ვლადიმერ გუცაევი ნაკრებში ქართველი სპეციალისტის დანიშვნას ემხრობა და ექსპერიმენტების წინააღმდეგია
თბილისის "დინამოს" "ოქროს თაობის" ფორვარდი ვლადიმერ გუცაევი ნაკრებში ქართველი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა და მიიჩნევს, რომ უცხოელზე დიდი ხელფასის დახარჯვა გაუმართლებელი იქნება.

"ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, - ამბობს გუცაევი, - არჩევანი დროულად უნდა გაკეთდეს.

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის ჩამოყვანის ფუფუნება არ აქვს, რადგან ჩვენი ფეხბურთი მაღალ დონეზე არ არის და ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელს ამბიციური გეგმები ვერ ექნება.

ამიტომ მწვრთნელი პერსპექტივის გათვლით უნდა დაინიშნოს, ისეთი, რომელსაც გამოცდილებაც აქვს და სხვებთან შედარებით, უკეთესი შედეგებისთვისაც მიუღწევია".

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ახალ მწვრთნელთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაც გაუმართლებელი იქნება:

"არანაირად არ შეიძლება, რომ ნაკრების დამრიგებელს ხანგრძლივი ხელშეკრულება გაუფორმონ. ჩემი აზრით, მწვრთნელმა ერთი ციკლი უნდა იმუშაოს. ასე უფრო მობილიზებული იქნება და გამოავლენს, რისი უნარი აქვს.

თუ პირველ ციკლში ვერაფერს მიაღწია, დარწმუნებული ვარ, შემდგომშიც ვერაფერს გახდება და ასეთს გულშემატკივარიც ვერ ენდობა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ხალხს მწვრთნელის და მისი გუნდის პერსპექტივის უნდა სჯეროდეს".

გუცაევის აზრით, ეროვნულ გუნდში გაუთავებელი ექსპერიმენტები უნდა დასრულდეს:

"წლები გადის და ჩვენი ეროვნული ნაკრები ღირებულს ვერაფერს აღწევს. გაუთავებლად ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე ვლაპარაკობთ. ამის შედეგი არაერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ჭკუა ვერ ვისწავლეთ და კვლავ იმავეს ვაგრძელებთ.

ამიტომ ახალმა მწვრთნელმა ნაკრებში მუშაობა ახალი გუნდის ჩამოყალიბებით კი არ უნდა დაიწყოს, არამედ არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს.

სხვაგვარად, სულ იქნება ლაპარაკი, რომ ახალი გუნდი ყალიბდება, რომ მწვრთნელს შედეგი ჯერ არ უნდა მოვთხოვოთ, რომ უნდა ვაცალოთ და ასე შემდეგ.

მაგრამ ამასობაში, წლები გადის და ვერაფერს ვაღწევთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბორისი გვასალია
ხომ ყველას გვესმის რომ ექსპერიმენტები უნდა დამთავრდეს, მაგრამ მაინც ექსპერიმენტებში რომ ვართ, ვოვა გუცაევს და მისნაირ დიდებულ ფეხბურთელებს თუ არ მოვუსმინეთ და დავუჯერებთ განა შეიძლება???
levana
დომენტა ბაზებს მაინც აშენებს და ლევანა და ყაველა რას ბდღვირს დაადენენ, ვნახავთ
გუჯა კახაძე
ეროვნულ ნაკრებს სჭირდება შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელი, ვისაც არსებული რესურსის ბოლომდე გამოყენება შეუძლია და არა წაგების მიზეზების გამხმოვანებელი!!!!
იოსები
ქართულ ფეხბურთს წარმატებები ჰქონდა სანამ დინამო,ტორპედო და გურია თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში.ძლიერ გუნდებთან თამაშით შენც ძლიერი ხდები.როგორც რუსეთის კალათბურთის ლიგაა გახსნილი და იქ თამაშობენ ჟალგირისი, ვეფი და სხვა,ასევე უნდა იყოს ფეხბურთში და ქართულმა გუნდებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ფეხბურთის დონე ამაღლდება და წარმატებებიც მოვა!
domenti
უნდა წავიდეს რეზი და დომენტი და მერე გავარკვიოთ.
jemali
დიდი პატივისცემით მოგმართავთ რომ თქვენმა ფეხბურთმა წაუშლელი კვალი დატოვა გულშემატკივრების გულში, მაშინ ქვეყანა ცხოვრობდა ფეხბურთით, ერთი კია, ექსპერიმენტები მარტო დინამოში კი არა ქვეყანაშიც უნდა დამთავრდეს.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ