ამ დღეს დაიბადა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფრანსუა პინარი, რომელმაც გუნდთან ერთად 1995 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა

1967 წელი

ამ დღეს დაიბადა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფრანსუა პინარი.

შერკინების მესამეხაზელმა "ბოკეს" შემადგენლობაში 29 კეპი მოიხვეჭა. მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1995 წლის მსოფლიო თასის მოგება იყო. მაშინ სამხრეთ აფრიკაში გამართულ შეჯიბრებაში "ბოკემ" ფინალში ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხა 15:12.

"ვებ ელისის" სახელობის მსოფლიოს თასი პინარს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ გადასცა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო ლამის მსოფლიოს სპორტის ხატად გადაიქცა.

პინარმა კარიერა "ტრანსვაალში" დაიწყო და ამ გუნდთან ერთად "ქარის თასს" ათჯერ დაეუფლა. მისი სანაკრებო კარიერა კი სამარცხვონოდ დასრულდა. 1996 წელს "ბოკეს" მწვრთნელმა ანდრე მარკგრაფმა პინარს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. ამის შემდეგ ფრანსუა ინგლისში გადაბარგდა და რაგბის თამაში იქაურ "სარასენზში" 2000 წელს დაასრულა.

1892 წელი

ინგლისის ნაკრებმა სეზონი წარმატებით დაიწყო. ბლეკხიტში "პომებმა" უელსის ნაკრები მშრალი ანგარიშით 17:0 დაამარცხეს.

1911 წელი

საფრანგეთის ნაკრებმა საერთაშორისო მატჩშებში პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ლე ბლემ" პარიზში მინიმალური სხვაობით – 16:15 დაამარცხა შოტლანდიის ეროვნული გუნდი.

1932 წელი

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს "თვიქნემზე" 7:0 მოუგო. მატჩში ერთადერთი ლელო გარი ბრენდმა გაიტანა.

1941 წელი

გერმანელების მიერ დაბომბილ კარდიფში საგრძნობლად დაზიანდა უელსელთა მთავარი სარაგბო არენა "არმს პარკი".

1982 წელი

ინგლისის ნაკრებმა ერიკ როუსა და ბილ ბეომონტის ბრწყინვალე თამაშის წყალობით "თვიქნემზე" ავსტრალიის ეროვნულ გუნდს პირველი ტაიმი 15:11 მოუგო. თუმცა "ვოლაბებმა", ფლანკერ ნიკ ჯივონსის ლელოთი და ფულბეკ მარკუს როუზის სამი საჯარიმოთი, მასპინძლებს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცეს. მარცხის მიუხედავად, "პომების" მწვრთნელთა შტაბი თამაშის ხარისხით კმაყოფილი იყო.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა