მოვლენათა განვითარების არცერთი სცენარი არ არის გამორიცხული
უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის საქართველოს ორგზის ჩემპიონსა და თასის მფლობელ "ზესტაფონს".

მოვლენათა განვითარების არცერთი სცენარი არ არის გამორიცხული. ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გზას აირჩევს კლუბის მფლობელი ილია კოკაია...

კოკაიას პირველი გზა

სრული 10 წელია, ილია კოკაია ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობს. მისი პიროვნება ქართულ საფეხბურთო თემში დღესაც განსჯის საგანია და შეფასებებსაც არაერთგვაროვანს მოისმენთ, თუმცა ფაქტია - კოკაიამ შექმნა "ზესტაფონი" და ის დღესაც კლუბის ერთადერთი მეოხია.

ფაქტი ჯიუტია - ქალაქ ზესტაფონის ხელმძღვანელობას, პირად თუ საჯარო საუბრებში, არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ კლუბის შენახვა არ ძალუძს და მხოლოდ ის შეუძლია (ისიც - გარკვეული წინაპირობებით), რომ ადგილზე არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის (სტადიონი, ბაზა) მოვლა-პატრონობაში დაეხმაროს "ზესტაფონის" მფლობელს.

ასეთ ვითარებაში ვინ, თუ არა თავად კოკაიამ უნდა იცოდეს, რომ მისი წასვლის შემთხვევაში გუნდს ამბიცია, პატრონი და სახსრები მოაკლდება. ალბათ, "ზესტაფონი" ჩაამთავრებს საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატს, თუმცა გუნდი იმაზე გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე ახლაა. მეტიც, უფულო "ზესტაფონი" მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით თუ ითამაშებს ჩემპიონატში, რათა არსებული "თექვსმეტობანა" არ ჩამოიშალოს.

კოკაიას ადრეც არაერთხელ განუცხადებია ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე, თუმცა ახლა ყველაფერი უფრო სერიოზულადაა.

ჯერაც ვერ დაედგა თავი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნას, რომელიც ბიზნესმენს შეღავათებს დაუწესებს და ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

უკრაინაში მიმდინარე ომმა ბევრი ჩვენებურისთვის შეცვალა ბიზნესკლიმატი.

ესეც არ იყოს, კოკაიას მოუხდა, ალბათ, ყველაზე არასასურველი და არაპრესტიჟული ნაბიჯის გადადგმა მთელი თავისი ათწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში - ევროპალიგაზე სლოვაკურ "სპარტაკთან" განცდილი წარუმატებლობის შემდეგ მან დაშალა "ზესტაფონი", რომელიც ძველ სიმაღლეებზე უნდა ასულიყო.

სადღეისოდ გუნდში აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარებაა. "ზესტაფონიდან", პრაქტიკულად, წასულია მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და მისი სამწვრთნელო შტაბი (მწვრთნელსა და მის თანაშემწეებს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურათ).

წავიდა რამდენიმე საკვანძო მოთამაშეც, მათთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე კი ჯერ არავის უსაუბრია.

საერთოდ, გარედან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კოკაია დაიღალა. ეს ბუნებრივიცაა - მთელი ამ წლების განმავლობაში მას, პრაქტიკულად, მარტოს უწევდა საფეხბურთო კატაკლიზმებით სავსე, წინააღმდეგობით გაჯერებულ გარემოში მოღვაწეობა.

ამ დროის განმავლობაში მან ბევრი გააკეთა გუნდისთვის და ბევრი შეცდომაც დაუშვა, თუმცა ფაქტია - ზესტაფონი, რომლის მთავარი სპორტული არენა კოკაიას მოსვლამდე ძროხების თავშესაფრად იყო გადაქცეული, საფეხბურთო ქალაქი გახდა.

გუნდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშა ევროთასებსა და საქართველოში ერთგული გულშემატკივარი გაიჩინა. ზესტაფონში მოზარდთა უმრავლესობა ქუჩას ასცდა და ფეხბურთზე დაიწყო სიარული. ინდუსტრიულ, სანახაობასა და ნათელ ფერებს დანატრებულ ქალაქში ფეხბურთის სახით საერთო-სახალხო სიხარული გაჩნდა.

კოკაიას პირველი გზა - მან უნდა დატოვოს ეს ყველაფერი და წავიდეს. ამაში საერთო-ქართული საფეხბურთო საზომებით, იქნებ დიდი ტრაგედია არც იყოს, თუმცა ზესტაფონელთათვის ერთი დიდი, ლამაზი ისტორია დასრულდება.

რა თქმა უნდა, შეუცვლელი არავინაა, თუმცა ამ ფორმაციის "ზესტაფონის" არსებობა კოკაიას გარეშე წარმოუდგენლად მოჩანს. უფულობის პირობებში გავერანდება ის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რომელიც სადღეისოდ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

მეორე გზა

სულ მალე კოკაია საქართველოში ჩამოვა და თავად გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ქართულ ფეხბურთსა და "ზესტაფონში". რა თქმა უნდა, კლუბის მფლობელი არჩევანში თავისუფალია, თუმცა უნდა გავიხსენოთ მისი დანაპირები, ზესტაფონელ გულშემატკივარს ერთ-ერთი შეხვედრისას რომ მისცა:

"მე გპირდებით თქვენ, რომ ჩამოვიტან ამ ქალაქში ჩემპიონთა ლიგის ზეწარს და ერთად მოვისმენთ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს".

"ზესტაფონმა" რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშა ევროასპარეზზე, თუმცა სანუკვარი მიზანი ჯერ გუნდს არ შეუსრულებია.

"ზესტაფონისთვის" კი არა, წამყვანი ევროპული კლუბებისთვისაც არ არის უცხო ფინანსური რყევები, მით უმეტეს, ჩვენს არაპროგნოზირებად დროში და ისიც - პოსტსაბჭოთა სივრცეში. სადღეისოდ, მთავარია, გუნდი გადარჩეს და რადგან ჯერ არ ჩანს და არც ჰორიზონტზე ილანდება ახალი სპონსორი, ეს მისია კოკაიამ უნდა იკისროს.

"ზესტაფონის" დევიზი ასეთია - "ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე". ჩვენი ფეხბურთისთვის ამ უმძიმეს დროს კოკაიას წასვლა ნამდვილად არ არგებს ქართულ ფეხბურთს. იქნებ მალე სახელმწიფო პროგრამაც ამოქმედდეს, კერძო ბიზნესმენმა თავი გარიყულად არ იგრძნოს და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც გამოსწორდეს ვითარება.

ცხოვრების კანონზომიერებას ვერასდროს ვერავინ შეცვლის - არსებობს ჟამი აღმაფრენისა და ჟამი დაღმასვლისა, ჟამი სიხარულისა და ჟამი გაძლებისა. ეს ყველა მოკვდავს ეხება და, რა თქმა უნდა, ეხება კოკაიასაც.

წლების განმავლობაში, ზესტაფონელი ბავშვების მომავალი ქუჩასთან ასოცირდებოდა. ქალაქში უფასო საფეხბურთო სექციების გახსნამ ვითარება მთლიანად შეცვალა. დღემდე, ზესტაფონში ფეხბურთი ერთადერთი ისეთი გასართობია, მოზარდის ხვალინდელ დღეს რომ რგებს.

მოკლედ, ყველაფერი მალე გაირკვევა. ვნახოთ, რომელ გზას აირჩევს ილია კოკაია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

soso
პირიქიტ არ უნდა წავიდეს, ესეტი ხალხი საჩიროა ქარტულ ფეხბურტში
gg
ამ კოკაიამაც თუ მიდის წავიდეს და დაგვანებოს თავი.
zesta
მადლობა ავტორს ამ სრული სიმართლისთვის. არ წახვიდეთ ბატონო ილია არ წახვიდეთ იმიყტო რო თქვენს გარდა ვერავინ გაგვახატებს ჩვენ Yთბილისელისათვის ეს არაა შეიძლება იმხელა ტრაგედია მარა ჩვენ არაფერი არ გვაქ მეტი ამის გარდა
bagrat margveli
ძალიან ცუდი იქნება გუნდი თუ დაიშლება, მაგრამ ასეთ სიტუაციაში რაცაა ახლა ქვეყანაში, ფეხბურთის დაფინანსების ხალისი კი არა, აქ ცხოვრების ხალისიც დაკარგული აქვს ადამიანთა უმარავლესობას
ლევანი
რთულია "დონ კიხოტობა"... არა, ურთულესია! კოკაია ქართული ფეხბურთის ერთადერთი დონ კიხოტია.. კაცი, რომელიც ენთუზიაზმზე აკეთებდა ამხელა საქმეს და გვერდში მდგომი ვერ იპოვა, ვერ გაუმაგრა ზურგი ვერავინ. არ ვიტყვი, რომ მამა აბრამის ბატკანია ზესტას პრეზიდენტი, მაგრამ ქართულ საქმეს რომ აკეთებდა სულ - ფაქტია! თუმცა, ეტყობა მართლა დაიღალა. დაიღალა და წასვლა გადაწყვიტა! და ამის ფონზე მინდა ვთხოვო ბატონ ილიას, რომ ამ სიტუაციაში გუნდის დატოვება ყველაზე მეტად ისევ თქვენ გატკენთ გულს და იქნებ კიდევ ერთხელ მოიკრიბოთ ძალები, კიდევ ერთხელ შეეხიდოთ ქართულ ფეხბურთს და გულშემატკივრებს დაუტოვოთ იმის იმედი, რომ ჩვენ კვლავ ვიხილავთ ლამაზ, შემტევ, ჯიგრული ფეხბურთის მოთამაშე "ზესტას"!
bagrat margveli
დღევანდელი მთავრობა იმითაა დაკავებული, თუ როდის და რა გააფუჭეს ნაციონალებმა. ფეხბურთი კი სუ ცალ ფეხზე კიდიათ და აჰა შედეგიც - ზესტაფონი ფაქტიურად დაიშალა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე