2010 წლის მერე პირველად, დები უილიამსები "დიდი სლემის" მეოთხედფინალში
პირველად 2010 წლის შემდეგ, "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში ერთდროულად გავიდნენ დები უილიამსები. ვინუს უილიამსის წარსული დამსახურებების მიუხედავად, მისი გამოსვლა ავსტრალიაში ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელმა გუშინ ბრძოლას გამოთიშა ტურნირის მეექვსე ნომერი აგნიეშკა რადვანსკა.

პირველ სეტი მარათონული გამოდგა. ჩოგბურთელებმა 51 წუთი ითამაშეს და ყველაფერი მერვე გეიმში რადვანსკას მოწოდებაზე გადაწყდა. აქ 12-ჯერ დაფიქსირდა "თანაბარი" და ბოლოს ვინუსმა მაინც შეძლო ბრეიკის გაკეთება და შემდეგ სეტზე ჩაწოდება.

მეორე პარტიაში უილიამსი მოეშვა, რითაც პოლონელმა კარგად ისარგებლა და 5:1 წაიყვანა ანგარიში, რის შემდეგაც აღარ გასჭირვებია ანგარიშის გათანაბრება. აგნიეშკამ ინერციით ბრეიკი შეასრულა მესამე სეტის სტარტზე და აქ უცებ უილიამსის თამაში მკვეთრად შეიცვალა. გაქრა შეცდომები, იმატა ტემპმა და რადვანსკა დაიბნა. შედეგად, ამერიკელმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და 2010 წლის აშშ-ის ღიას შემდეგ პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

ვინუსის შემდეგი მეტოქე ახალგაზრდა თანამემამულე მედისონ კისი იქნება, რომელმაც ძალიან იოლად მოუგო სეხნია მედისონ ბრენგლს - 6:2, 6:4. კისი ამ ტურნირზე უიმბლდონის ორგზის ჩემპიონის პეტრა კვიტოვას დამარცხებით იწონებს თავს და სავარაუდოდ, დიდ ბრძოლას გაუმართავს უფროსს უილიამსს. აქამდე ისინი ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ორი წლის წინ გრუნტზე ვინუსმა მოიგო. ამ უკანასკნელს გამოცდილების მხრივაც დიდი უპირატესობა აქვს, რადგან კისი პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" მეოთხედფინალში.

ზედიზედ მესამე მატჩში მოუწია სერენა უილიამსს პირველი სეტის წაგების შემდეგ მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი ესპანელ გარბინ მუგურუსასთან, რომელთანაც შარშან როლან გაროსზე 2:6, 2:6 წააგო. მაგრამ პირველი სეტის შემდეგ რევანშზე არავინ ფიქრობდა - მუგურუსამ ეს პარტიაც 6:2 მოიგო და დაწინაურდა.

მეორე სეტში თავიდან თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ 3:3-ზე სერენამ ბრეიკი შეასრულა და არც ერთი გეიმი აღარ მისცა მეტოქეს. მესამე პარტია მუგურუსას ბრეიკით დაიწყო, რასაც მოჰყვა მარათონული გეიმი ესპანელის მოწოდებაზე - უილიამსს ექვსი ბრეიკ-პოიტი ჰქონდა, რვაჯერ იყო "თანაბარი". ამერიკელმა მოიგო ეს უმნიშვნელოვანესი გეიმი და საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა - 2:6, 6:3, 6:2.

დღის ყველაზე სანახაობრივი მატჩი სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ და ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ შემოგვთავაზეს. ამ შეხვედრას ხმაურიანი აფიშა ჰქონდა: შარშანდელი ფინალისტი ორგზის ჩემპიონის წინააღმდეგ. აზარენკა წინ იყო ურთიერთშეხვედრებში - 7:2.

ამ მატჩში სამი სეტი გათამაშდა და სამივე ერთნაირად იწყებოდა - ვიქტორია 2:0 გადიოდა წინ. პირველ სეტში ციბულკოვამ 0:2-დან ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და 35 წუთში 6:2 მოიგო. მეორე სეტში ვიქტორიამ 2:0-ის შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

დაიწყო მესამე პარტია და აზარენკა ისევ ბრეიკით გავიდა წინ. მესამე გეიმში მას ორი ქულა აკლდა იმისთვის, რომ სამგეიმიანი უპირატესობა მიეღო, მაგრამ ციბულკოვამ, რომელიც წაგების შემთხვევაში ტოპ-ოცეულის მიღმა ვარდებოდა, შეძლო საჭირო დროს თამაშში გარდატეხის შეტანა. სლოვაკმა მომდევნო შვიდი გეიმიდან ექვსი თავის სასარგებლოდ დაასრულა დ 2 საათი და 9 წუთი ბრძოლის შემდეგ 6:2, 3:6, 6:3 მოიგო.

სლოვაკს თავის მომავალ მეტოქესთან - სერენა უილიამსთან ოთხიდან ოთხი მატჩი აქვს წაგებული. თუმცა გვახსენდება 2013 წლის მაიამის ტურნირი, როცა დომინიკა 6:2, 4:1 იყო დაწინაურებული, მაგრამ უილიამსმა შემოატრიალა მატჩის ბედი.

ქალები

1/8 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 24) 2:6, 6:3, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 6:2, 3:6, 6:3; მედისონ კისი (აშშ)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:2, 6:4; ვინუს უილიამსი (აშშ, 18)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 6) 6:3, 2:6, 6:1.

1/4 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11); მედისონ კისი (აშშ)-ვინუს უილიამსი (აშშ, 18); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 3); ეჟენი ბუშარი (კან, 7)-მარია შარაპოვა (რუს, 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
რეიტინგები: სერენას ახალი მდევარი
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ფოტო-NEWS: აგნიეშკა გათხოვდა
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
ბოლო პრემიერი აგნიეშკა რადვანსკასია
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ინდიან უელსი: 6:2 ჯოკოვიჩთან - სენსაციაა!
ინდიან უელსი: სასწაულების დღე
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია