"ცხინვალმა" და "სიონმა" ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" სპარინგ-მატჩი გამართეს
უკვე ცნობილია, რომ "სპარტაკი" 2015 წლიდან "ცხინვალის" სახელწოდებით იასპარეზებს. გუნდმა II წრისთვის მზადება სხვებთან შედარებით ბევრად ადრე, 20 დეკემბერს დაიწყო. ამ თვის ბოლოს კი კახა კაჭარავას დამოძღვრილი გუნდი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

მანამდე კი "ცხინვალმა" უკვე მეორე სპარინგ-მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე": "მეტალურგთან" გამარჯვებას (4:0) 21 იანვარს კიდევ ერთ უმაღლესლიგელთან, "სიონთან" მოგება მოჰყვა - 2:1.

ამ სპარინგში ანგარიში "ცხინვალის" ახალწვეულმა, 21 წლის რატი ცაცკრიალაშვილმა გახსნა, რასაც პირველ ტაიმშივე  გელა ჯინჭარაშვილის საპასუხო გოლი მოჰყვა. მატჩის მიწურულს კი "ცხინვალელთა" პოტენციურმა ახალწვეულმა, 18 წლის თენგიზ მაკასარაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ისე, როგორც წინა სპარინგ-შეხვედრაში, კახა კაჭარავამ ამჯერადაც ორი შემადგენლობით ათამაშა თავისი გუნდი:

I ტაიმი: ს. ნანიევი - ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნ. ჯიშკარიანი - ბურძენაძე, იმედაშვილი - მარკოზაშვილი, ცაცკრიალაშვილი, მუმლაძე - შინდაგორიძე;

II ტაიმი: ნადირაძე - მთივლიშვილი, გიორგაძე, მაისაშვილი, ცერცვაძე - ს. მალანია, მახარობლიძე - ინჯიბაშვილი, ახვლედიანი, თავაძე - მაკასარაშვილი.

აი, რაც შეეხება "სიონს", ბოლნისურმა გუნდმა, ობიექტურ მიზეზთა გამო, მზადება სულ ახლახან დაიწყო და ეს პირველი საკონტროლო მატჩი იყო; თანაც, "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა "ცხინვალის" წინააღმდეგ ის ფეხბურთელები ათამაშა, რომელთაგანაც ზოგი დუბლშემადგენლობაში ასპარეზობს, ზოგი კი სინჯებზეა.

"სიონი": მაღრაძე, ჯაფარიძე, ქურდაძე, ბურნაძე, გიორბელიძე, გ. ჯინჭარაშვილი, გოგოლაძე, გ. ოქროპირიძე, ჩაფიძე, სტეფანია, ლ. ჯინჭარაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ხუმარაშვილი, ს. გურეშიძე, ჩიფჩიური, ჯაყელი, ცაბოლაშვილი, ქებურია, ბ. ოქროპირიძე.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "სიონი" 25 იანვარს "სამტრედიასთან" ჩაატარებს, ოღონდ ლადო ბურდული ამჯერად ძირითად შემადგენლობას დაეყრდნობა. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ 27 იანვარს "სიონი" გორის "დილას" წაესპარინგება, 28 იანვარს - "ვიტ ჯორჯიას", 30 იანვარს კი - "საბურთალოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
"რუსთავის" ფეხბურთელმა გოლი 55 მეტრიდან გაიტანა [VIDEO]
"საბურთალო": იაშვილთან კონტრაქტი გაგრძელდა, ახალი ცაცკრიალაშვილია
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
საბურთალო-შუქურა 3:2 - ფაქტობრივად, დარჩნენ... [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: ახალი სტადიონი და ბაზა შემდეგი სეზონიდან
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
სამტრედია-საბურთალო 8:2 - აწყვეტილები
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
რატი ცაცკრიალაშვილი "სიონში" გადავიდა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...