თბილისის ჭადრაკის სასახლეში 10 იანვარს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 72-ე და ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატები დაიწყო
ფოტოზე: ალექსანდრა ვახანია (მარცხნივ) და ბელა ხოტენაშვილი

თბილისის ჭადრაკის სასახლეში 10 იანვარს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 72-ე და ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატები დაიწყო, რომლებშიც 10 მანდილოსანი წრიული სისტემით და 16 მამაკაცი ნოკაუტ-სისტემით იბრძვის მედლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებაში საპატიო მიზეზით არ მონაწილეობენ ნანა ძაგნიძე და ბაადურ ჯობავა.

ქალთა პირველ ტურში წილისყრამ ერთმანეთს შეახვედრა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი და ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ბელა ხოტენაშვილი. დაძაბული პაექრობა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის დებიუტანტმა მერი ჟორჟოლიანმა ალექსანდრა ვახანიას მოუგო, რომელსაც მე-6 წელიწადია, უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია.

დაზავდნენ: ნინო ხურციძე-სალომე მელია, მერი არაბიძე-ნინო ბაციაშვილი, ანა კუჭავა-სოფიო გვეტაძე.

11 იანვარს მეორე ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. გათამაშების ცხრილში მეორე ქულა ჩაიწერა ხოტენაშვილმა, რომელმაც შავი ფიგურებით ვახანიას აჯობა. ჯავახიშვილმა ხურციძეს 36-ე სვლაზე გააჩერებინა საათი. ევროპის ორგზის პრიზიორმა მელიამ, ასევე, შავებით გვეტაძე დაამარცხა.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ნინო ბაციაშვილი-მერი ჟორჟოლიანი 1:0, ანა კუჭავა-მერი არაბიძე 0:1.

ორი ტურის შემდეგ: ხოტენაშვილი-2, მელია, ბაციაშვილი, არაბიძე-1,5-1,5, ჯავახიშვილი, ჟორჟოლიანი-1-1, ხურციძე, გვეტაძე, კუჭავა-0,5:0,5, ვახანია-0 ქულა.

12 იანვარს, მესამე ტურში ითამაშებენ: არაბიძე-გვეტაძე, ჟორჟოლიანი-კუჭავა, ხოტენაშვილი-ბაციაშვილი, ხურციძე-ვახანია, მელია-ჯავახიშვილი.

ვაჟთა ჩემპიონატში 11 იანვარს შვიდი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. აქ მოჭადრაკეები ორ-ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს. მერვედფინალის პირველ ტურში ასპარეზობის რეიტინგფავორიტი მიხეილ მჭედლიშვილი შეჯიბრების მონაწილეთაგან ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ზვიად ფაციას დაუზავდა, რაც ტურის მოულოდნელობა იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრმა მჭედლიშვილმა გუშინ მე-2 ტურში 25-ე სვლაზე აჯობა მეტოქეს, მინი-მატჩი 1,5:0,5 მოიგო და მეოთხედფინალის საგზურიც პირველმა მოიპოვა.

სენსაცია კი საქართველოს ვაჟთა გუნდის წევრის - კონსტანტინე შანავას წაგება იყო: პირველ ტურში მას დავით ბენიძემ შავი ფიგურებით გააჩერებინა საათი, 11 იანვარს კი მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ და მომდევნო ეტაპზე ბენიძე გავიდა.

გიგა ყუფარაძემ პირველი შეხვედრა თეთრებით მოუგო დავით მაღალაშვილს, გუშინ კი შავებით თავად დანებდა. ამდენად, აქ ანგარიში გათანაბრდა - 1:1. გამარჯვებულის ვინაობას დღეს ორი 15-წუთიანი პარტია გაარკვევს. თუ ეს შეხვედრაც ფრედ დამთავრდება, მაშინ მეტოქეები ორ ხუთ-ხუთწუთიან პარტიას ითამაშებენ.

დანარჩენი ორთაბრძოლები: ლევან ფანცულაია-ბაჩანა მორჩიაშვილი 2:0, დავით ჯოჯუა-ნიკოლოზ ჩხაიძე 1,5:0,5, მერაბ გაგუნაშვილი-ივერი ჭიღლაძე 1,5:0,5, ლუკა პაიჭაძე-გიორგი სიბაშვილი 1:0, თორნიკე სანიკიძე-შოთა აზალაძე 1,5:0,5.

ამდენად, მეოთხედფინალში ითამაშებენ: მჭედლიშვილი-სანიკიძე, გაგუნაშვილი-პაიჭაძე, ჯოჯუა-ყუფარაძე-მაღალაშვილს შორის გამარჯვებული, ფანცულაია-ბენიძე. როგორც აღვნიშნეთ, ყუფარაძე-მაღალაშვილს შორის უძლიერესს ტაიბრეიკები დღეს გამოავლენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
120 ათასი დოლარი მოგებულს - თბილისი მსოფლიოს ელიტას მასპინძლობს
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
ᓥᓐᓠᓗᓕᓔლᓔᓑᓘ ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝ ᓡᓐᓭᓐᓓᓠᓐᓙᓝ ᓝლᓘᓛᓞᓘᓐᓓᓐᓖᓔ ᓘᓐᓡᓞᓐᓠᓔᓖᓔᓑᓔᓜ
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ბაქოს საჭადრაკო ფესტივალში შვიდი ქართველი მონაწილეობს
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ᓒᓘᓐ გᓘᓝᓠᓒᓐძᓔ: ᓛიზᓐᓜᓘ ᓣᓪᓕᓚᓔᓚᓘა, ᓥᓐᓚᓔბᓘსგᓐᓜ მᓔᓓᓚᓔბᓡ ᓕᓔლᓘᓗ
ბაქოს საერთაშორისო ტურნირში ქართველთაგან კონსტანტინე შანავა გამოირჩა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა