საქართველომ ახლა მაინც უნდა გადაუხადოს მადლობა ხუთი შვილის მამას...
ფეხბურთელებს სხვადასხვა ფაქტორის გამო აფასებენ. არიან ვარსკვლავები, რომლებიც საფეხბურთო სპექტაკლების გამო აიყვანეს ცაში. არიან ისეთებიც, რომლებმაც, თამაშთან ერთად, თავი გამორჩეული ქმედებებითაც დაგვამახსოვრეს. დღეს ერთ მათგანზე მოგითხრობთ.

1995 წელს 20 წლის თავდამსხმელი მიხეილ ფოცხვერია ზაპოროჟიეს "მეტალურგმა" იჯარით ბრემენის "ვერდერის" დუბლებში გაუშვა, მაგრამ უკრაინელებმა დიდი ფული მოითხოვეს. უკან დაბრუნებული ფოცხვერია კი დონეცკის "შახტარში" ჩაირიცხა, სადაც ბიზნესმენი რინატ ახმეტოვი ახალი მისული იყო.

მალე ფოცხვერია დონეცკელთა ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი გახდა და ისე ათამაშდა, უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის ბომბარდირიც გახდა.

მაშინ ნიჭიერ თავდამსხმელზე დიდი მოთხოვნა იყო: ფოცხვერიას უკრაინისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები იწვევდნენ. რუსეთში (ნოვოსიბირსკის ოლქის სოფელ კურუნდუსში) დაბადებულმა და უკრაინაში (ლუგანსკში) გაზრდილმა ბიჭმა საქართველოში, კერძოდ - სამტრედიაში, მხოლოდ ბავშვობაში და ისიც სულ ორიოდე წელიწადს იცხოვრა და ქართულად ვერ ლაპარაკობდა - მხოლოდ ესმოდა.

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო - სისხლმა უყივლა, უკრაინულ-რუსულ სიკეთეებზე უარი თქვა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე დათანხმდა. ფოცხვერია ვერც "შახტარის" პრეზიდენტის ულტიმატუმმა შეაშინა - ან უკრაინის ახალგაზრდული და"შახტარის" ძირითადი შემადგენლობა, ან საქართველო და ჩვენთან დუბლებში თამაშიო. საბოლოოდ, გამწარებულმა ახმეტოვმა ფოცხვერიას კარიერა მართლაც დაასრულებინა, მიშამ კი საქართველო მაინც არაფერზე გაცვალა.

სამწუხაროდ, ტრავმებმა და არასწორმა მკურნალობამაც თავისი ქნა და უნიჭიერესმა თავდამსხმელმა 27 წლის ასაკში ბუცები ისე ჩამოჰკიდა ლურსმანზე, შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოავლინა.

როგორც თავად ამბობს, დღეს ნორმალურად სიარული უჭირს. ამის მიუხედავად, ფოცხვერიას არჩევანი არასოდეს უნანია და უკრაინულ სპორტულ გაზეთ "კომანდასთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა: "მე, ქართველ კაცს, სხვა არჩევანი არც მქონდა, თორემ კარგად მესმოდა, რომ უკრაინასა და რუსეთს უფრო პერსპექტიული ნაკრებები ჰყავდათ, ვიდრე - საქართველოს".

ორიოდე დღის წინათ ფოცხვერია თბილისში ჩამოვიდა. მას ძალიან უჭირს: ხუთი შვილის მამას არც სახსარი აქვს და თან ლუგანსკში სახლიც დაკარგა, მაგრამ ამასაც აღარ ჩივის, რადგან სამთვიანი მცდელობის შემდეგ ლუგანსკიდან გამოქცევა მოახერხა. საქართველოში კი იმის იმედად დაბრუნდა, რომ ცხოვრებას თავიდან აიწყობს...

ისე, ბევრ ფეხბურთელს გავიხსენებთ, რომლებიც ქართულად "სხლავენ", მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, სამშობლო ქართულის არმცოდნე ფოცხვერიასავით რომ უყვარს. ის უკრაინაში კი ცხოვრობდა, მაგრამ გული მუდამ საქართველოსკენ მოუწევდა. მან თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ სულით და გულით ქართველია.

ვფიქრობთ, ახლა მაინც უნდა გადაუხადოს საქართველომ მას მადლობა, 5 შვილის მამა დაასაქმოს და ბინით უზრუნველყოს. საქართველოსთვის შეწირული კარიერით ფოცხვერიამ ეს ნამდვილად დაიმსახურა.

მან "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა...

- ერთი მხრივ, სამშობლოში თქვენი დაბრუნება გვიხარია; მეორე მხრივ კი, ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული...

- სხვათა შორის, საქართველოში დასახლებაზე უკრაინაში ომის დაწყებამდეც ვფიქრობდი, მაგრამ... ქართული ბავშვებმაც არ იციან, ისინი სკოლასა და ბაღში ლუგანსკში დადიოდნენ და ცხოვრებისეული წვრილმანები მაფერხებდა. ასეთ დროს სხვაგან გადასვლას პრობლემები ახლავს. მაგრამ უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ ჩემი გაწყვეტილება დააჩქარა.

- საქართველოში დასაქმებას შეგპირდნენ?

- ორი დღეა, რაც ჩამოვედი და ჯერ სამსახურზე არავისთან მილაპარაკია. თუ აქ სამუშაოს მოვძებნი, ოჯახსაც ჩამოვიყვან და მშობლებსაც. მეგობრებს, ნაცნობებს ვნახავ და იმედია, უსაქმოდ არ დავრჩები.

ფეხბურთის გარდა, არაფერი ვიცი და ჩემს თავს ისევ ამ სფეროში ვხედავ.

- როგორც ვიცით, კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სკოლაში მუშაობდით...

- სამი წლის განმავლობაში მე და ვოვა ჩერქეზოვი რეგიონალლიგაში გავარდნილ ლუგანსკის "ზარიაში" მენეჯერები ვიყავით და გუნდი პირველ ლიგაში გადავიყვანეთ. მერე კი კერძო სამენეჯერო სააგენტოში ვმუშაობდი, შემდეგ "ზარიას" სელექციონერად დამნიშნეს - საინტერესო და ცოცხალი საქმე იყო. მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გუნდი ზაპოროჟიეში გადავიდა, შტატები შეამცირეს და უმუშევარი დავრჩი.

მერე ქალაქის დაბომბვაც დაიწყო და ბოლო თვეებში, ფაქტობრივად, საშინელებათა ფილმის მონაწილე გავხდი. ამის თავიდან ამოგდება შეუძლებელია.

- მართალია, რომ ლუგანსკიდან გამოქცევა მოგიხდათ?

- აბა, სხვანაირად როგორ ჩამოვიდოდი? იქ ნამდვილი ომია, ქალაქი ალყაშია და ყველა მხრიდან გვბომბავდნენ.

არც შუქი გვქონდა, არც საჭმელი, არც სასმელი... ზაფხულში კიდევ რა გვიჭირდა, ვაშლი და ქლიავი იყო და ამით ვიკვებებოდით, მაგრამ დადგა ზამთარი და... ხალხს უკიდურესად გაუჭირდა. ზოგიერთი პროდუქტს იმარაგებდა, მაგრამ როდემდე ეყოფოდათ? თუკი ვინმეს ფქვილი ჰქონდა, წყალს ურევდა და ოჯახს ამით კვებავდა.

მერე ჰუმანიტარული დახმარებები შემოვიდა, მაგრამ იმასაც მოხუცებსა და ბავშვებს ურიგებდნენ, დანარჩენს სამხედროები იტოვებდნენ.

ვიმალებოდით, რადგან ამბოხებულები ახალგაზრდას რომ დაინახავდნენ, ჯარში მიჰყავდათ. მე კი სროლა და კაცისკვლა არ მსურდა. ამიტომაც გამოსვლა ჭირდა, მაგრამ "ხვრელები" მაინც გამოინახა და ვინც ფულს გადაიხდიდა, მოხუცები, ქალები და ბავშვები ტყის ბილიკებით გამოჰყავდათ. საბედნიეროდ, ეს მეც შევძელი და ამოვისუნთქე. ოჯახი დროებით ზაპოროჟიეში გადავიყვანე, მე კი საქართველოში ჩამოვედი და აქ მუშაობის დაწყებას ვაპირებ. იმედია, მეგობრები დამეხმარებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sss 21
ხომ არჩია ფულს და კარიერას სამშობლო თავის დროზე..ახლა ვნახოთ სამშობლოში თუ ვინმე დაეხმარება..
ნუგზარ დვალი
მერაბ გენაცვალე, აიყვანე ეს თემა კონტროლზე. მიხელ ფოცხვერია ღირსეული კაცია და მას თავის სამშობლოში, რომელსაც კარიერა და უზრუნველი ცხოვრება შესწირა, ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეს. ეს ჩვენი, გულშემატკივრების ვადებულებაცაა, მის მეგობარ ფეხბურთელებთან და სპორტის სამყაროსთან ერთად. ეს ქართველების ღირსების საქმეა. კარგი იქნება თუ ფონდი შეიქმნება. ვისაც რა შესაძლებლობა გვექნება შევიტანთ თანხას. თუ არ მოება თავი, ჩვენ შევხვდეთ მიშას შევუთანხმოთ და გავაკეთოთ ეგ საქმე.
poteli
მადლობა მიხელი ,შენისთანა ვაჟკაცის მხრებზე დგას ერის სიამაყე. აუცილებელია ფონდის შექმნა, გამოაქვეყნეთ ანგარიშის ნომერი, დიდად საწყენი იქნება თუ ამ კაცურ კაცს ვერ დავეხმარებით.
MAQSIME
მაგარი კაცი ხარ მიხეილ! მაგარი გული დამწყდა დიდი ფეხბურთი რომ ვერ ითამაშა... ძალით დაუნგრიეს კარიერა... არ აპატიეს საქართველოს ნაკრებში თამაში... როგრო მახსოვს (ან რა დამავიწყებს) საქართველო 2-0 ბუფონის იტალიას რუსთავში. ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა მაშინ. სტადიონზე ნემსი არ ჩავარდებოდა. ფოცხვერიას იმ თამაშს და ჩხუნსაც რა დამავიწყებს?! მოკლედ ვალდებულები ვართ ყველა რომ ამ დაუფასებელ კაცს პატივი ვცეთ და დავაფასოთ! ამ კაცს კარგი იქნება თუ ისევ ფეხბურთში დავასქამებთ თუნდაც ბავშვთა და თუნდაც მწვრთნელად. ბინითაც უნდა უზრუნველყონ გაანძრიეთ ერთი ადგილი ვისაც გეკუთვნით და შეგიძლიათ დახმარება. მიხეილ მაგარი კაცი ხარ გფარავდეს უფალი შენ და შენს ოჯახს!
nika
თქვენ გენთველებო მასე რაა მიშა უდიდესი ტალანტი იყო და ქვეყანა უნდა დაეხმაროს აუცილებლად და კომენტარები რო წავიკიტხე ძაან გამიხარდა გენაცვალეთ ქართველებო მართალია უნდა დავეხმაროთ ამ კაცს უნდა მოვიფიქროთ გზა როგორ შეგვიძლია ჩვეულებრივ მოქალაქეებს დახმარება იმედია ლელო მართლა ითავეს ამას !!!!
მიშა
ამ კაცმა თავისდროზე ფულს სამშობლო არჩია. ეხლა სამშობლოს დროა ვალის გასტუმრების!
soso
უნდა დაეხმაროს მთელი საქართველო. მაგარი კაცია.
ავთო
უმაგრესი ტალანტი იყო.. ამაზე მაგარი ახალგაზრდა მე არ მინახავს... აუ ამას რო პატრონი ყოლოდა და კარგ ქვეყანაში მოხხვედრილიყო მსოფლიო ზვეზდა გახდებოდა არადა.............
david
იმედია დაეხმარბა სახელმწიფო
zura
ამ ეტაპზე ფონდი უნდა შეიქმნას,რომ საცხოვრებელი ქონდეს ამ კაცს და მის ოჯახს,შემდეგ კი ახალმა ფედერაციის პრეზიდენტმა,არჩევნების შემდეგ (ლევან კობიაშვილი)უნდა იზრუნოს მის დასაქმებაზე!
gogi
მომილოცნია მშვიდობით ჩამოსვლა მიშა. მთავარია სიცოცხლე და ჯანმრთელობა, დანარცენი ყველაფერი აეწყობა. ვფიქრობ საქმის დაწყებაში აუცილებლად დაგეხმარებიან სპორტის, განსაკუთრებით ფეხბურთის მესვეურები და სპორტის სამინისტრო. С приездом Миша на историческую родину генацвале. Самое главное что все живи и здоровы. Не грусти, всё будет прекрасно, Мы с тобой. საქველმოქმედო მატჩის გამართვა, მართლაც კარგი იქნებოდა. იქნებ იტავოს ფედერაციამ ეს საქმე.
gogi
მომილოცნია მშვიდობით ჩამოსვლა მიშა. მთავარია სიცოცხლე და ჯანმრთელობა, დანარცენი ყველაფერი აეწყობა. ვფიქრობ საქმის დაწყებაში აუცილებლად დაგეხმარებიან სპორტის, განსაკუთრებით ფეხბურთის მესვეურები და სპორტის სამინისტრო. С приездом Миша на историческую родину генацвале. Самое главное что все живи и здоровы. Не грусти, всё будет прекрасно, Мы с тобой. საქველმოქმედო მატჩის გამართვა, მართლაც კარგი იქნებოდა. იქნებ იტავოს ფედერაციამ ეს საქმე.
marine
სჰემდზრა ამ ამბავმა . ტბილისსჰი ყოველ დგე უამრავი სურსატი სემოდის ,ის გარიბების არ არის კვირასი ერტი დგის ტრაილერები გააგზავნეტ უკრაინასი .ასე დავეხმაროტ, რად უნდა უკრაინას მეომრებიტ დახმარება ორი კიმპალი კაცი გვყავს .გაფრტხილდიტ ნუ წამოეგებიტ ანკესს.
SHUKOVANI
მე არ მახსოვს ამ კაცის თამაში, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ჩავურიცხავდი თანხას. შექმენით რამე ანგარიში. გაიხარე მაგარი კაცი ხარ!
გიო77
ამ კაცს ვენაცვალე ამის უანგარო მამულიშვილობას.რამე უნდა მოვიფიქროთ ყველამ და გვერდში დაუდგეთ ამ ვაჟკაცს.ლელომ უნდა ითავოს ამის ორგანიზება.არ წავუყრუოთ თქვენი ჭირიმე!
შიო
დაფასება უნდა
მერაბ
nika nikoladze, კარგი აზრია. ყოველგვარ ფონდებს სჯობია, რაიმე ჯგუფი შევქმნათ და სფფ–მდე მივაწვდინოთ ხმა, ორგანიზება გაუკეთონ საქველმოქმედო მატჩს. სტადიონი ნამდვილად გაივსება, დარწმუნებული ვარ
batumeli...
jurnalistan erti txovna iqneb momavalshic ganagrdzo mishas ambebis cera yvelas magra gvainteresebs,,,da darcmunebuli var yvela qartveli gverdshi daudgeba,rame angarishi an rame mofiqret rom davexmarot,,amaze magari kacis deda vatire
Erekle
მაგარი კაცია
h
გენაცვალე გულში!
Erekle
კველაზე კარგი იქნება საქველმოქმედო მატჩი რომ ჩაატარონ,შეიკრიბონ ძველი ტაობა და ერთი მატჩი ითამაშონ, გაივსება სტადიონი,მაგ. მიხეილ მესხი. ხომ ეტევა 25000 კაცი ბილეთის ფასი 5 ლარი და ქარტველი ხალხისგან ბინა ფოცხვერიას. ალალია ამ კაცზე ბიჩებო!
მერაბი
კი, 97–ში იყო ეგ თამაში, 2:0 მოვიგეთ. ფოცხვერიას არ გაუტანია, მაგრამ მაგრად ითამაშა, თან ფრანჩესკო კოკოს სცემა. ეგ კოკო მერე სერიოზული ფეხბურთელი დადგა
nika nikoladze
ამ საიტზე ხშირად შემოვდივარ მაგრამ რეგისტრაცია არასოდეს მიცდია მაგრამ მიშა ფოცხვერია ნაღდად ის კაცია რომელის გასაჭირს უკომენტაროდ ვერ დავტვებდი.ამ ბიჭის კოცობის აღწერას აღარც დავიწყებ ეს მთელმა საქართველომ კარგად იცის და ამას ზედმეტი კომეტირება აღარ ჭირდება.მინდა გთხოვოთ ჟურნალისტებს,ფეხბურთის ჩინოვნიკებს,ბიზნესმენებს,უბრლო ქართველებს ვისაც რა შეგვიძლია ამ კაცს გვერდში ამოვუდგეთ და ამ გასაჭირში არ მივატოვოთ.მიშა ფოცხვერია ამას ნამდვილად იმსახურებს!!!გაუკეთეთ ორგანიზება რაიმე ფონდს სადაც ნებისმიერ ექნება შესაძლებლობა თანხის ჩარიცხვის და დარწმუნებული ვარ 5 და 10 ლარს არც რიგითი ქართველი დაინანებს.ჩემზე გახარებული კაცი არ იქნება ერთი 3 თვის შემდეგ ამ კაცს სამადლობელი ეთქვას ქართველი კაცის მიმართ.
vaso
მე პატარა ვიყავი და ამ ადამიანმა იტალიას მოუგო ზუსტათ არ მახსოვს მაგრამ ის კი ვიცი რომ მან გაიტანა მიხეილ ფოცხვერიამ და ცემა კიდეც იტალიელი იმ იტალიიდან რამოდენიმემ მსოფლიო მოიგო ჩვენც კარგი გუნდი გვყავდა ძალიან კარგი წარმატებები ღირსეულო ქართველო ყველაფერი კარგად იქნება
გია
საგონებელში რომ ვართ ფეხბურთის ფედერაცია ვინ უნდა მართოსო, აი ასეთმა ხალხმა, ამ კაცმა თავის დროზეც დაამტკიცა სამშობლოს სიყვარული, თანაც უანგაროთ, და ახლა როცა გაუჭირდა ჩვენ უნდა გავუწოდოთ ხელი, ვალდებულები ვართ. მაგრად ჩავჭიდოთ ამ კაცს ხელი და არსად გავუშვათ.
geo
კაცი, რომელმაც თავის დროზე უარი არ თქვა ნაკრებში თამაშზე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებიც ეპატიჟებოდნენ. ფედერაცია დაასაქმე ეს ადამიანი
gio
კი ბატონო დავეხმარებით ღირსეული ადამიანია თან 5 შვილის მამა შექმქნით ფონდი და გაზეთიდან გვაცნობეთ სად ჩავურიცხოთ ფული
Shalva73
მაშინ, როდესაც საქართველო სავსეა "ყანწიანი პატრიოტებით", ამ ადამიანმა საქმით დაუმტკიცა თავის სამშობლოს ღირსეული შვილობა. ეხლა კი დროა სამშობლომ დაუფასოს თავის ღირსეულ შვილს მისდამი გაღებული მსხვერპლი. მადლობა მიშა შენი ღირსეული ქართველობისთვის.
ok
სხვა "ნაქართველარი" ფეხბურთელებისაგან განსხვავებით, რომლებიც ყოველგვარი ტყუილ-სიმართლით რუსეთის სახელით ცდილობენ სხვდადსხვა ნაკრებებში დამკვიდრდნენ, ამ ადამინამა კაცობა შეინარჩუნა და სამშობლო ფულზე არ გაყიდა. ამ კაცს შველა ესაჭიროება და ყველას მოგიწოდებთ, ვისაც და როგორც ეს ხელგვეწიფება, დავეხმაროთ.
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილმა "შახტარის" პრეზიდენტმა უკრაინა დატოვა
"შახტარის" პრეზიდენტის ქონება 80%-ით შემცირდა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია
"შახტარის" ვიცე-პრეზიდენტი - სააკაშვილს: უკრაინამ 15 თვეში უფრო მეტი ააშენა, ვიდრე საქართველომ 15 წელში
იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"შახტარის" პრეზიდენტი: პირველი ფული ბანქოთი ვიშოვე
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანის, რინატ ახმეტოვის ქონება რუსეთში დაყადაღდა - "შახტარის" პრეზიდენტს ადრე ზელენსკი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა
ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები
ფიფა რუსულ ფულს ვერ ელევა - უკრაინელები მათ განადგურებულ მარიუპოლში გაგზავნას მოითხოვენ
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა