ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნიკა საბანაძე: ქუთაისში ყველაზე მეტად უყვართ ფეხბურთი და აფასებენ ფეხბურთელებს

ნიკა საბანაძე: ქუთაისში ყველაზე მეტად უყვართ ფეხბურთი და აფასებენ ფეხბურთელებს

"თამაშის სტილით ვცდილობ, რაღაცებში მაინც მივბაძო ზლატან იბრაჰიმოვიჩს"
ნიკა საბანაძე ის ფეხბურთელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ქუთაისის "ტორპედოში" გაიცნო. სპორტსკოლა "ავაზადან" გადმოსულმა პროფესიონალური კარიერა სწორედ აქ დაიწყო. პროგრესის შედეგად, 2011/12 წლების სეზონიდან უკვე ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი.

ფორვარდის წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დარჩენია - მან 21-წლამდელთა ნაკრებშიც ჩაატარა მატჩები.

ქუთაისელთა რიგებში კი 111 ოფიციალური თამაში ჰქონდა გამართული, როცა ს. კ. "ზესტაფონში" გადავიდა, იქიდან - თბილისის "დინამოში", სადაც ასევე ნახევარი სეზონი გაატარა და ქუთაისში დაბრუნდა.

მისი თანამემამულე არაერთი მეკარის შეფასებით, ეროვნულ პირველობაზე მონაწილეთა შორის იგი საჯარიმოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა.

23 წლის ფორვარდი კლუბის ოფიციალური საიტის რესპონდენტია...

- ნიკა, ალბათ, გახსოვს, 5 წლის წინ შენთან პირველი ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, როგორც "ტორპედოს" ახალბედა ფეხბურთელთან. რა შეიცვალა მას შემდეგ შენს ცხოვრებაში?

- როგორ არ მახსოვს?! პირველად, როცა "ტორპედოში" მოვედი, ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დამხვდა გუნდში. მათგან საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. თანდათან თამაშებითაც მივიღე გამოცდილება. სხვანაირად შევხედე ცხოვრებას და საზოგადოდ, ფეხბურთს, რაც მთავარია, უფრო პროფესიონალურად. მას მერე 180 გრადუსით შეიცვალა ყველაფერი უკეთესობისკენ.

- ფეხბურთის მოყვარულებმა სწორედ "ტორპედოში" გაგიცნეს. რა როლი ითამაშა ამ კლუბმა შენ განვითარებაში?

- ამ კლუბმა ჩემს პერსპექტივაში ხელი ძალიან შემიწყო, წინსვლა და წარმატება მომიტანა აქ ყოფნამ. "ტორპედო" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და ტრადიციული კლუბია.

საერთოდ, ქუთაისში ყველაზე შესამჩნევი საფეხბურთო გარემოა. ჩემი აზრით, აქ ყველაზე მეტად უყვართ ფეხბურთი და საუკეთესოდ აფასებენ ფეხბურთელებს. ამასთან ერთად, იციან კიდეც ფეხბურთიც. ქუთაისი მოსიყვარულე ქალაქია. თავის დროზე აქაურებმა ძალიან თბილად მიმიღეს, ახლა კი, თითქმის ყველა მიცნობს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი.

- ამჯერად რა მიზანი გექნება "ტორპედოსთან" ერთად?

- "ტორპედო" ისტორიაში მე-13 ადგილზე ჯერ საერთოდ არ ყოფილა და ძალიან უხერხულია ეს, მაგრამ ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ წინ და წინ წავიყვანოთ გუნდი. აუცილებლად გამოვასწორებთ საქმეს. მნიშვნელოვანი თამაშები გველის, თუნდაც ამ სეზონშიც. სამეულში შესვლა წელს იდეალური იქნება. შესაძლებელია, თასიც ავიღოთ. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებებისთვის. მინდა, კიდევ ბევრჯერ დავამახსოვრო ქუთაისელებს თავი.

- "ტორპედოში" დღემდე 28 ოფიციალური გოლი გაქვს გატანილი. მათგან ყველაზე სამახსოვრო რომელი იყო შენთვის?

- ყველაზე ლამაზი გოლი, ვიტყოდი, რომ 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურში სტუმრად "ზესტაფონთან" გავიტანე, როცა დუბლიც შევასრულე და ჩემმა გუნდმაც მოიგო (3:2). ყველაზე ისტორიული კი ის იყო, როცა ევროპის ლიგაზე ყაზახურ "აქტობესთან" მატჩში გავხსენი ანგარიში. მუდამ დაუვიწყარი იქნება ორივე ჩემთვის.

წარსული კარგია, ხალხს ახსოვს, თუმცა მე მხოლოდ მომავალს ვუყურებ...

- საქართველოს წამყვან კლუბებში გითამაშია, თუმცა ჯერჯერობით გუნდური ტიტული არ გაქვს მოგებული...

- ყველაზე ახლოს ამ მიზანთან "ტორპედოსთან" ერთად ვიყავი, მაგრამ თასის ფინალში არ გაგვიმართლა და "გაგრასთან" წავაგეთ. გულდასაწყვეტი იყო ყველა ჩვენგანისა და მთლიანად ქუთაისისთვის. გეთანხმებით, ლიდერ კლუბებში როცა ხარ, ტიტული აუცილებელია. ეს ერთგვარი გვირგვინია, გაღებული შრომის შემდეგ. იმედია, მომავალში მაინც მექნება ეს ბედნიერება.

- სხვათა შორის, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩი სწორედ ქუთაისში ჩაატარე. ფაქტობრივად, შენმა გოლებმა გადაწყვიტა "ქართულ კლასიკოში" გამარჯვებულის ბედი. იმ დღეს როგორ გაიხსენებ?

- ის გოლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე მაშინაც ვგრძნობდი, რომ ქუთაისში ვუყვარდი ადამიანებს. არ დამავიწყდება, თამაშის შემდეგ როგორი ტაშით გამაცილეს მოედნიდან. როგორც ვიცი, ასეთი ჟესტი აქამდე სხვა არცერთი დინამოელის მიმართ არ ჰქონიათ. ისე მიხაროდა, თბილისამდე მთელი გზა ეიფორიაში ვიყავი.

ვეცდები ყველანაირად, რომ ჩემი კიდევ ერთი ვალიც გადავიხადო ქუთაისელი ქომაგების მიმართ და შემდეგ "კლასიკოში" უკვე "ტორპედოს" მაისურით გავიტანო გოლები (იცინის).

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გითამაშია, თუმცა უკვე იმ ასაკში აღარ ხარ, რომ კიდევ 21-წლამდელებში ითამაშო. როგორ ფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში რომ გამოგიძახონ, სათამაშოდ მზად ხარ?

- რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მზად ვარ. ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ კახი ცხადაძე შანსს მომცემს. ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვიყო.

- "ტორპედოს" არაერთ მწვრთნელთან გქონდა შეხება, გიორგი დარასელიასთან ერთად კი პირველად მუშაობ...

- ბატონი გიორგი "ტორპედოში" დაბრუნების შემდეგ გავიცანი. იგი ძალიან დადებითი პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალია. მოედნის გარეთ ბიჭების მეგობარია, მოედანზე კი არანაირი დანდობა და ძმაკაცობა არ არსებობს. მის მიდგომას ვიზიარებ, რომ, თუ იმსახურებ, მიიღებ კიდეც. სხვანაირად მაღალი დონის გუნდი არ გვეყოლება.

- დღევანდელი "ტორპედო" რა სიძლიერის გუნდია?

- რა თქმა უნდა, ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი კონტინგენტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა ქართულ გუნდს შეგვიძლია მოვუგოთ. მინიმუმ, სერიოზულ წინააღმდეგობას მაინც გავუწევთ ყველას.

- თურქული შეკრებაც ახლოვდება. რას ელოდები ამ ეტაპისგან?

- პირველ რიგში, შეთამაშებას. რამდენიმე ფეხბურთელთან შეხება აქამდე არ მქონია. ჯერ არც ერთი ამხანაგური თამაში არ გვითამაშია. ამიტომ ყველანი ველოდებით ახალ მოსამზადებელ ეტაპს. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ გუნდის დალაგება. დიდი იმედი მაქვს მთავარი მწვრთნელის და რასაკვირველია, ბიჭებიც ხელს შევუწყობთ.

- წინა ხაზში საკმაო კონკურენცია შეიქმნა. ამ საკითხს როგორ ხედავ?

- თუ გუნდში კონკურენცია არაა და განაღდებული გაქვს თამაში, ეს ფეხბურთელის მოდუნებას იწვევს. როცა ესა თუ ის მატჩი "ჩაგივარდება", უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქვამ. ამიტომ აუცილებელია კონკურენცია, რათა სულ მობილიზებული იყო. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს დღეს "ტორპედოს".

- დაბოლოს, ცოტა შორს წავიდეთ... შენი ფავორიტი ფეხბურთელი შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც თამაშის მანერით გამგვანებენ კიდეც...

- ჰოლანდიურ "აიაქსში" ყოფნიდან მოყოლებული, როცა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მართლაც ჩემი ფავორიტია. მისი ეფექტური გოლები არამარტო მოწონებას იმსახურებს. მეც ფორვარდი ვარ და თამაშის სტილით ვცდილობ, რაღაცებში მაინც მივბაძო, მაგრამ რამდენად გამომდის, ეგ არ ვიცი (იცინის).

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ...

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით

• aleqsandre

გაიხარე... იმედია ქუთაისის ტორპედო სწორონდ გამოჩნდეს თამაშშიც ისეთი სულისკვეთება, როგორითაც ინტერვიუშია საუბარი და დამერწმუნეთ სტადიონი სარეკორდო დასწერებით იქნება. მეც მათ შორის ვარ ვინც ჩასაფრებულია დაინახოს იმედის ნაპერწკალი და კვლავ დაუბრუნდეს ტორპედოს ტრიბუნებს საქომაგოდ.

• gizog

გაიხარე ნიკა. და ბევრჯერ გაგეხარებინოს გულშემატკივარი, მართლა მოგვენატრა ნამდვილი თავდამსხმელი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა

ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა

ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე

შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა

"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]

ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის

ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს

როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები