საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის გამოტოვებულ მატჩში "არმიასა" და რუსთავის "ხარებს" შორის საინტერესო ბრძოლა გაიმართა
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის გამოტოვებულ მატჩში "არმიასა" და რუსთავის "ხარებს" შორის საინტერესო ბრძოლა გაიმართა. გამარჯვებას ლიდერთა ჯგუფში მყოფმა "ხარებმა" მიაღწია - 33:15.

მიმდინარე გათამაშებაში უკვე პირველი შემთხვევა არაა, როცა მორაგბეები გუნდი-გუნდზე ჩხუბობენ.

ასე მოხდა ამ მატჩშიც. პირველი ტაიმის 31-ე წუთზე, როცა "არმია" 7:6-ს იგებდა, სრულიად უწყინარ სიტუაციაში ჩხუბი ატყდა, რომელშიც ორივე გუნდი სრული შემადგენლობით ჩაება. ცხადია, ყველა არ ჩხუბობდა, ნაწილი გაშველებას ცდილობდა, თუმცა ფაქტი სწორედ რომ ამაზრზენი იყო.

ყველა და ყველაფერი რომ დაწყნარდა, მატჩის არბიტრმა ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გააძევა და თამაში ცამეტი-ცამეტზე გაგრძელდა. უნდა ითქვას, რომ სანახაობა ამის შემდეგ ბევრად უკეთესი გამოვიდა.

კაცმა რომ თქვას, რატომ არ შეიძლება, რომ თუნდაც ექსპერიმენტის სახით, მოედანზე გუნდმა 15-ის ნაცვლად 13 მოთამაშე გაიყვანოს. ამით სივრცე უფრო გაიხსნება და თამაშიც ბევრად სასიამოვნო საცქერი გახდება.

ცხადია, ეს ხუმრობით. აი, მატჩის არბიტრი კი სულაც არ ხუმრობდა, როცა მეორე ტაიმის დასაწყისში მოთამაშეები ისევ წაკინკლავდნენ. ნიკოლოზ ამაშუკელმა მოედანი დატოვა და გვერდითი მსაჯებიც თან გაიყოლა.

თამაში ათი წუთის შემდეგ განახლდა. მატჩის კომისარმა და გუნდების კაპიტნებმა არბიტრი დაარწმუნეს, რომ მორაგბეები აღარ იჩხუბებდნენ და თამაშიც განახლდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდებმა სიტყვა შეასრულეს და აღარ უჩხუბიათ.

მომხდარმა ფაქტმა, როგორც ანგარიშიდან ჩანს, "ხარები" უფრო ასარგებლა. "არმიას" ორი მესამეხაზელი, ლევან დარასელია და გიორგი ჟღენტი გაუძევეს. ორივე მხტომელი და გუნდის ლიდერია, რის შემდეგაც ამ გუნდის შერკინების თამაში სრულიად მოიშალა.

სტუმართა გუნდიდან კი გამორჩევის ღირსია ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი, რომელიც უნარიანად წარმართავდა გუნდის თამაშს, დროულად ცვლიდა შეტევების მიმართულებას და კარშიც შედეგიანად ურტყამდა. მან სამი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო გაიტანა (18 ქულა).

თამაშის დასაწყისიც თითქმის რუსთაველთა უპირატესობით წარიმართა. ხუციშვილმა ორი საჯარიმო გაიტანა და 23-ე წუთისთვის "ხარები" 6:0-ით დააწინაურა. ცხადია, არმიელები არაფრის დათმობას აპირებდნენ. მათი შერკინება სულ უფრო აქტიური გახდა და 30-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს.

მოწინააღმდეგე რაკში თამაშისას უხვად ჩაითრიეს და მარცხენა, გრძელ ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს. ცხადია, ბურთი სწორედ იქეთ ჩაათამაშეს და გარემარბმა კოტე ჯიმუხაძემ ლელოში შეაღწია. გარდასახვა თითქმის კიდედან შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა გაიტანა - 7:6. სულ რაღაც ერთ წუთში კი ზემოთ ნახსენები ჩხუბიც ატყდა.

პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. ძირითადი მოვლენები მაინც შესვენების შემდეგ განვითარდა. საგრძნობლად გააქტიურდა რუსთაველთა უკანა ხაზი, რომელთა სწრაფი იერიშების ხელდახელ, ბურთაობის შეჩერება "არმიას" სულ უფრო უჭირდა. 48-ე წუთზე არმიელმა დამრტყმელმა მეკოკიშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 10:6.

თუმცა სამ წუთში "ხარებმა" თითქმის ანალოგიური კომბინაცია გაითამაშეს და ჩათვლის მოედანში შუამარბმა ნიკოლოზ ბერძულმა შეაღწია. ხუციშვილმა გარდასახა - 13:10. ოთხი წუთიც არ იყო გასული, როცა სტუმრების მრავალფაზიანი შეტევა უკნიდან იერიშში ჩართულმა ფულბეკმა თორნიკე თეგეთაშვილმა ლელოთი დაასრულა, ხუციშვილმა ესეც გარდასახა - 20:10.

საპასუხო ლელოს გასატანად არმიას ოთხი წუთი დასჭირდა. თავი რუმინეთიდან მობრუნებულმა ალექსანდრე ტუჩაშვილმა გამოიჩინა. გარდასახვა შუამარბმა ლაშა ბაირამაშვილმა დაარტყა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა - 15:20.

სამაგიეროდ, ორჯერ ზუსტად დაარტყა საჯარიმოდან რუსთაველთა ლიდერმა და ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა - 26:15.

მატჩი თითქმის დასრულებული იყო, როცა "ხარებმა" კიდევ ერთი, საკმაოდ ლამაზი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელეს. შედეგად, ლელოს შეცვლაზე შესულმა გიორგი ნათელაშვილმა უწია. ხუციშვილმა გარდასახა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 33:15.

არმია-ხარები 15:33

არმია (15-9) ჯინაშვილი, ჯიმუხაძე (ნოზაძე 75), ადანაია (კიზირია 60), ბაირამაშვილი, ტუჩაშვილი, ჩხიკვაძე, ღვინჯილია. (1-8) ქორიძე (კაკოვინი 57), მეკოკიშვილი (სულუაშვილი 59), გურგენიძე, უჩავა, სურგულაძე (სპანდერაშვილი 57), დარასელია, დაუშვილი (თხელიძე 68), ჟღენტი.

2ლ: ჯიმუხაძე, ტუჩაშვილი. ს.გ: მეკოკიშვილი.

გაძევება: დარასელია, ჟღენტი.

ხარები (15-9) თეგეთაშვილი, გულიტაშვილი (ნათელაშვილი 69), ბერძული, ღამბაშიძე, ბ. ბებიაშვილი (გ. ბებიაშვილი 76), ბასილაია, ხუციშვილი. (1-8) ესართია (გოგოლაძე 78), აღაშვილი, წიკლაური (ზურიკიშვილი 76), ხელია (ქარუხნიშვილი 31), ცხადაძე, ღამბარაშვილი, ქვლივიძე, მღებრიშვილი.

3ლ: ნათელაშვილი, თეგეთაშვილი, ბერძული. 3გ,4ს: ხუციშვილი.

გაძევება: აღაშვილი, ღამბაშიძე.

მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი

ჯიქი-არმაზი 11:19

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 11 10 1 0 +123 44

2. ბათუმი 11 6 1 4 +30 30

3. ლელო 11 6 2 3 +58 30

4. ხარები 11 6 2 3 +48 30

5. აია 11 5 0 6 -3 24

6. ლოკომოტივი 10 4 1 5 +4 23

7. ჯიქი 11 4 1 6 -17 20

8. არმია 11 4 0 7 -66 19

9. არმაზი 10 4 0 6 -29 18

10. თიბიესი 11 1 0 10 -148 7

გამოტოვებული

27 დეკემბერი

ლოკომოტივი-არმაზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

geronti
ჩხუბი არაა მოსაწონი,მაგრამ არა უშავს,მთავარია მოედნის იქით არ გაგრძელდეს.კარგია ხუციშვილი,თავის ამპლუაში ნაკრებისთვის ალბათ პირველი ნომერი
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10-ის ფინალი - მწვრთნელთა მოლოდინები
დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
ლელო ლიდერებში დაბრუნდა
დიდი 10: ფინალში გასასვლელად "ხარები" და "არმაზი" იბრძოლებენ