ირინა შეიკმა კრიშტიანო რონალდოს ზურგი აქცია -"რეალის" ფანებისთვის ეს სულერთია
განმარტება: ირინა შეიკმა კრიშტიანო რონალდოს ზურგი აქცია. მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" ფანებისთვის ეს სულერთია, აქ მაინც ირინას ფოტო ჩავდეთ - იმიტომ, რომ ბუტრაგენიოს ან ბენზემას ფოტოს ნამდვილად ჯობია

იტალიაში "სამპდორიას" პრეზიდენტი არ ცხრება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე სერია A-ზე სხვა სალაპარაკო აღარც არაფერი იქნება. თუმცა გასულ უქმეებზე იტალიაში იყო ერთი ექსპერტიც, რომელიც საუკეთესო მაგალითი გამოდგა იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ექსპერტი.

იმ დროს, როცა ინგლისში გულისამაჩუყებელი ამბავი ჰეფი ენდით დამთავრდა, საფეხბურთო ესპანეთი რონალდოსა და შეიკის გაშორების ამბავმა მოიცვა, "რეალის" ნამდვილი ფანებისთვის კი სულ სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი...

იტალია

მასიმო მთვარეზე

უკვე დროა, რომ გამოთქმა "No Totti, no party" ("არ არის ტოტი, არ არის შოუ") გადავაკეთოთ გამოთქმად "No Massimo, no party". რა თქმა უნდა, "სამპდორიას" ბატონ-პატრონ მასიმო ფერეროს ვგულისხმობ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი არ არის, იტალიის ჩემპიონატში ყოველთვის საუკეთესო შოუს დგამს - კლუბის პრეზიდენტიც ასეთი უნდა!

დონ მასიმოს გუნდმა ამჯერად პარმაში მოიგო (2:0) და მატჩის დასრულების შემდეგ ფერერო მოედანზე ფეხბურთელებთან ერთად ცეკვავდა. მიზეზიც ჰქონდა: მისმა "სამპდორიამ" იტალიის ჩემპიონატის პირველი წრე ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხე ადგილზე დაასრულა.

სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საფეხბურთო იტალიის მთავარი კლოუნი ისევ გენიალურ ხასიათზე ყოფილიყო და მთელი იტალია გაეხალისებინა.

მასიმო არა მარტო ცეკვავდა, არამედ მღეროდა კიდეც - სახელდობრ, იტალიური შლაგერის ვარსკვლავის, ჯანი მორანდის 1963 წლის სიმღერას, რომლის ტექსტიც მასიმომ პირდაპირ "სქაის" რეპორტიორის მიკროფონში ჩაჰყვირა: "100-ით მივქროდი, yeah yeah yeah yeah!"

იხილეთ ვიდეო

სიმღერას რომ მორჩა, "სამპდორიას" პრეზიდენტმა კომენტარის გაკეთებაც ინება. აი, რა უთხრა მასიმომ "რაის":

"ჩემ გარეშე აქ არაფერი მოხდებოდა! ჩვენ აქ იმისათვის ჩამოვედით, რომ მეტოქე მაგრად მიგვებეგვა! "სამპდორიას" მთვარეზე ავიყვან!"

მთვარეზე ასასვლელად მასიმოს 100 კმ/სთ-ზე გაცილებით მეტი სისწრაფე დასჭირდება და ფერერო საჭირო სისწრაფის განვითარებას, სავარაუდოდ, სამუელ ეტო’ოს მეშვეობით იმედოვნებს, რომლის ტრანსფერიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

ფერეროს სხვა გეგმებიც აქვს: ცნობილი რეჟისორი კამერუნელ ფეხბურთელზე დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც აპირებს და, დავნაძლევდეთ, რომ 2016 წელს "ოსკარის" მოპოვებაზეც ფიქრობს?..

პატარა დიდი პროვინცია

თუ უფრო ადრე არა, "ემპოლი" ქებას გასული უქმეების შემდეგ მაინც იმსახურებს. გუნდი, სადაც ჩვენებური ლევან მჭედლიძე თამაშობს, მინიმუმ, "ინტერთან" ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ მაინც გახდა დასაფასებელი გუნდი. სხვათა შორის, "სტადიო კასტელანიზე" მოგება რამდენიმე თვის წინათ თვით "იუვენტუსსაც" კი გაუჭირდა.

"ემპოლის" მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ამ გუნდის 23-კაციანი შემადგენლობის სახელფასო ფონდი წელიწადში 6 მილიონი ევროა, რაც იმ თანხის ნახევარია, რაც "ინტერმა" ჯერდან შაჩირის სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს.

ფლორენციიდან 30 წუთის სავალზე მდებარე ქალაქის გუნდს 8 ფეხბურთელი თავისივე აღზრდილი ჰყავს. "ემპოლის" დამსახურებულმა მწვრთნელმა მასიმო სარიმ ამას წინათ ზედიზედ ორი მატჩი რომ წააგო, სწორედ მაშინ გაუფორმეს ახალი კონტრაქტი 2017 წლამდე.

მოკლედ, "ემპოლი" ისტერიკულ იტალიურ საფეხბურთო ბიზნესში ნამდვილად მოვლენაა. მართალია, ეს გუნდი იტალიის ჩემპიონი ვერასდროს გახდება, მაგრამ მაინც ქარიზმატული რეალობაა. თანაც, ეს არის გუნდი, სადაც ვინჩენცო მონტელა და ანტონიო დი ნატალე გაიზარდნენ.

ბუონანოტე, სტეფანო!

ექსპერტები ფიქრობენ, რომ... ექსპერტები ამბობენ... ექსპერტები მიიჩნევენ... სპორტულ (და არამარტო სპორტულ) პრესაში, ალბათ, ბევრი ისეთი წინადადება წაგიკითხავთ, ამ სიტყვებით რომ იწყება ხოლმე. ერთი ეგაა, გააჩნია, ვინ არიან ეს ექსპერტები. იმედია, ხშირად არ არიან ისეთები, როგორიც იტალიაში "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონია.

კითხვაზე, რას ფიქრობს "რომას" შესაძლო ახალწვეულის, მოჰამედ სალაჰის შესახებ, მან ასე უპასუხა: "სხვათა შორის, ამ ბიჭზე გადაცემის დაწყებამდეც ვლაპარაკობდით. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის."

მერე გადაცემის წამყვანმა უთხრა, იქნებ "ნაპოლის" მწვრთნელ რაფა ბენიტესის სიტყვებზე მაინც გააკეთოთ კომენტარი, აი, "იუვესა" და მსაჯების თემაზე რომ ილაპარაკაო. ტაკონის პასუხი: "კი, მაგრამ რა თქვა ბენიტესმა? სიმართლე გითხრათ, არ მომისმენია."

საღამო მშვიდობისა, სტეფანო!

ინგლისი

რას მიედ-მოედება ბონი

წინა კვირაში "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებმა გაოცებისგან პირები დააღეს. საქმე იმაშია, რომ "სიტიმ" "სუონსიდან" 32 მილიონ ევროდ თავდამსხმელი უილფრიდ ბონი შეიძინა. ამ ამბავს ორი მხარე აქვს: ერთი კარგი, მეორე - საოცარი.

კარგი ის არის, რომ ამ ბიჭმა მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლის გატანა მოასწრო და სამი საგოლე პასიც მიითვალა. საოცარი კი ის გახლავთ, რომ კოტდივუარელი, როგორც იქნა, თავის საყვარელ გუნდში მოხვდა. 26 წლის ბონიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, "მანჩესტერ სიტიში" თამაშზე ჯერ კიდევ 15 წლის წინათ ვოცნებობდიო.

გულისამაჩუყებელი ისტორიაა, არა?

მაშინ პატარა უილფრიდი მხოლოდ 11 წლისა გახლდათ და თურმე "სიტის" ქომაგობდა. ვის არ ახსოვს 15 წლის წინანდელი "სიტი" და ამ გუნდის ლეგენდარული ჯახები "პრესტონ ნორთთან", მაშინ, 1999 წელს, ინგლისის რიგით მესამე ლიგაში...

მერტეზაკერი თუ მესი?

...და ამის მერე ვინმე კიდევ იტყვის, "არსენალს" ტოპ-ოთხეულის დამარცხება არ შეუძლიაო? ლონდონელებმა "მანჩესტერ სიტი" სტუმრად ძალიან ეფექტიანი, ინგლისელები რომ იტყვიან, ბრწყინვალე one-touch-ფეხბურთით 2:0 დაამარცხეს.

იხილეთ ვიდეო

თუმცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსენ ვენგერის ბიჭებს ტოპ-გუნდების დამარცხება არ შეუძლიათ, მითი სულაც არ იყო - "არსენალის" ბოლო გამარჯვება საუკეთესო ოთხეულის წარმომადგენელთან 2012 წლით თარიღდებოდა. თუმცა ეს გუშინწინდელი ამბავია, იმის წინ კი, "არსენალს" ტოპ-ოთხეულის წარმომადგენელი სტუმრად 2011 წლის ოქტომბერში ჰყავდა დამარცხებული.

ვინც თამაშს უყურა, მალევე მიხვდებოდა, რომ ვენგერის გუნდი მოიგებდა. "მეთოფეები", პირველ რიგში, სანტი კასორლას უნდა უმადლოდნენ, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია, მაგრამ იმ საღამოს მთავარი გმირი მაინც პერ მერტეზაკერი გახლდათ.

აყლაყუდა გერმანელმა მცველმა ისეთები აკეთა, მატჩის შემდეგ სოციალური ქსელები აკლებული იყო მერტეზაკერის შედარებებით მესისთან, კრუიფთან და, ასე განსაჯეთ, ბეკენბაუერთანაც კი.

Anything else?

წარმატებულ გზაზე დაბრუნდა "მანჩესტერ იუნაიტედიც": ლუი ვან გაალის ბიჭებმა "საუთჰემპტონთან" წაგების შემდეგ თავიანთ გულშემატკივრებს "ქუინზ პარკთან" 2:0-ით მოუბოდიშეს.

იხილეთ ვიდეო

მართალია, "ქუინზ პარკის" სტატისტიკას საკუთარ მოედანზე ჩატარებულ მატჩებში არა უშავს, აი, სტუმრად კი ეს გუნდი ნამდვილად კატასტროფაა (0 ქულა 10 თამაშში).

ესპანეთი

ყველაზე სწრაფები ესპანეთში

თუ ახლა სახლში ხართ, სამუშაო მაგიდასთან მოკალათდით, ბუტერბროდი მოიმარჯვეთ და თან კითხულობთ ამ წინადადებას, რომელიც აბსოლუტურად უადგილოა, ხელოვნურად გავწელე და ამიტომაც კიდევ ერთხელ გადახედავთ...

დაახლოებით იმდენი დრო დასჭირდა "კორდობას" ფეხბურთელ ფლორინ ანდონეს გოლის გასატანად, რამდენიც თქვენ წინა წინადადების წაკითხვას მოანდომეთ. ზუსტი დრო 9.8 წამი იყო და რუმინელის ეს გოლი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფ გოლებს შორის მეოთხე ადგილზეა.

ევროპის ტოპ-ლიგებში კი ამ სეზონში მასზე სწრაფი მხოლოდ ერთი კაცი იყო: ლევერკუზენელი ქარიმ ბელარაბი.

თუმცა, სწრაფი გოლების გატანა რთული არ არის; აი, წითელი ბარათის სწრაფად მიღებას კი მოხერხება უნდა. გასული უქმეები ესპანეთში ამ მხრივაც გამორჩეული იყო: "ლევანტეს" ფეხბურთელმა დავიდ ნავარომ წითელი ბარათი სტარტიდან 5 წუთში დაიმსახურა, რაც ამ სეზონში ყველაზე სწრაფი გაძევებაა.

ნაღდი მადრიდული ამბავი

მადრიდელო ქალებო, ჩაიცვით სექსუალურად, წაისვით ფერუმარილი და გაიკეთეთ მოხდენილი ვარცხნილობები - ლა ლიგის ყველაზე მაგარი ბიჭი თავისუფალია (თუმცა ამბობენ, ახალი გულისსწორი უმალ იპოვაო)!

ის, რაც წინა კვირებში ჯერ კიდევ ჭორი იყო, ოფიციალურად დადასტურდა: კრიშტიანო რონალდო და ირინა შეიკი ერთმანეთს დაშორდნენ. შესაბამისად, გაიხარა ესპანურმა პრესამაც. უფრო სწორად, დანაყრდა ესპანური პრესა. სხვა აღარაფერი ახსოვდათ.

ერთნი ამბობენ, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ შეიკი რონალდოს დედის დაბადების დღეზე არ მივიდაო. გაზეთები წერდნენ, დაშორების დამადასტურებელი ფაქტი ის არის, რომ შეიკი რონალდოს "ტვიტერზე" აღარ მისდევსო და ათასი ამგვარი უსარგებლო ინფორმაცია.

მადრიდელო კაცებო, ჩაიცვით რაც გინდათ, მოიმარაგეთ ლუდი, თხილი, ჩასხედით სავარძელში და ჩაუჯექით ამ მომენტს. ქალაქში ახალი ბუტრაგენიო ჩამოსულა! ვისაც დიდი მადრიდისტას ერთ-ერთი გენიალური გოლი ახსოვს, ხსენებული მომენტის გახსენებაზე თმა დღემდე ყალყზე უდგება.

გასულ უქმეებზე ბუტრაგენიო ქარიმ ბენზემამ გაიმეორა, ოღონდ ნაცვლად იმისა, რომ გოლი თვითონ გაეტანა, რონალდოს უპასა. მიუხედავად იმისა, რომ მთლად ბუტრაგენიო არ განმეორდა, "რეალის" ფანებს მაინც გული გაუთბათ.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

coco
თემო - ამ საიტზე არის რუბრიკა "დრიბლინგი". გაეცანი ამ რუბრიკის სტატიებს. დამიჯერე ყველა სტატია (თითქმის) ასეთივე საინტერესო სტილშია დაწერილი.
zas.
აუ რა *** აქ ირინეს
temo
თამამად.შემიძლია ვთქვა, რომ.ასეთი საინტერესო და კარგი სტილით დაწერილი სტატია, იუმორით, მცირე სარკაზმით და საფეხურებით მე ჯერ ამ საიტზე არ წამიკითხავს! ბრავო!
del piero 10
იუვე!
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
თითქმის 300 000 მოწონება 24 საათში - ირინა შეიკმა სუპერ თამამი ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერები აალაპარაკა [PHOTO]
სანტი კასორლამ მეათე ოპერაცია გაიკეთა და ტოპ-დონეზე თამაშს აპირებს
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ვალტერ ძენგა: ჩვენ შევთანხმდით, ეს არასოდეს გამეორდება
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი "ალ ნასრში" გადასვლაზე
დღის სუპერგოგონა: კრიშტიანო რონალდომ რომანი "მის ესპანეთთან" გააბა [PHOTO]
სანტი კასორლა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს
დრიბლინგი: გიბრალტარელი კლოზე და ჩაძინებული ქალბატონი
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
"სამპდორიას" პრეზიდენტი: Fiat 500-ით Ferrari-ს გავასწარი
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
ლონდონის "არსენალმა" 30 მილიონ ევროდ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
მთლად გიჟი არ ყოფილა - "სამპდორიას" პრეზიდენტი საკმაოდ ჭკვიანიცაა და ცოტა თაღლითიც
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
8 გატანილი გოლი - ლა ლიგაში საოცარი მატჩი გაიმართა [VIDEO]
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
ემილიო ბუტრაგენიო: შესაძლო მეტოქეებიდან "რეალს" ყველაზე ძლიერი შეხვდა
"ახლა კარგ მომენტში ნამდვილად არ ვართ" - ბუტრაგენიომ ზამთარში "რეალის" შესაძლო გაძლიერებაზე ისაუბრა
"სამპდორიას" პრეზიდენტი თაღლითობისთვის დააპატიმრეს
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
ემილიო ბუტრაგენიო: არასდროს დამავიწყდება ის ჯოჯოხეთური გარემო ნეაპოლის სტადიონზე
ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური: "კორდობა" და "ეიბარი" დაზავდნენ
მზეთუნახავი ბაჰამის კუნძულებიდან - კრიშტიანო რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა
დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
დრიბლინგი: ხუთი წლის რონალდო [VIDEO]
ჩემი ორი ნატაშა - როგორ ქომაგობდნენ ირინა შეიკი და კიდევ 2 მოდელი რუსეთს [PHOTO]
კრიშტიანო რონალდო 2025 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის არყოფნას გამოეხმაურა
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
რონალდოს ყოფილმა შეყვარებულმა ირინა შეიკმა Calvin Klein-ისთვის გაიხადა [PHOTO]
კრიშტიანო რონალდოს უნიკალური მიღწევა
კრიშტიანო რონალდომ ჯორჯიანა როდრიგესს 6 მილიონი ევროს ღირებულების ბეჭედი აჩუქა
დიდი ალბათობით, სერია A-ს დაწყების თარიღი გადაიწევს
ათჯერ ნაოპერაციევმა სანტი კასორლამ ვარჯიში დაიწყო
სანტი კასორლას ფეხზე მეცხრე ოპერაციას გაუკეთებენ
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
ემილიო ბუტრაგენიო: პსჟ, "იუვენტუსი", ახლა "ბაიერნი"...
კრიშტიანო რონალდოს 9 ქალი [PHOTO]
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
"რეალისა" და "სიტის" წარმომადგენლებმა საქებარი სიტყვები გაცვალეს
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს
ათჯერ ნაოპერაციევმა 34 წლის კასორლამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]
ფელიქსი, რომელიც "ბენფიკაში" დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის