ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გელა ინალიშვილი: ზუგდიდში ევროპული დონის თანამედროვე სტადიონი აშენდება

გელა ინალიშვილი: ზუგდიდში ევროპული დონის თანამედროვე სტადიონი აშენდება

"ზუგდიდის" დირექტორი გუნდის მზადებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" 26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, თუმცა პირველ ეტაპზე გუნდის არასტაბილურად ასპარეზობას მთელი რიგი ობიექტური მიზეზები თან სდევდა.

უპირველესი მიზეზი ის გახლდათ, რომ გუნდმა ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე მოახერხა ფეხბურთელების თავმოყრა და ადგილზე შეკრების გავლა.

25-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოს "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ხოლო სფფ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების - უმაღლესში გუნდების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, ს.კ. "ზუგდიდს" მუშაობა და ასპარეზობა, მთლიანობაში, ფორსმაჟორში მოუწია.

მეორე ეტაპისთვის ზუგდიდელებმა თადარიგი დროულად დაიჭირეს და მზადება ყველაზე ადრე განაახლეს, ხოლო გუნდის მზადებასა და სამომავლო გეგმებზე ს.კ. "ზუგდიდის" დირექტორს, გელა ინალიშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო გელა, პირველი წრისგან განსხვავებით, გუნდი მეორე ეტაპისთვის რადიკალურად განსხვავდება მომზადების მხრივ, თუმცა უფრო დეტალურად, რა ვითარებაა ამ ეტაპისთვის გუნდში და როგორია მზადების ციკლი?

- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, რთული პერიოდი უდგას ჩვენს გუნდს და თქმა არ უნდა, რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს, თუმცა შედარებითობაზე თუ ვისაუბრებთ, პირველი და მეორე წრისთვის მომზადების მხრივ, გეთანხმებით - აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს.

უფრო მეტსაც ვიტყვი, პირველი წრე ნამდვილი "საგიჟეთი" იყო ჩვენთვის და ამაზე ფეხბურთის ქომაგებმა კარგად უწყიან. ამიტომ ერთსა და იმავე თემაზე საუბარი უხერხულად მიმაჩნია. მეორე წრეს კი ნამდვილი საფეხბურთო გარემოთი ვხვდებით და ეს ორმაგი სტიმულია თვითონ ფეხბურთელებისთვის.

საფეხბურთო გარემოში, უპირველესად, იმას ვგულისხმობ, ყველაზე ადრე დავიწყეთ მომზადება და ჩვენს ფეხბურთელებს, მთლიანობაში, პირველი წრის შემდეგ მხოლოდ ერთკვირიანი დასვენება თუ გამოუვიდათ.

მომზადების დროულად დაწყებასა და გუნდის ნაყოფიერად შეკრების ძირითად ფუნდამეტს ყოველთვის ფინანსები განაპირობებს და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ზუგდიდის მერიის, ქალაქის საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომა ჩვენი გუნდის მიმართ, რომელთა ერთიანი ძალისხმევითაც კლუბს სოლიდური ბიუჯეტი დაუმტკიცდა.

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს", რომელიც მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ქალაქ ზუგდიდის მერიის ბალანსზეა, ერთი მილიონი ლარი დაუმტკიცდა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თანადგომისთვის დიდი მადლობა ვუთხრა სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას, ქალაქ ზუგდიდის მერს, ირაკლი გოგოხიას და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერაბ ქვარაიას, რომლებიც ვარჯიშებზეც ინტენსიურად ჩვენ გვერდით არიან.

ასევე მადლობას გადავუხდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ედიშერ თოლორაიას, რომელიც ტექნიკური მხარეებით ყოველთვის სუბსიდირებას გვიწევდა.

გუნდი ჩვეულებრივად, "ბაიას" ბაზაზე ემზადება და ასევე მადლიერება მინდა გამოვთქვა "ბაიას" ბაზის დირექტორის, ფელიქს კუჭუხიძის მიმართ, რომელიც ასევე ტექნიკური მხარეებით მთლიანად ეხმარება გუნდს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ ადრეული შეკრება ორი, ორმხრივი ტესტ-მატჩით დაასრულა, თუმცა მიმდინარე კვირას კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს მონიშნული - ფოთის "კოლხეთსა" და ბათუმის "დინამოს" "ბაიას" ბაზაზე ვუმასპინძლებთ, ხოლო თვის ბოლოსკენ შეკრებას თურქეთში გავაგრძელებთ.

- ცნობილია, რომ ს.კ. "ზუგდიდი" ანტალიის საკურორტო ზონაში, სიდეში გაივლის შეკრებას - კონკრეტულად რამდენი საკონტროლო მატჩის ჩატარებას გეგმავს გუნდი უცხოეთში და თუ არის სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ცნობილი?

- ჩვენი გუნდი სიდეში გაივლის შეკრებას და ფეხბურთელები ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ROYAL ANTLANTIS"-ში განთავსდებიან. 30 იანვარს კლუბის მთლიანი დელეგაცია ტრაპზონიდან ანტალიაში ავიარეისით ჩავა, იქიდან სიდეში გადავა. საწვრთნელი პროცესი ცამეტდღიანი იქნება და სამწვრთნელო შტაბსაც ფეხბურთელებზე დაკვირვების მეტი საშუალება მიეცემა.

როგორც ადრე იყო გაცხადებული, კონტრაქტების ვადის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, თუმცა საკმაოდ კარგი შევსებაც მივიღეთ და 8 ფეხბურთელი დავიმატეთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქედან უმრავლესობა ამავე კლუბის აღზრდილია და სწორედ ჩვენი აქცენტიც ადგილობრივ ფეხბურთელებზე კეთდება.

რაც შეეხება თურქულ სპარინგებს - ამ ეტაპისთვის ორი კლუბის ვინაობაა ცნობილი და ესენია ლატვიური და რუმინული კლუბები, გამგზავრებამდე კი კიდევ ორი გუნდის ვინაობა გვეცოდინება. ოთხი საკონტროლო მატჩი გვაქვს თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა, ახალბედა ფეხბურთელებზე დაკვირვების მიზნით, საკონტროლო მატჩი გავზარდოთ.

გარდა ამისა, ახალმა ბიუჯეტმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მთლიანი სპორტული ეკიპირებაც ასევე ნორმალური გვქონოდა. კომპანია SALER-ს, ორი სათამაშო ფორმის მთლიანი კომპლექტის გარდა, სპორტული ინვენტარები და სპორტული ეკიპირების მთლიანი სახეობა შევუკვეთეთ. ასე რომ, პირველი ეტაპისგან რადიკალური განსხვავებით, საგაზაფხულო სეზონისთვის სხვა მოტივაციით ვემზადებით.

- მორიგი შეკითხვაც სწორედ ამ თემას შეეხება - თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ "ზუგდიდი" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებდა და არსებული შედეგიდან გამომდინარე, ალბათ, პროგრამა-მაქსიმუმი მეორე წრეშიც უცვლელი იქნება...

- მთლიანი გუნდის შემადგენლობა თანხმდება იმაზე, რომ საფეხბურთო კლუბმა "ზუგდიდმა" უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის უნდა იბრძოლოს და სხვა ალტერნატივა ამ საკითხს, სამწუხაროდ, ამ სეზონზე არ გააჩნია, მაგრამ სრულებითაც არ ნიშნავს ეს, რომ გუნდი მხოლოდ ვიწრო წრეში ჩაიკეტოს.

მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია ყველა ფეხბურთელს აკვირდება და რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელის დაწინაურებასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს მწვრთნელების პრეროგატივაა.

სამწვრთნელო შტაბი და ჩვენ, ხელმძღვანელობა, მომავალს სხვა კუთხითაც და დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ბუნებრივია, თითოეული მატჩი მხოლოდ შედეგზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად, "ზუგდიდის" საშინაო არენა თითოეული კლუბისთვის ანგარიშგასაწევი იქნება. არ გადავაჭარბებ და სამომავლოდ უფრო სასიკეთო ძვრებისთვის ვემზადებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არათუ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე, უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ და ყველაფერი ეს რეალურად განვახორციელოთ.

- თქვენი შეფასებით და ოპტიმიზმით თუ ვიმსჯელებთ, "ზუგდიდი" სამომავლოდ უმაღლეს ლიგაში უფრო მაღალი მიზნებისთვის გააგრძელებს ასპარეზობას...

- აუცილებლად. კონკრეტულად გუნდს სამომავლოდ სხვა პროგრამა ექნება დასახული. რთულია, როცა სეზონის დასაწყისში ერთგულ ქომაგებს განაწყობ იმისთვის, რომ გუნდი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს, მაგრამ ასევე ძნელია, როცა მეტი სხვა არანაირი საშუალება გაგაჩნია. ამიტომ დროა, უკვე სხვა მიმართულება მივცეთ ამ ყველაფერს და არასტაბილურობის ეპოპეა დავასრულოთ.

ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს საპრიზო ადგილისთვის მებრძოლ გუნდს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უპირველესად კი, ამ სეზონზე დასახული ამოცანა უნდა დავძლიოთ წარმატებით და მჯერა, რომ დავძლევთ.

არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ აქვე მინდა გავახმოვანო ის სიახლე, რაც ცენტრალური სტადიონის საკითხს უკავშირდება - საბოლოოდ გადაწყდა, რომ ზუგდიდში ევროპული დონის თანამედროვე სტანდარტების სტადიონი აშენდება.

მერიისგან ვიცი, რომ რეალურად დაიძრა ეს საკითხი და დაპროექტებაც თითქმის დასრულებულია, ხოლო წელიწადნახევარში სტადიონი სრულფასოვან სახეს მიიღებს.

რაც შეეხება განმუხურის სტადიონს - მინდორს რეაბილიტაცია უტარდება და სამუშაო პროცესები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ხოლო 27-ე ეროვნული საფეხბურთო სეზონის დასაწყისშივე, აქ ახალი საფარი გვექნება და გუნდი, ჩვეულებრივად, ახალ საფეხბურთო სეზონს განმუხურში გახსნის.

დიდი მადლობა!!!

წყარო: fczugdidi.ge

• gizog

უფალმა დაგლოცოდ და აგისრულოდ ყველა კარგი ჩანაფიქრი.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

"ზუგდიდიდან" მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი წავიდა

ალბათ, აქ დავრჩები - "ზუგდიდი" მთავარ მწვრთნელად ოთარ გაბელიას იწვევს

ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან

"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა

ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია

იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!

მეტოქე პაოკ-ი: ივიჩს მცირე პრობლემები აქვს, დიმიტრიადისი საეჭვოა

რევოლუცია "ზუგდიდში": უკრაინელები მოვიდნენ, ოთარ გაბელია წავიდა

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა