9 წლის წინ უოლკოტმა "არსენალის" მაისურა მოირგო
არსენ ვენგერი ჟენევაში ცნობილი სპორტსმენების სპეციალურ გალა-ცერემონიალს დაესწრო.

იქვე იმყოფებოდა ოტმარ ჰიტცფელდიც და ამ ორ ბრწყინვალე მწვრთნელთან ერთად სურათი სიამოვნებით გადაიღო ფორმულა 1-ის ცნობილმა პილოტმა ნიკო როსბერგმა, რომელიც "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე სიამაყით გამოამზეურა. "როგორც ყოველ წელს, არაერთ დიდ ადამიანს შევხვდი" - მიაწერა როსბერგმა.

"ტვიტერზეც" და "ინსტაგრამზეც" სიხარულით გამოფინა ვენგერთან ერთად 9 წლის წინ გადაღებული ფოტო თეო უოლკოტმა, რომელიც მაშინ, 2006 წელს, 16 წლის ასაკში "საუთჰემპტონიდან" შეუერთდა "მეთოფეებს". "9 წლის წინ..." - მიაწერა უოლკოტმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას საკამათო და თამამი განცხადება გააკეთა - აქაოდა, ჩვენ ახლა უკეთესი თავდამსხმელები და შემტევები გვყავს, ვიდრე გუნდს 2006-ში ჰყავდაო.

"წმინდანების" აღზრდილმა შემტევმა თავად გაიხსენა ის დიდი ფეხბურთელები, რომლებიც იმ დროისთვის ბურთაობდნენ მაშინ ჯერ კიდევ "ჰაიბერიზე" - ტიერი ანრი, დენის ბერხკამპი, რობერ პირესი, ფრედი ლიუნგბერგი, ხოსე ანტონიო რეიესი...

უოლკოტმა ეს ფეხბურთელები აქო, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი აზრით, "არსენალს" ისტორიაში საუკეთესო თავდასხმა სწორედ ახლა ჰყავს - თავად იგი, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი, სანტი კასორლა, მესუთ იოზილი, ალექსის სანჩესი, ოლივიე ჟირუ... ოღონდ უოლკოტმა ერთიც დაამატა, ამის დასამტკიცებლად ტიტულები უნდა მოვიგოთო. ასე რომ, ჰა ბურთი და ჰა მოედანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მოყვარულმა ფეხბურთელმა მესის რეკორდი დაამხო [VIDEO]
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
საით ურტყამ, ზლატან?! - შვედს რეალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ევროპა ლიგა. II ტური: ქართველებიდან მხოლოდ კვირკველიამ გაიმარჯვა [VIDEO]
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
მესუთ იოზილს გარანტიები სურს - გაძლიერდება თუ არა "არსენალი"?
თეო უოლკოტი: კარგი თუ დიდი?
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: სერიები, რეკორდები და ჩავარდნები