"იღვიძებ მეორე დღეს და იცი, რომ აღარასოდეს ითამაშებ ფეხბურთს. ეს დიდ იარას ტოვებს"
ლევან კობიაშვილმა ბერლინის "ჰერტას" ოფიციალურ ვებგვერდს მისცა ინტერვიუ, რომელშიც არაერთ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა.

2014 წელი კობიაშვილისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მან აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველკაცობის სურვილიც გამოთქვა...

- კარიერის ბოლო მატჩი "დორტმუნდთან" ითამაშეთ "ოლიმპიაშტადიონზე". წასვლის დრო, ალბათ, თავად შეარჩიეთ...

- კარიერის დასასრული შეიძლება განსხვავებული ფაქტორებით იყოს გამოწვეული. ზოგიერთი ფეხბურთელი ნაადრევად წასვლის გადაწყვეტილებას მოჭარბებული ტრავმების გამო იღებს. საუბედუროდ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადრეულად ტოვებს ასპარეზს. მე ზუსტად ვიცოდი, რომ კარიერის ბოლო მატჩი 2014 წლის 10 მაისს უნდა მეთამაშა. საამისოდ, შინაგანად მზად ვიყავი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მაინც ძალიან გამიჭირდა... იოლი ნამდვილად არ იყო.

- იცით, რომ თამაში უნდა შეწყვიტოთ და მინდორზე გატარებული თითოეული წამით ტკბებით - გქონდათ ასეთი შეგრძნება?

- გასული სეზონის მეორე ნახევარში ყველა მატჩში ვტკბებოდი თამაშით. მახსოვს ყოველი დღე, წუთი და წამი. ვცდილობდი, მხედველობიდან არაფერი გამომრჩენოდა.

- ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ბოლო მატჩი ჩაატარეთ. რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?

- იმ მატჩის შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი არდადეგები მქონდა. ასეთი რამ მანამდე არ ყოფილა ჩემს კარიერაში. ეს ძალიან კარგი იყო. როცა ბერლინში ჩამოვედი, "ჰერტას" შეხვედრებს უკვე ქომაგის ან დამკვირვებლის რანგში ვესწრებოდი. როცა აქტიური ფეხბურთიდან მივდიოდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი მთავრდებოდა და ამისთვის ბოლომდე მზად ვიყავი.

- თქვენ ახლა მხოლოდ ტრიბუნიდან უყურებთ ფეხბურთს...

- ფიქრობ, რომ მხოლოდ უნდა იჯდე ტრიბუნაზე და არაფრის გაკეთება შეგიძლია. ეს უხერხული შეგრძნებაა. ისე კი, ბედნიერი ვარ, რომ "ჰერტაში" ვმუშაობ. ამას გულწრფელად ვამბობ.

- "ჰერტაში" რას საქმიანობთ? მანამდეც იცნობდით შიგნიდან კლუბის საქმიანობას?

- არ ვიცოდი, შიგნიდან კლუბი როგორ იმართებოდა. როცა მოქმედი ფეხბურთელი ხარ, არ აქცევ ყველა დეტალს ყურადღებას. ჩვენ გვაქვს დიდი აკადემია, სადაც უამრავი ბავშვი, მწვრთნელი და გუნდია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა უცხოა ოფისში მუშაობა, მაგრამ ძალიან საინტერესოა.

- ახალ თანამდებობაზე ახალი რა შეიძინეთ?

- ბევრ დროს ვატარებ კლუბში. ვაკვირდები ახალგაზრდული გუნდების მუშაობის სტილს, ვხვდები ფეხბურთელებს, მწვრთნელებს... ყოველივე ეს განვითარებასა და სრულყოფაში მეხმარება.

- ქომაგებთან გამომშვიდობება თქვენთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო თუ სხვა დროსაც გქონიათ ამხელა ემოცია?

- ძალიან დიდი ემოცია იყო, რადგან კარიერაში მხოლოდ ერთ გამოსათხოვარ შეხვედრას ატარებ. იღვიძებ მეორე დღეს და იცი, რომ აღარასოდეს ითამაშებ ფეხბურთს. ეს დიდ იარას ტოვებს.

- კიდევ რით იყო გამორჩეული თქვენთვის 2014 წელი?

- ასევე ძალიან ემოციური იყო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში უნდა ვიყარო კენჭი. არ არის იოლი ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ეს არც ერთ დღეში ხდება. სანამ ოფიციალურად იტყვი ყველაფერს, ბევრს ფიქრობ...

- თქვენი გრაფიკი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი აღარ ხართ?

- ოჯახთან მეტ დროს ვატარებ, შაბათ-კვირას სხვადასხვა ქალაქში აღარ დავდივარ სათამაშოდ... აღარც ვარჯიშებია. ზოგჯერ ჩემი გოგონა კი ბრაზდება, შინ გვიან რომ ვბრუნდები, მაგრამ რას ვიზამთ... მომწონს კლუბში ყოფნა და მუშაობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1976-1981
კობი schneller...
mamulo
რედაქციას! ზედმეტმა პიარმა გადაყვარება იცის.არ შეიძლება ყოველდღე, თქვენ ვებ გვერდი კობიაშვილის პიარით იწყებოდეს.ხალხს ნუ უქმნით ზედმეტ იმედებს!!! სანამ ქვეყანის ეკონომიკა ფეხზე არ დადგება,მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება,მარტო სურვილი და ჯიგარი -საქმეს ვერ შველის--"ფული ,ბაბაია ფული,ბეევრი ფული"--აი ეს არის აუცილებელი ჯიგართან ერთად!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა