~აქტობე"-~ოლიმპის" მოახლოებულ მატჩს ყაზახური მედია დიდ ყურადღებას უთმობს...

~აქტობე"-~ოლიმპის" მოახლოებულ მატჩს ყაზახური მედია დიდ ყურადღებას უთმობს. საქმე ისაა, რომ ევროპის ლიგის პირველივე ეტაპიდან სხვა ყაზახური კლუბები უკვე გამოვარდნენ: ყარაღანდის ~შახტიორი" პოლონურ ხოჟუვის ~რუხთან" დამარცხდა, ~ტობოლი" კი - ბოსნიურ ~ზრინსკისთან. ყაზახეთში სჯერათ, რომ ფულით ნიჭსა და წარმატებას მოიპოვებენ და ლიგის კვალიფიკაციაზე ~აქტობეს" მატჩი მათვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს – არის თუ არა კანონზომიერი ყაზახური კლუბების წლევანდელი წაგებები?

ყაზახურმა ინტერნეტ-გაზეთმა ~სპორტსმა" რუსთავის ~ოლიმპს" სტატია უძღვნა, სადაც საინტერესო ფრაგმენტებს წავაწყდით:

~ქართველი ოლიმპელები მზიური რუსთავიდან"

... `ოლიმპზე~ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ იოლ გასეირნებას არ უნდა ველოდოთ.

რუსთავი გამწვანებული, ნათელი და ძალიან კომფორტული ქალაქია და თუკი ~აქტობეს~ გულშემატკივრები გუნდს გაყვებიან, იოლად

იპოვიან გასართობს პატარა, მაგრამ თანამედროვე ქალაქში.

... რუსთავის ~ოლიმპს" არც მდიდარი ისტორია აქვს და ვერც ტიტულებით მოიწონებს თავს (~აქტობე", ალბათ, ტიტულებით^ განებივრებულია). საბჭოთა კავშირის პერიოდში, მეორე ლიგის მეცხრე ზონაში ასპარეზობდა და სახლში თითქმის არ აგებდა. მისი ყველაზე პრინციპული მეტოქე აზერბაიჯანული ~ქიაფაზი" გახლდათ. ამ გუნდების შეხვედრები უკომპრომისო ბრძოლაში მიმდინარეობდა და ზოგჯერ საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც მიდიოდა.

ეს უნდა გაითვალისწინონ ~აქტობეს" მოთამაშეებმა, სამხრეთელები ძალიან ტემპერამენტიანები არიან და მოედანზე ათასგვარ ეშმაკობას მიმართავენ, იქნება ეს მსაჯისთვის შეუმჩნეველი ხელისკვრები, დარტყმები თუ აშკარა სიმულაციები.

... რუსთაველებმა მიმდინარე სეზონში პირველობა უპრობლემოდ მოიპოვეს და ოქროს მედლებს ფინიშამდე სამი ტურით ადრე დაეუფლნენ, მაგრამ ჩავარდნებიც ჰქონდათ – ერთ-ერთ ასეთი მატჩად პირველ ეტაპზე თბილისის ~დინამოსთან" 0:4 წაგებას დავასახელებდით.

თუმცა, ჯამში გუნდმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძეც აღნიშნავს...

საქართველოს ჩემპიონი ძლიერი კოლექტივია, მაგრამ ყაზახეთის ჩემპიონს მისი დამარცხება სავსებით ხელეწიფება და პირველი ეტაპი უნდა გადალახოს, თუკი ევროპაში კარგი შედეგის მიღწევას ფიქრობენ".

~აქტობეს" მცველი პიოტრ ბადლო ამბობს:"გუნდში სრული (სრულიო!) საბრძოლო განწყობაა და მატჩისთვის მთელი სერიოზულობით ვემზადებით. ~ოლიმპზე" ვერაფერს გეტყვით, კლუბზე საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს. ჩვენი სურვილია, საშინაო მატჩში რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, მათი იმედები რომ არ გავაცრუოთ".

26 წლის ნახევარმცველი მარატ ხაირულინი კი, რომელიც ~აქტობეში" გამოდიოდა და წლეულს ნიჟნი ნოვგოროდის ~ვოლგადან" იჯარით დაიბრუნეს, ყაზახეთში მიბრუნების რეალურ მიზეზებს ასახელებს.

"გუნდში იმიტომ დავბრუნდი, რომ ~ვოლგაში" საქმე ვერ ამეწყო. 26 წლის ვარ და თამაში მსურს და არა სკამზე ჯდომა. სათამაშო პრაქტიკა მაკლდა, ძირითადში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩავატარე, უმთავრესად კი შეცვლაზე შევდიოდი. ~"აქტობეს" გარდა, რუსეთის პირველი ლიგის კლუბში მიწვევდნენ, მაგრამ ვამჯობინე სერიოზული მიზნების მქონე ყაზახურ კლუბში თამაში, პირველ ლიგაში გამოსვლას~, - ამბობს ~აქტობეში" ახლახანს დაბრუნებული მარატ ხაირულინი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე