გააკეთებს არსენ ვენგერი ჟოზე მოურინიოს საქმეს?
ფოტოზე: სერხიო აგუერო თუ ალექსის სანჩესი, რომელი სჯობს?

"მანჩესტერ სიტი" ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ერთ ქულაშია. ამაზი დიდი ინტრიგა ძნელი საპოვნელია და "ეტიჰადზე" მართლაც რომ კარგ თამაშს ველოდებით - სანახაობრივს და უხვგოლიანს.

"მეთოფეებს" ბოლო 12 მატჩიდან 9 მოგებული აქვთ (1 ფრე, 2 წაგება), ხოლო "სიტის" კიდევ უფრო კარგი სტატისტიკა აქვს - უკანასკნელი 14 შეხვედრიდან 11 მოგება და 3 ფრე.

თუმცა უშუალოდ ურთიერთშეხვედრებში მანჩესტერელებს 3 დუელია "მეთოფეები" არ დაუმარცხებიათ და წინა ტურში "ევერტონთან" ვერმოგებასაც თუ დავურთავთ, ადვილი მისახვედრი გახდება, რომ "ქალაქელების" ფანები მხოლოდ მოგებით თუ დაკმაყოფილდებიან და ფეხბურთელებს გამარჯვებას მოთხოვენ.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ ტურში მანუელ პელეგრინის გუნდს მთავარ კონკურენტთან "ჩელსისთან" ელოდება დაპირისპირება, თანაც "სტემფორდ ბრიჯზე" და იმ დროისთვის "ქალაქლებს" სურთ და მართებთ ლონდონელბთან რაც შეიძლება, ახლოს ყოფნა, იდეალურ შემთხვევაში კი მათზე წინ, რაც იმ შემთხვევაში მოხდება თუ "ჩელსი" "სუონსისთან" წააგებს.

შანსი ნაკლებია, მაგრამ "ლიბერთი სთედიუმზე" თამაში ყველას უჭირს და თანაც უკანასკნელ პერიოდში "ლურჯების" თამაში არც ისე დამაჯერებელია. თუმცა სანამ ამ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, ისევ "ეტიჰადზე" დავბრუნდეთ...

სწორედ "სუონსიდან" იყიდა "სიტიმ" უილფრიდ ბონი, მაგრამ ეს მშვენიერი ფორვარდი 2-3 კვირა გუნდს ვერ შეუერთდება, სანამ ნაკრებთან ერთად იქნება. სამაგიეროდ, დაბრუნდა სერხიო აგუერო და არგენტინელი ძირითადში თუ არ იქნება, ალბათ სულ ცოტა უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს, ვიდრე "ევერტონთან".

არსენ ვენგერს კი კვლავ პრობლემები აქვს, განსაკუთრებითკი დაცვაში. კვლავაც დაშავდა მატიე დებიუში, ფეხს იტკიებს კირან გიბსიც. აი, კალუმ ჩემბერსმა კი წესით, უნდა ითამაშოს.

მატჩამდე პელეგრინიმ თავის თანამემამულეს ალექსის სანჩესს კომპლიმენტები უძღვნა. იგი ამჟამად პრემიერლიგაში საუკეთესო ფეხბურთელიაო. 12 გოლით სანჩესი "მეთოფეების" მთავარი მეგოლეა და ბომბარდირთა დავის სათავეში მყოფ დიეგო კოშტას 3 ბურთით ჩამორჩება.

"ალექსისს ვაკვირდები და ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება, შემართულია და თანაც კიდევ უფრო შეუძლია მომატება. ძალიან მახარებს მისი წარმატება, იგი ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელია ინგლისში. მისი პროგრესიც სახეზეა. ჰქონდა გარკვეული რთული პერიოდი, როდესაც აკრიტიკებდნენ და მეტ გოლს სთხოვდნენ. ახლა კი გარდაიქმნა, მოუმატა და ისევ ბევრი გააქვს" - აღნიშნა პელეგრინიმ, რომელმაც ამით თან საკუთარი მცველებიც გააფრთხილა, ყურადღებით უნდა ვიყოთო.

ლიდერი გედებთან

"ჩელსი" წინა დღით ეწვევა "სუონსის" და ჟოზე მოურინიო შეეცდება, რომ გარკვეულ კრიზისზე მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვას.

ფაქტია, ლონდონელებს გასვლებზე უჭირთ და სტატისტიკისა თუ ხასიათის გამოსწორებისთვის "თეთრ გედებთან" სტუმრად მოგებაზე უკეთესი ბევრი ვარიანტი არ არის. პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელსაც საბრძოლო შემადგენლობა ჰყავს, მასპინძლების მხრიდან ბაფეტიმბი გომისს უნდა უფრთხოდეს, ვინც სუონსელების მთავარი დამრტყმელი ძალა ხდება და ყოველმხრივ შემართული იქნება.

"ჩელსის" ზედიზედ 4-ჯერ ჰყავს უელსელები დამარცხებული და პრემიერლიგაში "სუონსისთან" არც ერთი თამაში არ წაუგია. სამაგიეროდ, გავუხსენებთ ერთ სათასო მარცხს 2013 წელს "სტემფორდ ბრიჯზე".

"ნიუკასლიც"?

მესამედაგილოსანი "საუთჰემპტონი" "სენტ ჯეიმს პარკზე" ჩადის, სადაც "წმინდანებს" არეულობასა და დროებითი მთავარი მწვრთნელის ხელში მყოფი "ნიუკასლი" დაუხვდებათ. ჯორდებს ბოლო 8 შეხვედრაში მარტო ერთი მოგება აქვთ.

"საუთჰემპტონს" კი უკვე 6 თამაშია, არ წაუგია. მიჯრით განცდილი მარცხების შემდეგ, რონალდ კუმანის გუნდმა ფრედ ითამაშა "ჩელსისთან", მოუგო "არსენალს" და წინა ტურში "ოლდ ტრაფორდზე" აჯობა "მანჩესტერ იუნაიტედს".

ასე რომ, "წმინდანები" ბევრმა ნაადრევად ჩამოწერა, როგორც დავინახეთ, მათ გრანდებთან და ძლიერ გუნდებთანაც შეუძლიათ ჭიდილი და სადაც 21 ტურის მერე მე-3 პოზიციაზე არიან, ვინ იცის კიდევ რამდენი სიურპრიზი შემოგვთავაზონ.

ასეა თუ ისე, მატჩი საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს და "კაჭკაჭები" ადვილად არაფერს დათმობენ, "საუთჰემპტონს" ნიუკასლში 1997 წლის მერე არ მოუგია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ქუინზ პარკ რეინჯერსს" თავისი 19-ივე ქულა საკუთარ კედლებში აქვს მოპოვებული, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ სეზონში გასვლაზე ჩატარებული 10 თამაშიდან მარტო ორში იმარჯვა, "წითელ ეშმაკებს" "ლოფტუს როუდზე" რთული შეხვედრა უნდა ჰქონდეთ მუხედავად იმისა, რომ ისინი მე-4 საფეხბურზე არიან, ხოლო ქპრ ბოლოსწინაზეა.

ქულები ჰარი რედნაპსაც ძალიან სჭირდება, რომლსაც მოხსნა ემუქრება და ლუი ვან გაალსაც, რომლის გარშემოც ისევ კრიტიკის ქარცეცხლია.

ლივერპულის იმედები

"ტოტენჰემს" წინა ტურში ბრწყინვალე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა და ახლა მანუელ პელეგრინიმ და მისმა ბიჭებმა "სანდერლენდთან" საშინაო პაექრობაში უნდა დაამტკიცონ, რომ ყველაფერი რიგზეა. ხასიათი მათ მშვენივრად გამოისწორეს და კარგი განწყობა ასოციაციის თასზე "ბარნლისთან" მოგებული გადათამაშებით.

არადა, მეორე შემადგენლობით მოთამაშე "დეზები" ასევე გადახალისებული შემადგენლობით მყოფ "ბარნლისთან" 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში 4:2 იძალეს. რობერტო სოლდადო ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა, ხოლო ბრაზილიელი პაულინიო ორი საგოლე პასით და გოლით. "სანდერლენდს" აუტსაიდერი კი ეთქმის, მაგრამ უკანასკნელ 11 გუნდს შორის ყველაზე ცოტა წაგება აქვს, მაგრამ ვთქვათ ისიც, რომ "შავმა კატებმა" ჩემპიონატში ყველაზე ცოტა მატჩში იმარჯვეს, მხოლოდ 3-ში.

ბრენდან როჯერსი ამბობდა კიდეც, მეორე წრე ბევრად უკეთ უნდა ჩავატაროთ და თავისუფლად შეიძლება მალე ოთხეულში აღმოვჩნდეთ, ჯერ დაკარგული არაფერიაო. ორი ტურის წინ მერსისაიდელებს ბოლოადგილოსან "ლესტერთან" "ენფილდზე" ორბურთიანი უპირატესობა რომ შეენარჩუნებინათ ახლა ოთხეულთან სხვაობა მხოლდო 3 ქულა იქნებოდა, მაგრამ არც ხუთია კატასტროფა და უბრალოდ, როჯერსის კლუბმა წარმატებულად თამაში უნდა გააგრძელოს.

ამისათვის ლივერპულელებმა ბირმინგემში უნდა მოუგონ "ასტონ ვილას". პოლ ლამბერტის გუნდს ისევ კრიზისი აქვს, პრემიერლიგაში უკვე 6 თამაშია არ უმარჯვია და ამ შეხვედრებში მხოლოდ 1 ბურთი შეაგდო. მთლიანობაში 21 მატჩში გატანილი 11 გოლი არნახულად ცოტაა.

მეორე მერსისაიდული გუნდი "ევერტონი" ტურს ორშაბათს "გუდისონ პარკზე" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" ჭიდილით დაასრულებს.

ორ-ორი სიტყვა ვთქვათ იმაზეც, რომ "ვესტ ჰემი" ოთხმატჩიანი მოუგებელი მონაკვეთისთვის წერტილის დასმას საკუთარ "ბოლეინ გრაუდზე" გასაჭირში მყოფ "ჰალთან" შეეცდება, ხოლო "ლესტერი"-"სტოკისა" და "ბარნლი"-"კრისტალ პალასის" დაპირისპირებები ცხრილის ქვედა ნაწილს თუ დახედავთ, მიხვდებით კიდეც, რამდენად მნიშვნელოვანია.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXII ტური

შაბათი. 17 იანვარი

ასტონ ვილა-ლივერპული 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვლაარი, კოზაკი, სენდეროსი - ლალანა, ფლენეგანი, ჯოუნსი, ალენი, სუსო

ბოლო 6 მატჩი

+0 =3 -3 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 177 თამაში: +55 =39 -83 (251-306)

ბარნლი-კრ.პალასი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უარდი, ლონგი - სანოგო, უილიამსი

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +1 =3 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +4 =1 -0 (10-4)

ლესტერი-სტოკი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კამბიასო, აპსონი, შლუპი. ბაკაიოგო - დიონატანი, ოდემვინგი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +13 =12 -14 (45-48)

ქპრ-მანჩესტერი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სუკი, ფორლინი - ევანსი

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 +2 =3 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 43 თამაში: +6 =10 -27 (42-80)

სუონსი-ჩელსი 19:00

დისკვალიფიკაცია: შელვი -

ტრავმა: მონტერო -

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +0 =2 -5 (5-14)

ტოტენჰემი-სანდერლენდი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მეისონი, ლამელა - კატერმოლი

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 101 თამაში: +39 =28 -34 (138-133)

ნიუკასლი-საუთჰემპტონი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: აბეიდი, აარონსი, ობერტანი, ს. ტეილორი, ს. დე იონგი - ჰესკეტი, ჯეი როდრიგესი, ალდერვეირელდი, მანე

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 55 თამაში: +21 =14 -20 (83-79)

კვირა. 18 იანვარი

ვესტ ჰემი-ჰალი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დ. სახო - ალუკო, ლენიჰანი, დიამე, რამირესი, რობერტსონი, იელავიჩი, ერნანდესი, როსენიორი, სნოდგრასი

ბოლო 6 მატჩი

+1 =3 -2 +2 =0 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +3 =2 -2 (12-8)

სიტი-არსენალი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - უელბეკი, დიაბი, გნაბრი, უილშირი

ბოლო 6 მატჩი

+4 =2 -0 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 159 თამაში: +38 =40 -81 (177-269)

ორშაბათი. 19 იანვარი

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დისტენი, პიენაარი, ჰოვარდი -

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +2 =1 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 147 თამაში: +59 =34 -54 (240-238)

ბომბარდირები:

15 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ) 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 9 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), უილფრიდ ბონი (სუონსი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს