"ჩელსი" დაგეშილია, "სიტი" კვლავ უფროვარდოდაა, ტურის ცენტრალური მატჩი კი ალბათ, "ოლდ ტრაფორდზეა"

"ლაითზე" ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე "მძიმე" გუნდი "სანდერლენდი", რომელიც მატჩების 50%-ზე მეტს ფრედ ასრულებს, გათამაშების ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო გუნდ "ლივერპულს" მასპინძლობს.

მერსისაიდელებს დაზავება არ უყვართ და ნაკლებად გამოსდით, ისინი ან იგებენ ან აგებენ. ბრენდან როჯერსს ამჯერადაც გამარჯვებაზე ეჭირება თვალი, მაგრამ რა გამოუვა ეს ძნელი სათქმელია.

"შავმა კატებმა" უკვე არაერთგზის დაამტკიცეს, რომ ბევრის გამწარება შეუძლიათ და წინა ტურში კინაღამ "სიტისაც" აართვეს ქულები.

აი, რაც შეეხება, "ლივერპულს" ამ გუნდმა "ენფილდზე" წყალწაღებულ "ლესტერთან" ვერ შეინარჩუნა 2:0, მაგრამ მერე თასზე იმარჯვა, ამ შეხვედრებში ჯამში გატანილი 4 გოლიდან 4-ივე სტივენ ჯერარდმა გაიტანა, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის და ახლა მისი თითოეული მატჩი პირადად კაპიტნისთვის და "ლივერპულის" გულშემატკივრებისთვისაც ორმაგად ძვირფასია.

"ტოტენჰემის" ჯავრი

"ჩელსის" "ნიუკასლთან" ბოლო 6 მატჩიდან 4 წაგებული აქვს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალან პარდიუს გარეშე დარჩენილი ჯორდების დამარცხება ახლა "ლურჯებისთვის" თავმოყვარეობის საკითხია.

გარდა ამისა, "ჩელსიმ" 2015 წელი წაგებით დაიწყო, თანაც 5 გოლი გაუშვა და "სიტის" დაწევის საშუალება მისცა. ასე რომ, ჟოზე მოურინიო თავის ბიჭებს ისე დაგეშავს, "ნიუკასლის" ადგილას ამჟამად ალბათ, არავის ენდომებოდა ყოფნა.

ვიტყოდით "სიტის" ძალიან რთული მატჩი ელოდება "გუდისონ პარკზეო" და ისიც ვიცით, რომ ზოგადად პრემიერლიგაში იოლი თამაშები არ არსებობს, მაგრამ "ევერტონის" ამჟამინდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ... ძნელი სათქმელია, რას უნდა ველოდოთ რობერტო მარტინესის გუნდისაგან.

სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ მანუელ პელეგრინის შეგირდები 3 ქულისთვის ითამაშებენ და "სიტი" ამჟამად ალბათ პრემიერლიგაში "ტოტენჰემთან" ერთად ყველაზე კარგ ხასიათზე და ფორმაში მყოფი კლუბია. და კიდევ ერთხელ - ეს იმის ფონზე, რომ მანჩესტერელებს თავდამსხმელები აკლიათ.

პარდიუ ახალ როლში

"ტოტენჰემი" ვახსენეთ და "ტოტენჰემი" იყოს... "დეზები" "კრისტალ პალასს" სტუმრობენ. სწორედ ამ გუნდის სათავეში მივიდა პარდიუ და "არწივები" მის ხელში ახალ ცხოვრებას იწყებენ.

ამ სეზონში პარდიუმ ერთხელ უკვე მოუგო მაურისიო პოჩეტინოს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამის მეორედ გაკეთებას, ქულები მას ნამდვილად სჭირდება, რადგან "პალასი" გასავარდნ ზონაშია. სულ სხვა მიზნებით, მაგრამ ასევე ესაჭიროება გამარჯვება სტუმარ გუნდს, "ტოტენჰემი" სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება მე-4 ადგილზე მყოფ "საუთჰემპტონს" და 3-ით მესამეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს", რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან...

სიტყვამ მოიტანა და ტურის ცენტრალური მატჩიც ალბათ სწორედ "ოლდ ტრაფორდზეა", სადაც "წითელ ეშმაკებს" "წმინდანები" შეეჭიდებიან.

ალბათ, გახსოვთ "სენტ მერიზე" გამართული თამაში, რომელშიდაც "საუთჰემპტონს" ძალიან არ გაუმართლა, თამაშის მიმდინარეობის მხრივ წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა. თუმცა ბოლო პერიოდში რონალდ კუმანმა გვიჩვენა, რომ მის სიმპათიურ კლუბს გრანდებთანაც შეუძლია ჭიდილი და ახლა ამის კიდევ ერთგზის დამტკიცებას თანამემამულის, ლუი ვან გაალის წინააღმდეგ შეეცდება.

ამ უკანასკნელს ნელ-ნელა უბრუნდებიან ტრავმირებულები, ხოლო ახლახან დაბრუნებულები ფორმაში შედიან. თუნდაც ანხელ დი მარიამ სათასო შეხვედრაში გაიტანა და პრემიერლიგაშიც ენდომება გოლის გემოს გახსენება.

მსაჯთა მტრების დუელი

სატურნირო კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და თან სანახაობრივად კარგ თამაშს ველოდებით უელსში. "ლიბერთი სტედიუმზე" გარი მონკის "სუონსის" სემ ალარდაისის "ვესტ ჰემი" სტუმრობს.

ამ ორ მწვრთნელს მიმდინარე სეზონში ის საერთო აქვს, რომ ისინი ალბათ ყველაზე ხშირად რჩებიან ხოლმე მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი.

საინტერესოა, ვინ როგორ გუნებაგანწყობილებაზე იქნება არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ.

ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება "ტარფ მურზე", სადაც შონ დაიჩის "ბარნლი" "ქუინზ პარკ რინჯერსთან" 3 ქულის მოპოვებას შეეცდება და თუ ამას შეძლებს, მეტოქესაც გადაასწრებს.

ჰარი რედნაპის გუნდს ჯერჯერობით ყველა საგარეო მატჩი წაგებული აქვს - ცხრიდან ცხრა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ქუინზ პარკის" მთავარმეგოლე ჩარლი ოსტინი "ლოფტუს როუდის" ბინადრებში სწორედ რომ "ბარნლიდან" გადავიდა და საინტერესოა, გაუტანს თუ არა თავის ექსგუნდს.

არსენის ვენდეტა

"სტოკი" და "არსენალი" პირველი წრის ეგიდით ერთურთს დეკემბრის დასაწყისში შეხვდნენ და ალბათ გახსოვთ, რომ სტოკელებმა "მეთოფეებს" პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს. მერე ორი ბურთი კი გაუშვეს და ქომაგები ანერვიულეს, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა მაინც მოიპოვეს და არსენ ვენგერს სატურნირო მდგომარეობაზე ზრუნვის გარდა, ვენდეტაც უნდა ამოძრავებდეს.

ბოლოს კი ბოლოადგილოსანზეც ვთქვათ ორი სიტყვა. "ლესტერმა" უკანასკნელ პერიოდში თითქოს ცოტა მოუმატა, მაგრამ თუ "მელიები" "ასტონ ვილას" დამარცხებას ვერ შეძლებენ, შესაძლოა, უკვე ისე ღრმად ჩაეფლან ჭაობში, რომ ამოსვლისთვის მერე ვეღარც იბრძოლონ.

ერთი სიტყვით, ნაიჯელ პირსონს ბირმინგემელების წინააღმდეგ ერთგვარი გადამწყვეტი ბრძოლა აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური

შაბათი. 10 იანვარი

სანდერლენდი-ლივერპული 16:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბრიდკატი, რევეიერი - ლალანა, ფლენეგანი, ჯოუნსი, ალენი, გ. ჯონსონი, სტარიჯი

ბოლო 6 მატჩი

+1 =3 -2 +2 =3 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 147 თამაში: +50 =32 -65 (211-242)

ბარნლი-ქპრ 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უარდი, ლონგი - იუნი, ტაარაბტი, ფორლენი

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +5 =1 -3 (12-8)

ჩელსი-ნიუკასლი 19:00

დისკვალიფიკაცია: - სისე

ტრავმა: - აბეიდი, ამეობი, აარონსი, ს. დე იონგი, ს. ტეილორი

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +2 =1 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 127 თამაში: +50 =34 -43 (183-165)

ევერტონი-სიტი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სტოუნსი, ატსუ, პიენაარი, ჰოვარდი - პოსო, ჯეკო, აგუერო, ნასტასიჩი

ბოლო 6 მატჩი

+1 =0 -5 +5 =1 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 163 თამაში: +61 =40 -62 (223-228)

ლესტერი-ასტონ ვილა 19:00

დისკვალიფიკაცია: - დელფი

ტრავმა: კინგი, შმეიხელი, ბაკაიოგო - ვლაარი, ბეიკერი, კოზაკი, სენდეროსი

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 77 თამაში: +31 =21 -25 (153-138)

სუონსი-ვესტ ჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: შელვი -

ტრავმა: მონტერო -

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +1 =2 -6 (8-16)

ვესტ ბრომვიჩი-ჰალი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პოკონიოლი, ანიჩებე - დოუსონი, დიამე, სნოდგრასი

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 +2 =1 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +0 =3 -2 (3-8)

კრ. პალასი-ტოტენჰემი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უილიამსი -

ბოლო 6 მატჩი

+0 =4 -2 +4 =2 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +5 =10 -14 (25-43)

კვირა. 11 იანვარი

არსენალი-სტოკი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უელბეკი, სანოგო, რემზი, დიაბი, გნაბრი, უილშირი - ბოიანი, დიონატანი, აირლენდი, მოუზესი, ოდემვინგი

ბოლო 6 მატჩი

+3 =1 -2 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 87 თამაში: +43 =20 -24 (134-82)

მანჩესტერი-საუთჰემპტონი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვალენსია, როხო, თორპი, ბლინდი - ჰესკეტი, კლაინი, კორკი, ჯეი როდრიგესი, მანე

ბოლო 6 მატჩი

+3 =3 -0 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 75 თამაში: +42 =18 -15 (138-87)

ბომბარდირები:

14 - სერხიო აგუერო (სიტი), დიეგო კოშტა (ჩელსი); 12 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 10 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 9 - ვილფრიდ ბონი (სუონსი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს