კრიშტიანო რონალდო: "ეს ოქროს ბურთის წინ კარგი ნიშანია"
კრიშტიანო რონალდო Globe Soccer Awards-ის გამარჯვებული გახდა, ის ამ ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ეს 29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის კიდევ ერთი აღიარებაა.

მადრიდის "რეალის" 29 წლის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დუბაიში დააჯილდოვეს, სადაც გუნდთან ერთად იმყოფებოდა "მილანთან" ამხანაგური მატჩის გასამართავად. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ის უპირველესი ფავორიტია "ოქროს ბურთის" მოპოვებაში, რომელიც მისთვის კარიერაში მესამე, ზედიზედ კი მეორე იქნება.

დაჯილდოვების ცერემონიალი დუბაის სასტუმრო "ატლანტისში" გაიმართა. ცერემონიალზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ "რეალის" თავკაცი კარლო ანჩელოტი და პორტუგალიელის კოლუმბიელი თანაგუნდელი ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი, იქვე იყო "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

წლეულს რონალდომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა სეზონში ლიგაში გატანილი გოლების მიხედვით და ლომის წილი დაიდო "რეალის" მიერ თასის მეათედ მოპოვებაში. წლეულსვე მან ლა ლიგაში 200-გოლიან ნიშნულს გადააბიჯა და ეს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა - 178 თამაში ეყო. ფორვარდმა წლეულს "ოქროს ბუციც" მოიპოვა, რომელიც ევროპის საუკეთესო გოლეადორს ერგება. პორტუგალიელი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ მისთვის 2015 წელი 2014-ზე უკეთესი იქნება.

რონალდოს კიდევ ერთი პრიზი გადაეცა - გაზეთ "მარკას" ფანების ფავორიტი ფეხბურთელი გახდა, ეს პრიზიც ამ ღონისძიების ეგიდით გადაეცა რონალდოს. წლის საუკეთესო საფეხბურთო აგენტი გახდა პორტუგალიელი ჟორჟე მენდეში. სპეციალური პრიზი საფეხბურთო კარიერისთვის გადაეცა "მილანის" ამჟამინდელ თავკაც ფილიპო ინძაგის. წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა არა გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი, არამედ, კარლო ანჩელოტი.

საუკეთესო კლუბი "რეალია", საუკეთესო პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. წლის ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელი ჯეიმს როდრიგესი. სპეციალური ჯილდო გადაეცა მადრიდის "ატლეტიკოს". წლის საუკეთესო რეფერი იტალიელი ნიკოლა რიცოლია.

Globe Soccer Awards-ის წინა წლების ფეხბურთელები არიან: კრიშტიანო რონალდო - 2011 წელი; რადამელ ფალკაო (ატლეტიკო) - 2012 და ფრანკ რიბერი (ბაიერნი) - 2013. წინა წლების საუკეთესო კლუბები იყვნენ: ბარსელონა (2011); ატლეტიკო (2012) და ბაიერნი (2013).

კრიშტიანო რონალდო: "იმედი მაქვს, რომ ეს კეთილი ნიშანია და შემდეგ პრიზი "ოქროს ბურთი" იქნება. თუმცა ამის გამო ძალიან არ ვღელავ, ხმები უკვე მიცემულია. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ დიდი შრომისთვის და თავდადებისთვის კიდევ ერთი პრიზი და აღიარება მხვდა წილად. მინდა მადლობა გადავუხადო "რეალის" ფეხბურთელებს, მწვრთნელს, ჩვენ ფანტასტიკური წელი გვქონდა - 4 ტიტული მოვიგეთ და მსოფლიოში საუკეთესოები ვართ. ამ პრიზის მოგება დიდი პატივია ჩემთვის და გუნდისთვისაც.

ზეწოლას არ ვგრძნობ, რადგან ყველაფერი ბუნებრივად ხდება. არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, ჩემი თამაში თავად უმტკიცებს ყველას ყველაფერს. ვაკეთებ ჩემ საყვარელს საქმეს, გამაქვს გოლები, ვეხმარები თანაგუნდელებს და "რეალს". "დესიმა" ყველაზე დიდებული მოვლენა იყო წელს, "რეალი" ხომ დიდ ხანს ელოდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას".

World Soccer-ის აღიარება

კიდევ ერთი აღიარება - კრიშტიანო რონალდო ავტორიტეტულმა გამოცემა World Soccer-მა ასევე წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ეს მისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. "რეალის" ფეხბურთელმა 928 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე მანუელ ნოიერი გავიდა 789 ქულით, მესამეზე - ლიონელ მესი (593 ქულა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა
ლა ლიგა. სტატისტიკა: რონალდო, მესი და სხვები
ჯეიმს როდრიგესმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" ზამთარში დატოვოს
მადრიდის "რეალი": 22-ე მოგება მსოფლიოს ჩემპიონობაა [VIDEO]
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ესპანეთი. ლა ლიგა XVIII ტური: მადრიდის "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მადრიდის "რეალი" I წრის ჩემპიონია
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
FIFA Ballon d'Or 2014: კრიშტიანო რონალდო სამგზის გამარჯვებულია [VIDEO+PHOTO]
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა