ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის სიტყვებთან დაკავშირებით
გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლევან ყიფიანის პირად პოზიციას, რომელიც მან შაბათს, 13 დეკემბერს, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემაში, "სუბიექტურ აზრში" გამოხატა.

ბატონმა ლევან ყიფიანმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მომავალ წელს ფედერაციაში არჩევნებია და მას ჯანსაღი ძალების გამარჯვების იმედი აქვს, ხოლო გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, ჯანსაღია თუ არაჯანსაღი ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ბატონმა მინისტრმა ბრძანა:

"ეს არის, მე ვიტყოდი, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბბინა".

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბატონი ლევან ყიფიანი იმის შესახებ საუბრობდა, როგორი მიდგომა აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფედერაციებისადმი, ხაზს უსვამდა რა, რომ სამინისტრო არ ერევა მათ შიდა საქმიანობაში და არ არჩევს ან აფასებს მათ პოლიტიკური ნიშნით, რასაც მის მიერ მოგვიანებით გამოხატული პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ მინისტრის მიერ მსგავსი პოზიციის გამოხატვა არაკორექტულია და ხელს არ უწყობს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მით უმეტეს, რომ ბატონი მინისტრის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პოლიტიკური შინაარსის განცხადებას აკეთებს ფეხბურთის ფედერაციის მისამართით.

ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია განაცხადოს, რომ როგორც ფედერაციის ხელმძღვანელ რგოლებში, ასევე სხვა სამსახურებრივ საფეხურებზე მუშაობენ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი თანამშრომლები, სპეციალისტები, რომელთა შერჩევა არც მომხდარა და არც მოხდება პოლიტიკური ნიშნით.

აქედან გამომდინარე, გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს ბატონი მინისტრის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი განცხადების გამო და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით ვითანამშრომლოთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, პირადად ბატონ მინისტრთან.

ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე განცხადებები ფეხბურთის ფედერაციის მისამართით აღარ განმეორდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ზვიადი
სრულად ვეთანხმები იმერ ქითაისელს
იმერი ქუთაისელი
სინდსი საიდან უნდა ქონდეს არაკაცებს, რომლებმაც სამშობლო წაგვართვეს ყველა რგოლში, და კიდევ შეტევაზე არიან. ხალხო მოვითხოვოტ კანონიერი არჩევნები თებერვალში და ისიც ახალი რედაქციიტ, თორემ არველაძეებს უკვე ნაყიდი ყავთ –90– პროცენტი ფულისმოყვარული დელეგატები.სად არის მთავრობა , სად არის დეპუტატები. ყველა გვერდში დაუდგეს ლორთქიფანიძეს, თორემ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან,.
ჯონი
სანამ იქ არველაძეები იქნებიან,ეს ,,ყორფელჩიკები" ქართულ ფეხბურთს მომავალი არა აქვს არააა.შევიგნოთ ეს ქართველებო
აოოეე,აკიმ
მიდი რა,გაიარეე
Akims
მე არ ვიცი შენ ვინ ხარ. მე რიგითი გულშემატკივარი ვარ. გაყალბებები, მოსყიდვები ათასი სიბინძურე შეიძლება და პროტესტი არ შეიძლება?
akim
Dato-ს. შენ ვინ ხარ, რომ შეგიძლია მოაშორო ეს ხალხი ფეხბურთს? აქციებით გინდა? ეს არ გამოვა,გარწმუნებ ამაში. აქციები არა.... მოვა არცევნები და გაიმარჯვებს ის, ვისაც დელეგატები მისცემენ ხმას. მორჩა და გათავდა. ყიფიანის ამ განცხადების გამო კი, უეფას უფლება აქვს დიდი პრობლემა შეუქმნას საქართველოს. ცოტა იაზროვნეთ პრაგმანტულად რა...
Dato
ხალხო ვინ უნდა მოგვაშოროს? ჩვენ უნდა მოვაშოროთ, თორემ არველაძეს ნაყიდი ყავს დელეგატები
avto
domentianebo
winston
ვაახ ამათი უნამუსო ** ამ კომენტარებს მაინც არ კითხულობთ?! სიჭინავა კი წარსულია უკვე მაგრამ დიდი შანსია რეზო არველაძემ მოიგოს არჩევნები(გადახდილი აქვს)!ამიტომ რაღაც უნდა შეცვალონ თორემ კიდევ ათი წელი ვერ ამოვა ქართული ფეხბურთი ამ ჭაობიდან!
zico
მოგვაშორეთ არველაძეების კლანი
bacho
გასაგებია სიჭინავა მაგრამ მე პირველ რიგში სე ვიტყოდი.მოგვაშორეთ არველაძე.შეგვჩამა.გააპარტახა ქართუი ფეხბურთი!!!
irakli
მოგვაშორეთ უსინდისო არველაძე და სიჭინავა!!!
ცირკის გვერდით გავიარე
ესენი ნახეთ ერთი,რა განცხადებებს აცხობენ.სინდისი რომ არ გაქვთ ფაქტია.უკვე რამდენი ხანია ამ მართლაც ,,ნაცების შტაბბინაზე" საუბრობს პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე და აფიქსირებს რომ სჭინავა არა 2015 წლის შემოდგომაზე არამედ 2015 წლის მაქსიმუმ თებერვალში უნდა წავიდეს და ჩატარდეს არჩევნები და არა ისე როგორც უნდა სიჭ ინავასა და არველაძეებს,არამედ როგორც გვინდა ფეხბურთის გულშემატკივრეებს.
sicis da rezis...
cadiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiit....
GFF-s
რა იყო? სიმართლე გეწყინათ? რაც ხართ ის თქვა. ყველაფერი რომ დაიწეროს თქვენზე სიმართლე რასაც აკეთებთ შეიძლება ქუჩაში ვეღარ გამოხვიდეთ. შეაძეულეთ ფეხბურთი ხალხს და კიდევ გინდათ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოთ. ამ მთავრობას უმადლოდეთ ციხეში რომ არ ზიხართ. ეს უთავმოყვარეო ხალხი კიდევ რამდენს ტლიკინებს
qutaiseli
აპა ვისი დანიშნულია სიჭინავა ჩემი მიხუინას დანიშნულია და აპა რას იტყოდა.თურმე მიუღებელია ესეთი განცხადებები ის მისაღები იყო მიხუინები რო ნიშნავდენ ფედერაციის ხელმძღვანელებს და აჩმორებდენ ვინც ხმას ამოიღებდა მაშვინ რატო არაფერს ამბობდით ბატონებო.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება