ერთ მატჩში შეცვლილი სათამაშო სტილი
ლონდონის "არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" გასვლაზე მოუგო და ცხადია, ამან "მეთოფეების" ბანაკში დიდი ჟრიამული გამოიწვია, ხოლო საფეხბურთო სამყაროში - აურზაური. უცნაური და მოულოდნელი "არსენალის" მოგებაზე მეტად ის გახლდათ, რომ გუნდმა დაცვაში შეცდომები, ფაქტობრივად, არ დაუშვა და სანუკვარ შემტევ სტილზეც უარი თქვა.

არადა, ტრავმების გამო და ისედაც, მთელი სეზონის განმავლობაში "არსენალის" უკანა ხაზი ძალიან სუსტად გამოიყურება და კონტრშეტევიდან მოთამაშე არსენ ვენგერიც ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ოდესმე ყველაფერი პირველად ხდება...

"მეთოფეების" კარს კოლუმბიელი დავიდ ოსპინა იცავდა, დაცვაში კი შემდეგი ოთხეული ვიხილეთ - ბელერინი-მერტეზაკერი-კოშელნი-მონრეალი. ამას მათ წინ მოთამაშე ფრანსუა კოკლენი ემატებოდა, რომელიც საჭიროების ჟამს უკანაც იხევდა, ისევე, როგორც მთელი გუნდი.

დიახ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხშირად "მეთოფეები" მთელი ამალით აბჯარასხმულნი იცავდნენ თავს და საბოლოოდ, ეს მშვენივრად გამოუვიდათ. ლონდონელებს ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 35% ჰქონდათ, მაგრამ "სიტიმ" მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა, "არსენალმა" კი - 3-ჯერ, სამაგიეროდ, აქედან ორჯერ გაიტანა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი დაცვის ხაზი ხშირად იყო განხილვისა და კრიტიკის საგანი. ჩვენი მიზანი გახლდათ, რომ ყველაფერი გამოგვესწორებინა, თავის ადგილას დაგვეყენებინა და გასვლაზე, რომელიმე კონკურენტთან დიდი მატჩი მოგვეგო, რაც აქამდე ამ სეზონში ვერ შევძელით. მინდა ბიჭები კარგი ბრძოლისა და გუნდური თამაშის გამოვლენისთვის შევაქო.

ხალხი შეფასებებს ნაადრევად აკეთებს ხოლმე. ყველას ავიწყდებოდა, რომ სეზონის განმავლობაში ბევრი მცველი გვაკლდა ტრავმების გამო. მწყობრში ჩადგომას, შეთამაშებასა და საჭირო სიმაღლეზე დაბრუნებას კი დრო უნდა. როგორც ხედავთ, ჩვენი ცენტრალური მცველები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ასეთ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ვენგერმა.

ტრევორ სინკლერი: "ისე გამოჩნდა, რომ "არსენალის" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა საბოლოოდ გაიაზრა, რომ ჩვეული ღია და შემტევი ფეხბურთით პრემიერლიგის საუკეთესო გუნდებთან საგარეო შეხვედრებში წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის სანაცვლოდ, "მეთოფეები" საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყვნენ გადართულნი და ძალიან უკან იხევდნენ. რამდენჯერმე 11 კაცითაც კი იცავდნენ თავს".

შეუდარებელი გახლდათ სანტი კასორლა, რომელმაც გოლს პლუს პასი მიითვალა და ერთი ისეთი სოლო-რეიდი გამოაცხო, რომ თვალმოუწყვეტლად შეგიძლია უყურო და ისიამოვნო. იგი მატჩის მსვლელობისას ბურთს 101-ჯერ შეეხო, ამაზე მეტი შეხება მხოლოდ "სიტის" მცველს და ექსარსენალელს, გაელ კლიშის ჰქონდა (110). კასორლას ბოლო 10 მატჩი შეუცვლელად აქვს ნათამაშები და "სიტისთან" მისი პასების 92% ზუსტი გახლდათ.

"მას მერე, რაც კასორლა ცენტრში თამაშობს, უმაღლეს დონეზე გამოიყურება. მას ამ ამპლუაში და პოზიციაზე ურჩევნია, იგი ასე ბევრად უფრო პროდუქტიულია. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რა მნიშვნელოვანია ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელისთვის ორივე ფეხით კარგად თამაში. სანტი მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურება და ურთულესი სიტუაციებიდან შეუძლია გამოსვლა. იგი ყველაფერს შემართებით აკეთებს, რადგან უყვარს ეს თამაში" - დასძინა ვენგერმა.

"არსენალი" ოთხეულთან ქულაშია და ეს მოგებაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, მაგრამ ამით "მეთოფეების" ყველა პრობლემა არ მთავრდება და ფრანგ სპეციალისტს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2010 წლის ოქტომბრის მერე "მეთოფეებმა" "ქალაქელებს" სტუმრად პირველად მოუგეს. ასევე, ეს მხოლოდ მე-10 ქულა გახლდათ შესაძლებელი 51-დან "სიტისთან", "ჩელსისთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო შეხვედრებში.

ტურეთი თუ მის გარეშე

"მანჩესტერ სიტის" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა. "ქალაქელები" ბოლო პერიოდში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და მას მერე, რაც სერხიო აგუერო, ვენსან კომპანი და ედინ ჯეკო დაბრუნდნენ, წესით, კიდევ უფრო უკეთ უნდა ეთამაშათ, მაგრამ სამაგიეროდ, არ არის იაია ტურე, რომელიც აფრიკის ერთა თასზეა კოტ დ'ივუართან ერთად.

აი, იაიას გარეშე კი "სიტის" უშუალოდ პრემიერლიგის მატჩი წინა წლის აპრილის მერე არ მოუგია... 31 წლის ტურეს გარეშე "ქალაქელები" რომ ისე მძლავრად ვერ გამოიყურებიან, ეს ფაქტია, მაგრამ მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, რომ ეს გამართლება არ არის და მისი აზრით, "სიტი" ამდენად დამოკიდებული არც ერთ ფეხბურთელზე არ არის.

"იაია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მის გარეშეც მოგვიგია და უნდა ვიგებდეთ კიდეც. მარცხს გამართლება არ აქვს, ერთი და ორი ფეხბურთელის არყოფნა საპატიო მიზეზი არ გახლავთ" - აღნიშნა 61 წლის მწვრთნელმა.

ცუდ ამბებს ემატება ისიც, რომ პრესაში გრძელდება მითქმა-მოთქმა ტურეს შესაძლო წასვლის შესახებ. ახალ კონტრაქტზე არაფერი ისმის, ხოლო იაია რომ ერთი-ორჯერ ნაწყენი დარჩა, ეს ისედაც ვიცით, თუნდაც მისი აგენტის პირით. საქმე ისაა, რომ 31-ე დაბადების დღე მანჩესტერელთა ხელმძღვანელობამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ძალიან უღიმღამოდ მიულოცა და ტურეს ეს ეწყინა, ისევე, როგორც ის, რომ გარდაცვლილი ძმის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად არ გაუშვეს.

თუმცა იმავე პელეგრინის სიტყვებით, იგი დარწმუნებულია, რომ ტურეს მომავალი "სიტის" უკავშირდება, მაგრამ ჩილელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს არაფრის გარანტია არ არის და ფანები მაინც ნერვიულობენ, რადგან გადამწყვეტი თავად ტურეს პოზიცია იქნება.

"სიტიმ" კი, რომელიც უკვე 5 ქულით ჩამორჩა "ჩელსის", მომავალ შეხვედრაზე უნდა იფიქროს და მოემზადოს. შემდეგი მატჩი "ქალაქელებს" 31 იანვარს სწორედაც ლიდერთან აქვთ, თანაც ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე". წაგების შემთხვევაში, სხვაობა უკვე 8 ქულა გახდება და მანჩესტერელთა შანსები ერთიორად შემცირდება.

"მატჩი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა ჩავატაროთ, გადამწყვეტი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, "არსენალთან" წაგებას მალევე დავივიწყებთ, მობილიზებას შევძლებთ და გავიმარჯვებთ, რადგან სხვაობის 2 ქულამდე შემცირებაა საჭირო" - ამბობს პელეგრინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
სანტი კასორლამ მეათე ოპერაცია გაიკეთა და ტოპ-დონეზე თამაშს აპირებს
სანტი კასორლა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს
ასოციაციის თასის ფინალი: ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ახალი რეკორდი დაამყარა
ტრანსფერ ONLINE: 19 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"არსენალის" მეკარე დავიდ ოსპინა "ნაპოლიში" გადადის
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ლონდონის "არსენალი" ზამთარში შესაძლოა ერთბაშად 4 ფეხბურთელს დაემშვიდობოს
8 გატანილი გოლი - ლა ლიგაში საოცარი მატჩი გაიმართა [VIDEO]
კოპა ამერიკა. 1/4-ფინალი: დავიდ ოსპინას სუპერ-სეივი პენალტების სერიაში [VIDEO]
ასოციაციის თასის ფინალი: რეკორდსმენი "არსენალი" [VIDEO]
მამარდაშვილი "ტოტენჰემში" გამოირიცხა - გატუზოს გიორგის კონკურენტად თავისი ძველი შეგირდის მოყვანა უნდა
ოსპინას შემდეგ მერეტიც წავიდა - "ნაპოლიში" კეპას ელიან
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
დაიწყო - ლონდონის "არსენალში" სეზონის პირველი ტრავმაა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
ათჯერ ნაოპერაციევმა სანტი კასორლამ ვარჯიში დაიწყო
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
მაშველი რგოლი - ბრემენში პერ მერტეზაკერის დაბრუნებაზე ფიქრობენ
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
ლონდონის "არსენალი" ზაფხულში ნახევარ გუნდს გაყიდის
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
ათჯერ ნაოპერაციევმა 34 წლის კასორლამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]