ჯეიმსმა მწვრთნელიც არ დაინდო
"ინდიანასთვის" არაფერი მოასწავებდა ცუდს "მინესოტასთან" გუშინდელი მატჩის დროს. "პეისერსი" ეთამაშებოდა გუნდს, რომელსაც ზედიზედ 15 მატჩი ჰქონდა წაგებული. კიდევ სამი მარცხი და "მინესოტა" ახალ საკლუბო ანტირეკორდს დაამყარებდა.

ყველაფერი თითქოს "ვულვზის" წაგებისკენ მიდიოდა. მასპინძლები მატჩის დიდი ნაწილი ლიდერობდნენ, თუმცა მათი უპირატესობა ერთხელაც არ ასულა რვა ქულაზე მაღლა. მაგრამ "ინდიანას" ყოველ გააქტიურებასა თუ გაქცევას "მგლები" მო უილიამსის მეშვეობით პასუხობდნენ.

ვინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ 32 წლის მცველი უნდა გამხდარიყო გუშინდელი მატჩისა და სათამაშო დღეს გმირი. ის "მინესოტაში" საიმედო ვეტერანის სტატუსით აიყვანეს, რომელსაც უნდა დაებალანსებინა ახალგაზრდებით სავსე შემადგენლობა.

მაგრამ რიკი რუბიოს ტრავმის შემდეგ უილიამსს დიდი ტვირთი დააწვა კისერზე და ვერ ვიტყვით, რომ გუშინდელ დღემდე ეს განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა: საშუალოდ 11.0 ქულა 26.4 წუთში და 40 პროცენტზე დაბალი რეალიზაცია.

"ინდიანასთან" მატჩში უილიამსმა 33-დან 19 ტყორცნა გამოიყენა, მათ შორის, 10-დან ექვსი სამქულიანი. სწორედ ის და 2014 წლის დრაფტის პირველი ნომერი ენდრიუ უიგინსი გახდნენ "მინესოტას" გადამწყვეტი გაქცევის ინიციატორები მეოთხე მეოთხედში.

ასე რომ, "მგლებმა" პირველ გამარჯვებას მიაღწიეს 10 დეკემბრის შემდეგ, უილიამსმა კი მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა მოპოვებული ქულების რაოდენობით. მან გაუსწრო პაუ გასოლსა და კარმელო ენტონის, რომლებმაც 46-46 ქულა მიითვალეს.

ინდიანა-მინესოტა 101:110

21:25, 31:21, 23:23, 26:41

ი: მაილზი (22), უოტსონი (17+5 პასი), სტაკი (13), უესტი (12+6 მოხსნა), სკოლა (11+6 მოხსნა), ჰიბერტი (10+8 მოხსნა).

მ: უილიამსი (52+7 პასი), უიგინსი (20), იანგი (11+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), დიენგი (10+10 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა).

"ვაშინგტონმა" ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა "სან ანტონიო". ეს შესაძლებელი გახდა ბოლო მეოთხედში კევინ სერაფინის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, რამაც არ მისცა ჩემპიონს 11-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილების საშუალება. სარეზერვო ფორვარდმა 11 ქულა დააგროვა და შვიდიდან ხუთი ბურთი ჩააგდო.

ვაშინგტონი-სან ანტონიო 101:93

31:24, 20:24, 24:24, 26:21

ვ: უოლი (25+8 პასი), სერაფინი (17+8 მოხსნა), პირსი (13), ბილი (13), ჰემფრიზი (10+8 მოხსნა), გორტატი (7+11 მოხსნა), ნენე (7+10 პასი).

ს-ა: პარკერი (14), მილზი (12), დანკანი (11+12 მოხსნა), გრინი (10), სპლიტერი (10).

გუშინდელი სათამაშო დღის კიდევ ერთი მთავარი მოვლენა გახდა ლებრონ ჯეიმსის დაბრუნება, თუმცა ის ვერ დაეხმარა "კლივლენდს" წაგებათა სერიის შეწყვეტაში. უფრო მეტიც, "კავალიერზის" მოგება/წაგების ბალანსი 50 პროცენტზე დაბლა დავიდა, რაც ლებრონის გუნდებს არ ჰქონიათ ვარსკვლავური კალათბურთის სადებიუტო წლის შემდეგ.

დევიდ ბლატმა მესამე მეოთხედში სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა, როცა "დაბალი" ხუთეული გამოიყვანა მოედანზე. დროის ამ მონაკვეთში გაიბრწყინა "კლივლენდის" დებიუტანტმა სმიტმა, რომელმაც ექვსიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო და 15 ქულა აიღო. შედეგად, სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და წინ გასვლაც შეძლეს. ამის შემდეგ ქულა-ქულაში თამაში წავიდა. ბოლო მეოთხედში ლიდერი რვაჯერ შეიცვალა, მატჩის ბედი კი სტუმრების შეცდომებმა გადაწყვიტა.

თავდაპირველად, ჯეიმსმა და ირვინგმა ორჯერ ზედიზედ დაკარგეს ბურთი, ბოლოს, სირენამდე 26 წამით ადრე, სამქულიანი ჩამორჩენისას ვერ შეძლეს საკუთარ ფარზე ბურთის მოხსნა მარკიფ მორისის აცილების შემდეგ.

ფინიქსი-კლივლენდი 107:100

31:24, 28:27, 26:28, 22:21

ფ: მარკიფ მორისი (35+7 მოხსნა), დრაგიჩი (18), ბლედსოუ (12+7 მოხსნა+6 პასი), ტაკერი (10).

კ: ჯეიმსი (33+7 მოხსნა+5 პასი), სმიტი (29+4 ჩაჭრა), ტომპსონი (10+6 მოხსნა), მერიონი (6+11 მოხსნა).

"ლეიკერსმა" საშინელი მატჩი ჩაატარა - საკუთარი ტყორცნების მესამედზე ნაკლები მოათავსა კალათში, მაგრამ მაინც შეეძლო მოგება. კალიფორნიელთა "მთავარი სნაიპერები" გახდნენ: კობი ბრაიანტი (3/19), უესლი ჯონსონი (3/13) და ნიკ იანგი (2/11). "ჰიტის" რიგებში თითქმის ანალოგიური მაჩვენებლები ჰქონდათ ბოშსა (4/17) და დენგს (4/13), დუეინ უეიდმა კი მეორე მეოთხედის დროს დატოვა მოედანი ტრავმის გამო.

მატჩის ბოლო სამ წუთში "ლეიკერსი" სამჯერ მიუახლოვდა "მაიამის" ორი ქულის მანძილზე, მაგრამ ფლორიდელებს ყოველ ჯერზე ჩელმერსი შველოდა. გამთამაშებლის ანგარიშზეა ორი ფარქვეშ შესვლა და ერთი შედეგანი პასი. კობიმ ოდნავ დაძაბა სიტუაცია, როცა 31 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა ქულის აღება ვერ შეძლეს.

ლეიკერსი-მაიამი 75:78

12:22, 22:22, 19:17, 22:17

ლ: დევისი (12+8 მოხსნა), ჰილი (12+6 მოხსნა), ბრაიანტი (12+7 პასი+6 მოხსნა).

მ: ჩელმერსი (19+8 პასი), უაიტსაიდი (15+9 მოხსნა+5 დაფარება), ანდერსონი (12+8 მოხსნა+3 დაფარება).

ფილადელფია-ატლანტა 87:105

20:25, 17:24, 18:25, 32:31

ფ: კარტერ-უილიამსი (20+9 მოხსნა), მაკდანიელსი (14), გრანტი (13), როუტენი (10).

ა: ჰორფორდი (21+10 მოხსნა+10 პასი), ბეიზმორი (17), კორვერი (15), შრედერი (13+6 პასი), მეკი (12+10 პასი).

იუტა-გ. სტეიტი 105:116

26:25, 27:28, 27:44, 25:19

ი: ფეივორსი (17+8 მოხსნა), ჰეივორდი (17), გობერი (16+11 მოხსნა+3 დაფარება), ბერკი (15+5 პასი), კანტერი (13+10 მოხსნა), ინგლზი (12).

გ-ს: კარი (27+11 პასი), გრინი (15), ბარნსი (12), ტომპსონი (12), ლი (10+8 მოხსნა), სპეიტსი (10).

საკრამენტო-დალასი 104:108 (ო)

33:29, 30:31, 20:20, 16:19, 5:9

ს: კაზინსი (32+16 მოხსნა+9 პასი), კოლისონი (18+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლენდრი (14+10 მოხსნა), უილიამსი (12+10 არლქრპრვ).

დ: ელისი (28+10 პასი), რონდო (21+7 პასი+4 ჩაჭრა), ჩენდლერი (16+17 მოხსნა), ნოვიცკი (15), პარსონსი (13+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა