგზავრები-არმიას" დამარცხება გაუჭირდა
"მგზავრები-არმიამ" ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა