როდესაც "რომა" "ლაციოს" ეთამაშება, ხოლო "ნაპოლი" "იუვეს", სამართალდამცავებს განსაკუთრებული მობილიზება მართებთ...
იტალიური ფეხბურთის მოყვარულებს წინ გამორჩეული ტური ელოდებათ, რადგან ამ უქმეებზე სერია A-ს ეგიდით ორ დიდ მატჩს ვიხილავთ. "სტადიო ოლიმპიკოზე" რომაული დერბია, "სტადიო სან პაოლოზე" კი "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

გარდა იმისა, რომ ერთმანეთში პირველიდან მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდები ითამაშებენ, ერთმანეთის პირისპირ პრინციპული მეტოქეები წარსდგებიან.

როდესაც "რომა" "ლაციოს" ეთამაშება, ხოლო "ნაპოლი" "იუვეს", სამართალდამცავებს განსაკუთრებული მობილიზება მართებთ...

დერბი დე ლა კაპიტალე

რომაული დერბი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დაპირისპირებაა იტალიაში და ამად არის, რომ ბოლო წლებში, ეს მატჩი შუადღეს იმართება და არა გვიან საღამოს - საქმე იმაშია, რომ დღისით, მზისით, ულტრასების განეიტრალება და არეულობის თავიდან აცილება უფრო იოლია.

მით უმეტეს, მოახლოებულ დერბის დიდი სატურნირო ინტრიგა აქვს - "რომა" მეორე ადგილზეა და სკუდეტოსთვის იბრძვის, "ლაციოს" მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, გულშემატკივრები ამაღლებულ განწყობაზე არიან და სწორედ ასეთ დროს ტარდება ეს უპრინციპულესი ჯახი. "სტადიო ოლიმპიკოზე" დაცხება და როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, მთავარია, მშვიდობა იყოს. დიახ, როდესაც რომაულ დერბის დიდი სატურნირო ინტრიგა ახლავს, საფრთხე ერთი-ორად იმატებს და ეს იტალიაში ყველამ კარგად იცის.

"რომა" 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება და შეტევის წინა ხაზზე ადემ ლიაიჩს, ხუან იტურბეს და ფრანჩესკო ტოტის ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთ პროგნოზს აკეთებს "გაძეტა დელო სპორტი". შუახაზს მირალემ პიანიჩი, დანიელე დე როსი და რაჯა ნაინგოლანი გაამაგრებენ.

იგივე სქემას გამოიყენებს "ლაციოს" დამრიგებელი, შეტევაში კი ფილიპ ჯორჯევიჩს, ანტონიო კანდრევას და ფელიპე ანდერსონს გაამწესებს. ეს უკანასკნელი შესანიშნავად ათამაშდა და ბოლო შეხვედრებში "ლაციოს" ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. შუა ხაზს მარკო პაროლო, ლუკას ბილია და ოგენო ონაზი გაამაგრებენ.

ორივე მწვრთნელი ოპტიმისტურადაა განწყობილი, ტაქტიკა-სტრატეგიაც შემტევი აქვთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

იქ, სადაც "იუვე" ეზიზღებათ

"იუვენტუსი" ნეაპოლში ჩადის, ქალაქში, სადაც ეს გუნდი ოდითგან ეზიზღებათ. ეს ის ქალაქია, სადაც ტურინული გრანდის ავტობუსს აუცილებლად დაუშენენ კვერცხებს და პომიდორებს, ფეხბურთელებს კი "სტადიო სან პაოლოს" გასახდელში კარაბინიერები შეაცილებენ.

2014 წლის მიწურულს, "ნაპოლი" და "იუვენტუსი" იტალიის სუპერთასის პაექრობაში წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და მაშინ გამარჯვება რაფაელ ბენიტესის გუნდს დარჩა. შესაბამისად, ტურინელებს ვენდეტა აქვთ ასაღები, მაგრამ სად? - თვით ნეაპოლში, სადაც გამარჯვება წარმოუდგენლად რთულია.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ექსპერიმენტებს ორივე მწვრთნელი მოერიდება - ბენიტესი და მასიმილიანო ალეგრი ნაცად ტაქტიკას აირჩევენ: პირველი 4-2-3-1-ს, ხოლო მეორე 4-3-1-2-ს. "იუვეს" შეტევაში ისევ კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს ვიხილავთ.

აი, "ნაპოლიში" კი ერთი მეტად საინტერესო სიახლეა: ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ძირითად შემადგენლობაში მანოლო გაბიადინი გამოჩნდება. ბუნებრივია, წინა ხაზზე გონსალო იგუაინი გაირჯება, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.

მასიმილიანო ალეგრიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ნეაპოლში მხოლოდ მოსაგებად ჩადის. მწვრთნელმა "რომაზეც" გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა სულ უფრო დაძაბული ხდება და ამიტომ, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. რაფა ბენიტესის თქმით, მისი გუნდი კარგ ფორმაშია და გულშემატკივარს გამარჯვების იმედი უნდა ჰქონდეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, ბრიტოსი - გარგანო, დავიდ ლოპესი - კალეხონი, ჰამშიკი, გაბიადინი - იგუაინი

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - პირლო, პოგბა, მარკიზიო - ვიდალი - ტევესი, ლორენტე

ჩერჩი სახლში ბრუნდება

"მილანი" "ტორინოს" სტუმრობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალესიო ჩერჩი ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე ბრუნდება. როგორც თავად ჩერჩი ამბობს, "ტორო" მისი სახლია:

"ვიზეიმებ თუ არა "ტორინოს" კარში გატანილ გოლს? - როგორ უნდა ვიზეიმო, როდესაც "ტორინოს" ლოგო სხეულზე მაქვს გამოსახული? - მართალია, "მილანის" ფეხბურთელი ვარ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ "ტოროს" ჩემ გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია".

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი მილანში გაიმართება, სადაც "ინტერი" "ჯენოას’ უმასპინძლებს. ორივე გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძვის და წესით, კარგი ჯახი უნდა გამოვიდეს.

ლუკას პოდოლსკი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს.

იტალია. სერია A. XVIII ტური

შაბათი. 10 იანვარი

სასუოლო-უდინეზე 21.00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პეგოლო, მანფრედინი, ტაიდერი, ვრსალკო, პელუზო - მურიელი, ბადუ, ვაგუე, ევანჯელისტა, საპატა

ბოლო 6 შეხვედრა

3-2-1 1-2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +0=0-2, (1-3)

ტორინო-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჟილე, მაზიელო, ელ ქადური - ვან გინკელი, მექსე, ბონერა, ჰონდა

ბოლო 6 შეხვედრა

1-3-2 2-2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +1=10-12, (15-41)

კვირა. 11 იანვარი

ინტერი-ჯენოა 15.30

დისკვალიფიკაცია: კოვაჩიჩი, რანოკია, ჟუანი - პეროტი, რონკალია

ტრავმა: ნაგატომო - მარკეზე

ბოლო 6 შეხვედრა

1-3-2 2-2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +12=5-4, (39-20)

ატალანტა-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: ბენალუანი - ბოტა, ჰეტემაი

ტრავმა: კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი - გამბერინი, რადოვანოვიჩი

ბოლო 6 შეხვედრა

1-3-2 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +7=8-9, (24-26)

კალიარი-ჩეზენა 18.00

დისკვალიფიკაცია: კონტი, ფარიასი (კალიარი)

ტრავმა: საუ, იბარბო - მარილუნგო, რენძეტი, ტაბანელი

ბოლო 6 შეხვედრა

0-2-4 0-2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +1=1-2, (4-4)

ფიორენტინა-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: სავიჩი, გონსალო (ფიორენტინა)

ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი - დაპრელა

ბოლო 6 შეხვედრა

3-2-1 3-3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +8=3-9, (21-24)

ვერონა-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: ალფრედსონი, კამპანიარო (ვერონა)

ტრავმა: იონიცა, ობადი, იანკოვიჩი, გომესი, როდრიგესი - ბიაბიანი, კოდა, გეზალი, ხორკერა, ასკუა, ბელფოდილი

ბოლო 6 შეხვედრა

1-1-4 1-1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 თამაში: +5=1-5, (15-18)

რომა-ლაციო 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უჩანი, ჟერვინიო, კეიტა, ბალცარეტი, კასტანი, სანაბრია - ედერსონი, გონსალესი, სიანი, ბრაავჰეიდი, ჯენტილეტი, ლულიჩი

ბოლო 6 შეხვედრა

4-2-0 3-2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 44 თამაში: +16=14-14, (61-52)

სამპდორია-ემპოლი 18.00

დისკვალიფიკაცია: ტონელი (ემპოლი)

ტრავმა: დე სილვესტრი, მესბა - გუარენტე

ბოლო 6 შეხვედრა

1-4-1 1-5-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +10=3-9, (22-28)

ნაპოლი-იუვენტუსი 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე, გულამი - ბარცალი, ასამოა, რომულო

ბოლო 6 შეხვედრა

2-3-1 3-3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +9=9-16, (38-52)

ბომბარდირები:

11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 9 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო); 8 - ჟერემი მენეზი (მილანი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

DEL PIERO 10
ფორცა იუვეეეეეეეეეეე! 33 სკუდეტოოოოო!
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია