თბილისელმა სოფიო ქვაცაბაიამ ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზა
თბილისელმა სოფიო ქვაცაბაიამ წარმატებით იასპარეზა ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგში იგი მეხუთე ნომრად იყო განთესილი. ზედიზედ ანასტასია პრენკოს (თურქმენეთი) და ინგრიდ გამარა მარტინსის (ბრაზილია) ძლევის შემდეგ, ჩვენებურმა კრისტინა შმიედლოვას (სლოვაკეთი) აჯობა - 6:4, 6:4, ნახევარფინალში იტალიელი ალის სავორეტი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:0. გადამწყვეტ პაექრობაში ფრანგი ალის ბაკე დაამარცხა - 6:2, 6:3 და ტურნირზე სეტის დაუთმობლად ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

ქვაცაბაია წყვილებშიც ახლოს იყო მიზანთან. თანამემამულე ეკატერინე გორგოძესთან ერთად ნახევარფინალში ჩინელების - სიიუ ჩენისა და იაჰონ ლის დუეტს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 3:6, 10:7, ფინალი კი ასევე სამ სეტში დათმო (4:6, 6:4, 4:10) რეიტინგფავორიტებთან - მელის სეზერსა (თურქეთი) და ჩანელ სიმონდსთან (სამხრეთი აფრიკა) და მეორე ადგილს დასჯერდა.

ქვაცაბაია და გორგოძე ამ კვირასაც ანტალიაში დარჩებიან და ახალ 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან. გორგოძე, სავარაუდოდ, პირველი, ქვაცაბაია კი მე-6 ნომერი იქნება.

ტუნისის 10.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობის ნახევარფინალში ითამაშა მარიამ ბოლქვაძემ იულია ბრიზგალოვასთან (რუსეთი) ერთად, სადაც პირველ ნომრად განთესილ ესტელ კასკინოს (საფრანგეთი) და იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) დუეტთან დამარცხდა - 5:7, 6:2, 5:10, ერთეულთა თანრიგში კი პირველსავე წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას. მარიამი მიმდინარე კვირასაც ტუნისის ახალ 10.000-იან შეჯიბრებაში მოსინჯავს ძალებს.

უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო ქვაცაბაია ამერიკაში დეიტონა ბიჩის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) კორტებზე გამოდიოდა, სადაც ერთეულებში მეორე შეხვედრა დათმო, ხოლო წყვილებში მეოთხედფინალური ორთაბრძოლა წააგო უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან ერთად.

შაფათავა ამ კვირასაც ამერიკაში დაუპირისპირდება მეტოქეებს სანრაისის 25.000-იან ტურნირებში. ჩვენი გოგონებისთვის ეს ორთაბრძოლები ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია ფედერაციის თასის გათამაშებისთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა შარშან ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა სოფიო შაფათავამ, რომელმაც ოთხი შეხვედრა ერთეულებსა და ამდენივე წყვილებში მოიგო.

ტურნირის ორგანიზატორებმა შარშანდელი სეზონი შეაჯამეს და საუკეთესოებიც გამოავლინეს.

ტურნირის უძვირფასესი მოთამაშეების ნომინაციის ხუთეულში სოფიო შაფათავაცაა დასახელებული.

ფედერაციის თასის ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველი ჩოგბურთელი მოხსენიებულია ეუჟენი ბუშარის (კანადა), პეტრა კვიტოვას (ჩეხეთი), კიკი ბერტენსის (ჰოლანდია) და აგნიეშკა რადვანსკას (პოლონეთი) გვერდით, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ნაკრები გუნდების დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

საქართველოს ნაკრები 4 თებერვლიდან ბუდაპეშტში ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ითამაშებს. უნგრეთის დედაქალაქში 15 ნაკრები მოიყრის თავს. წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ.

A ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია.

B ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თურქეთი, ლიხტენშტაინი.

C ჯგუფი: ბელორუსი, პორტუგალია, ბულგარეთი, საქართველო.

D ჯგუფი: ბელგია, ხორვატია, ისრაელი, ლატვია.

ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები მსოფლიო თასის II ჯგუფის ორი საგზურისთვის შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო ბოლოადგილოსნები პირველ ევროაფრიკულ ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.

C ჯგუფის შეხვედრათა კალენდარი ასეთია:

4 თებერვალი. საქართველო-ბელორუსი, ბულგარეთი-პორტუგალია.

5 თებერვალი. საქართველო-პოტუგალია, ბელორუსი-ბულგარეთი.

6 თებერვალი. საქართველო-ბულგარეთი, ბელორუსი-პორტუგალია.

საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, მარიამ ბოლქვაძე, მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (კაპტიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა