პარდიუ სახლში დაბრუნდა
როგორც მოსალოდნელი იყო, ალან პარდიუ "კრისტალ პალასის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ტექნიკური დეტალები, ალბათ, უფრო დაწვრილებით ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარდიუ, რომელიც სათამაშო კარიერისას ნახევარმცველი გახლდათ, 4 წელი თამაშობდა "არწივებში" და 1990 წელს ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ლივერპულთან" "თრილერში" (4:3) გატანილი გადამწყვეტი გოლითაც დაამახსოვრა თავი ქომაგებს. ამ ბურთმა მაშინ "კრისტალ პალასს" "უემბლის" საგზური მოუტანა. იგი ფანებში პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც დიდი ოვაციებით ეგებებიან მას.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ "კრისტალ პალასის" ახალი მწვრთნელი ვარ. ყველამ იცის ჩემი აქაური ისტორია, მაგრამ ახლა მთავარი ის არის, რომ გუნდი წინ წავწიოთ და ახალ საფეხურზე ავიდეთ. მჯერა, რომ თავმჯდომარის, სტივ პერიშის და მთელი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, შემიძლია კლუბს წინსვლაში დავეხმარო. ასევე, მაქვს იმედი, რომ რამდენიმე საჭირო ტრანსფერს განვახორციელებთ.

"ნიუკასლს" რაც შეეხება, ამ გუნდის თავკაცობა ჩემთვის პრივილეგია და პატივი იყო. დიდი მადლობა მაიკ ეშლის, რომელიც რთულ პერიოდში გვერდზე მედგა" - გვეუბნება პარდიუ.

პარდიუმ გუნდი დროებითი მწვრთნელისგან, კიტ მილენისგან გადაიბარა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაშვებულ ნილ უორნოკს ცვლიდა. "არწივები" პრემიერლიგაში გასავარდნ ზონაში არიან და 10 იანვარს "ტოტენჰემთან" საშინაო მატჩი ელოდებათ. "დეზებს" პარდიუმ ამ სეზონში უკვე მოუგო "ნიუკასლის" თავკაცის რანგში. თავის ყოფილ კლუბს იგი 11 თებერვალს გაეჯიბრება, როდესაც ჯორდები "სელჰარსტ პარკს" ესტუმრებიან.

კარვერი როლში შევიდა

"ნიუკასლ იუნაიტედის" დროებითი მთავარი მწვრთნელი ჯონ კარვერი ამბობს, რომ ამ პოსტზე დიდი ხნით დარჩენა სურს და უნდა, რომ "კაჭკაჭების" სრულფასოვანი თავკაცი გახდეს.

დანარჩენი ჯორდების მფლობელზე, მაიკ ეშლიზე იქნება დამოკიდებული. ჩვენთვის კი სასიხარულოა ის, რომ კანდიდატთა შორის სახელდება საქართველოს ნაკრების ექსდამრიგებელი და "ნიუკასლის" ყოფილი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია. თავიანთი კანდიდატურები უკვე გამორიცხეს "დერბის" მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა და "ჰალის" მესაჭემ, სტივ ბრიუსმა. რაც შეეხება 49 წლის კარვერს, იგი ადრე "სენტ ჯეიმს პარკზე" ბობი რობსონის ასისტენტად მუშაობდა.

"მზად ვარ, სცენაზე გამოვიდე და ჩემს კანდიდატურას სერიოზულად ვაყენებ. ამაზე ფეხბურთელებს უკვე ვისაუბრე და გასაჯაროებას ვერიდებოდი, მაგრამ აი, ახლა ვამბობ: მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა ძალიან მინდა" - თქვა კარვერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჩელსიმ" ლამაზი თამაშით მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა [VIDEO]
სტივ მაკლარენი "ცხვრებიდან" "კაჭკაჭებში"
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
"ნიუკასლის" არაბული მილიარდები იქოქება - მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ
"ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელმა გარდაცვლილი შვილის შეგინება ვერ მოითმინა [VIDEO]
ინგლისის ნაკრები: "სამი ლომი" ახალ მწვრთნელს ელის
"ნიუკასლ იუნაიტედი": ჯონ კარვერი მაინც გაუშვეს
ალან შირერი: "ნიუკასლში" ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
პოჩეტინომ "ნიუკასლს" პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი
ბანანის სროლა და შეურაცხყოფა - რა მოხდა ბულგარეთში საქართველოსთან მატჩამდე? - პარდიუ სასწრაფოდ წავიდა...
THE MAG: "ნიუკასლის" ფანების ფავორიტი თემურ ქეცბაია ისევ თავისუფალია
The Sun: ინგლისის ნაკრებს ალან პარდიუ გაწვრთნის
ინგლისის პრემიერლიგა: რა ხდება ფსკერზე
"ნიუკასლი" ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად სტივ მაკლარენი დაინიშნა
ბრიტანელი პოლიტიკოსები პრემიერს მიმართავენ: არ მიჰყიდო არაბებს "ნიუკასლი"!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა