გორის "დილა" სეზონის განახლებისთვის მზადებას გორში დაიწყებს და ანტალიაში დაასრულებს
გორის საკრებულომ დაამტკიცა 2015 წლის ბიუჯეტი, რომელშიც მომავალ წელს სპორტული ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობაა მოცემული. სულ დოკუმენტში, ქალაქში სპორტის განვითარებისთვის 2.732 მილიონია განსაზღვრული, აქედან ერთ მილიონს გორის "დილა" მიიღებს.

თუმცა, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობასთან საუბრისას გავარკვიეთ, აღნიშნული მილიონიდან 400 ათასი გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ეკუთვნის, დანარჩენი 600 ათასი კი უშუალოდ საფეხბურთო კლუბ "დილას".

ცხადია, ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ ქალაქის ბიუჯეტში კლუბისთვის გადასარიცხი თანხა წინასწარაა გაწერილი, რაც 2014 წლის ბიუჯეტში არ მომხდარა. თუმცა დიდი გაანგარიშება არ სჭირდება იმას, რომ აღნიშნული თანხა მთელი წლის განმავლობაში კლუბს არ ეყოფა. ეს მერიასაც ესმის. იქ აცხადებენ, რომ მომავალი წლის განმავლობაში გორული კლუბი ფულს კიდევ მიიღებს, ოღონდ საიდან - ეს მოგვიანებით გამოჩნდება.

ვესაუბრეთ გორის "დილას" დირექტორ გიორგი ტუღუშს, რომელიც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"იმედიანად ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ, მაგალითად, შარშან, იანვრიდან, ფინანსური პრობლემების გამო მეორე წრისთვის მოსამზადებელი შეკრება გუნდმა სრულყოფილად ვერ გაიარა, პრობლემები იყო ხელფასებთან დაკავშირებითაც. წლეულს ეს პრობლემები უკვე აღარ შეგვაწუხებს.

ამჟამად, მოსამზადებელი შეკრების ვადებიც უკვე გაწერილი გვაქვს. 8 იანვარს გორში დავიწყებთ ვარჯიშს, 22-დან 27 იანვრამდე შეკრება მოეწყობა ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქში, ხოლო 28 იანვარს გავემგზავრებით ანტალიაში, სადაც 10 თებერვლამდე ვგეგმავთ დარჩენას.

ამასთან, გაფორმდება ახალი კონტრაქტები მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან. კლუბში მოხდება რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გადავეწყობით თანამედროვე რელსებზე, როგორც სპორტული, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით.

გვინდა ბავშვთა საფეხბურთო სკოლას მაქსიმალურად კარგად მივხედოთ, რაც იქ კიდევ უფრო მეტი კარგი ფეხბურთელის აღზრდის საშუალებას მოგვცემს და "დილასთვის" ადგილზე შევსება ადრინდელზე უფრო გაიოლდება.

30 იანვარს იწურება ფინანსური ლიცენზირებისთვის დაწესებული ვადა, რომლის მიხედვითაც, კლუბს ფინანსური ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს არავის წინაშე და "დილას" არც ამ შემთხვევაში ექნება პრობლემა", - გვითხრა ტუღუშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

devidball
შალამბერიძე დააბრუნეთ...
Leonardo
რაც თავში მომივიდა პირველი ეგაა: ვაი თქვენს პატრონს!!! თურმე გორში სხვა პრობლემა ყველაფერი მოგვარებული აქვს ქაკაქის ხელისუფლებას და მარტო ფეხბურთია დარჩენილი, ნუუ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებისათვის დახარჯული ფული კიდე მესმის, ჯანდაბას, თუმცა მანდაც სერიოზული კონტროლია საჭირო, მაგრამ უშუალოდ საფეხბურთო კლუბზე გაღებული ყოველი თეთრი წყალში გადაყრილია და კორუფციისა და მაიმუნობის პირდაპირი ხელშემწყობი!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვნებები ბოლო ტურის წინ - გუნდები სამართლიანი თამაშის პრინციპს დაიცავენ
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"დილას" დირექტორი: გვაინტერესებს, როგორ გადავიდეთ კერძო მეპატრონის ხელში?..
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
უჩა სოსიაშვილი: რეფორმებს მეც შევეწირე
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს
"მე, როგორც "დილას" მწვრთნელი, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ!"