მუსტაფის საოცარი კალეიდოსკოპი 2014 წელს
შკოდრან მუსტაფი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უცბად ამობრწყინებული ვარსკვლავია საფეხბურთო სამყაროში. მაკედონიელი ალბანელების ოჯახში, გერმანიაში დაბადებულმა მუსტაფიმ მშობლიური, ბავშვობის კლუბი "ჰამბურგი" 17 წლის ასაკში დატოვა და ზრდა ინგლისური "ევერტონის" აკადემიაში განაგრძო.

3 წლის მერე კი გენუის "სამპდორიაში" გადაბარგდა და ამ კლუბს სერია A-ს საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, შემდეგ კი ახალ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩსაც მოაწონა თავი და სერია ა-შიც ძირითადის მოთამაშედ მოგვევლინა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ 2009 წელს გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ნაციონალმანშაფტში მიწვეული 30-კაციან გაფართოებულ სიაში მოხვდა, მერე კი იოახიმ ლიოვმა იგი 23-კაციან განაცხადში აღარ შეიყვანა, მაგრამ... მარკო როისის სერიოზული ტრავმის შემდეგ მუსტაფი სარეზერვო სიიდან გამოიძახეს და მას მუნდიალზე რამდენჯერმე მოუხდა მინდორზე გასვლა, ბოლოს კი ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

ბრაზილიური თავგადასავლის მერე კი, ცოტა ხანში იგი "ვალენსიამ" დაიმატა, რომლის რიგებშიც ეს უკანახაზელი ურიგოდ არ გამოიყურება და მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებამდე ტრავმა ჰქონდა, ადაპტაცია მალევე გაიარა და გუნდს უკვე 3 გოლითაც შეეწია, არადა, მცველია... ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი 22 წლის ფეხბურთელისთვის, ცოტა არ იყოს, ბევრია - გერმანიაში, ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში თამაშის გამოცდილების ქონა, პლუს მსოფლიოს ჩემპიონობა.

ახლა კი შეგვიძლია თავად შკოდრანს მოვუსმინოთ, თუ რას გვეტყვის იგი მისთვის საუცხოო 2014 წელზე და ზოგადად, საკუთარ კარიერაზე.

- ახალ კლუბ "ვალენსიაში" როგორ დამკვიდრდით?

- ახლა უკვე ყველაფერი კარგად არის, მადლობა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული ტრავმისგან ბოლომდე უნდა მოვშუშებულიყავი და თავიდან ეს ბარიერი გახლდათ, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა, თავს მშვენივრად ვგრძნობ და ძალიან ბედნიერი ვარ.

- 2014 წელს თავს ძალიან ბევრი რამ გადაგხდათ. როგორ შეაფასებთ ამ წელს?

- როდესაც ამ ყველაფერს ვიხსენებ და ვიაზრებ, ვხვდები, რომ ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გამოცდილება დავაგროვე, ვიდრე ბევრი ფეხბურთელი რამდენიმე სეზონში მიიღებდა. ყველაფერი ელვის სისწრაფით და ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა. დაუჯერებელი და კარგი წელი გამოვიდა, თან საოცრად წარმატებული. გავიზარდე, როგორც ადამიანიც და როგორც ფეხბურთელიც. მსგავსის გამეორება და ამ წელზე უკეთესის გამოცდა ძალიან ძნელი იქნება.

- ანუ ცვლილებები პიროვნულადაც შენიშნეთ?

- ასეთი გამოცდილება და იმ ტიტულების მოგება ნამდვილად გცვლის, რადგან უეცრად ყურადღების ცენტრში ექცევი, მედიის ინტერესის სფერო ხარ და ყველას უნდა, რომ გაგესაუბროს. ეს ჩემთვის ახალი იყო და ამასთან, გამკლავება ვისწავლე. ასე რომ, როგორც პიროვნებაც, ასევე გავიზარდე და ხასიათი ჩამომიყალიბდა.

- ყველაფრის გააზრება მოასწარით? მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეთ, მერე უცბად "ვალენსიაში" გადახვედით...

- ვფიქრობ, კიდევ გარკვეული დრო მჭირდება! იმდენი რამე მოხდა დროის მოკლე მონაკვეთში, რომ ფიქრის დრო არც კი მქონდა. დასვენება დაახლოებით ორი კვირა მქონდა და მომავალზე ფიქრი ცოტათი მოვახერხე. ჯერ კიდევ "სამპდორიას" ფეხბურთელი ვიყავი, ხოლო მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გარკვეული დრო დასჭირდა ემოციურად დამშვიდებასაც, რომ გადატანილი ამბები დამევიწყებინა და სრულად "ვალენსიაზე" მომეხდინა კონცენტრაცია.

- აი, საშობაო არდადეგებიც ახლოვდება და ალბათ, ამ ყველაფერზე ფიქრის დროც გექნებათ, არა?

- დიახ, ვაპირებ სახლში დავბრუნდე და დრო ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო, სხვას ნაკლებად ვაპირებ რამეს. ახლა ეს ჩემთვის საუკეთესო რამ იქნება, ეს მჭირდება და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

- როგორი შეგრძნება გქონდათ, როდესაც მუნდიალის წინ საბოლოოდ 23-კაციან განაცხადს მიღმა დარჩით?

- სიმართლე გითხრათ, იმასაც არასოდეს ველოდი, რომ 30-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში მოვხვდებოდი. მოსამზადებელ პერიოდში მხოლოდ ჩილესთან მატჩისთვის გამომიძახეს და გავიფიქრე: "ძალიან კარგია, რომ ნაკრების წევრი გავხდი და მწვრთნელებმა შემამჩნიეს. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ".

მოულოდნელად, 30-კაციან სიაში აღმოვჩნდი, რასაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი და ბუნებრივია, ამის მერე უკვე დავიწყე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრი. როდესაც ასე შორს წახვალ, რასაკვირველია, დანარჩენზეც ფიქრობ და სურვილი გიჩნდება, მაგრამ თან საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ 2014 წლისგან უკვე იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე ველოდი. ჩემი მიზანი "სამპდორიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გახლდათ და ამას მივაღწიე, ნაკრებში გამოძახება კი უკვე ბონუსი იყო.

ცხადია, გული დამწყდა იმ მომენტში, როდესაც განაცხადს მიღმა დავრჩი, მაგრამ ჩემი ახლობლებისა და ოჯახის დახმარებით, პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებდი. ამიტომაც ამ ყველაფერს კარგად ვუმკლავდებოდი, მერე კი გამიმართლა...

- 2014 წლიდან ორი მომენტის გამორჩევა რომ გთხოვოთ, რომლებს გამოარჩევდით?

- მსოფლიოს ჩემპიონატი ულაპარაკოდ პირველი იქნებოდა და "სამპდორიას" ძირითადში დამკვიდრება - მეორე. გენუელთა მთავარი მწვრთნელის რიგებში სინიშა მიხაილოვიჩი ახალი მისული იყო და ჩემი პროგრესი სწორედ ამას დაუკავშირდა, რასაც შემდეგ სანაკრებო წარმატებები და მუნდიალზე ტრიუმფი მოჰყვა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის რომელმა მომენტმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა და დატოვა შთაბეჭდილება - პორტუგალიასთან და განასთან შეცვლაზე შემოსვლამ, ალჟირთან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრამ თუ ტიტულის გადმოცემის მომენტმა?

- ბრწყინვალე მომენტი იყო, როდესაც თასი გადმომცეს და მე ის ზემოთ აღვმართე. ის წამი ისეთი ემოციური იყო და ისეთი შეგრძნებები მქონდა, რომელთა გადმოცემაც შეუძლებელია. ცხადია, სხვა მომენტებიც გამოსარჩევია: პირველი შესვლა მინდორზე, სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვედრა... ეს დიდი გამოცდილება იყო.

ისევე, როგორც მერვედფინალში ძირითად შემადგენლობაში ყოფნა, 22 წლის ასაკში გერმანიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ისეთი რამ არის, რაც არასოდეს დაგავიწყდება, მაგრამ ვერც ერთ ეპიზოდს ვერ შევადარებ იმ მომენტს, როდესაც თასს ხელები შევახე.

დოსიე

შკოდრან მუსტაფი

დაიბადა: 1992 წ. ბად ჰერშფელდი (გერმანია)

პოზიცია: მცველი

კარიერა: 2009-12 - ევერტონი; 2012-14 - სამპდორია; 2014-დან ვალენსია

ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი (2014)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
არსენ ვენგერმა დაცვას და თავდასხმას მიხედა
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ძუნწი არსენი, რომელიც ღარიბს ართმევს
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
ტრანსფერ ONLINE: 25 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
უნაი ემერიმ 2 ფეხბურთელს "არსენალიდან" წასვლა ურჩია
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
ევრო 2016-ის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები უეფას ვერსიით
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლონდონის "არსენალი" ზაფხულში ნახევარ გუნდს გაყიდის
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს