"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი აგენტებზე მას მერე განრისხდა, რაც უეინ რუნის წარომადგენელმა პოლ სტრეტფორდმა ფორვარდს თავგზა აუბნია
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი კვლავ აგენტებს უტევს. კაცი, რომლის ვაჟი ჯეისონი ერთიხანობა სწორედ აგენტობით შოულობდა ფულს, ამ პროფესიის ხალხზე მას მერე განრისხდა, რაც უეინ რუნის წარომადგენელმა პოლ სტრეტფორდმა ფორვარდს თავგზა აუბნია და ოქტომბერში კინაღამ "მანჩესტერ სიტიში" გააქცია. დღეს, ფერგიუსონი აცხადებს, რომ ბევრი აგენტისგან მას ენით აღუწერელი შეთავაზებები მოუსმენია.

"ერთმა, ჰონორარის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი მომთხოვა. მეორემ, თავდამსხმელის აგენტმა, მითხრა, რომ მისი კლიენტისთვის ყოველი გოლის შემდეგ პრემია უნდა გამომეწერა.

გაოცებულმა მივაშურე "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორატს და ვთხოვე ამ კაცისთვის აეხსნათ, რომ გოლის გატანა მისი კლიენტის პირდაპირი მოვალეობა იყო და ამაში პრემიები არ ეკუთვნოდა. საშინლად ვღიზიანდები, როდესაც მწვრთნელები მირეკავენ და ხოტბას ასხამენ თავიანთ ფეხბურთელებს, რომლებიც "იუნაიტედის" რეზერვშიც კი ვერ მოხვდებოდნენ. არადა, ასეთი ფეხბურთელებისთვის ისინი წელიწადში მილიონ ფუნტს ითხოვენ.

ჩემთან, "იუნაიტედში", ყველა ფეხბურთელი იმსახურებს იმ გასამრჯელოს, რომელსაც იღებს.

ეს ბიჭები, ხომ ყოველკვირა 75 ათასი ადამიანის წინაშე გამოდიან და ნამდვილ სანახაობას ქმნიან. საერთოდ კი, პრემიერლიგაში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ქვეყნის ფულს ხვეტავს და რატომ, კაცმა არ იცის".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა