ბრიტანელი ფინალში გავიდა
გუშინ ასევე ერთი ნახევარფინალი გაიმართა მამაკაცებს შორის. ავსტრალიის ღიაზე მეოთხე ფინალში გასვლას ცდილობდა ბრიტანელი ენდი მარეი, ამისთვის კი მას ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ტომაშ ბერდიხის დამარცხება სჭირდებოდა.

ჩეხმა გუშინდელ მატჩამდე ისე მიაღწია, რომ არც ერთი სეტი არ წააგო, მეოთხედფინალში კი რაფაელ ნადალი გაანადგურა. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ბრიტანელი 4:6-ს აგებდა ურთიერთშეხვედრებში ჩეხთან და ბოლო ორი მატჩიც წაგებული ჰქონდა ტომაშთან.

თუმცა ავსტრალიაში არც მარეის დაეწუნებოდა სათამაშო ფორმა. წინა მატჩებში მან ერთადერთი სეტი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან წააგო, მეორე სეტი კი გუშინდელ მატჩში დათმო - ბერდიხმა ტაი-ბრეიკზე მოიგო და დაწინაურდა ნახევარფინალში.

მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად ბრიტანელის მხარეს გადავიდა, ტომაში კი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ენდიმ ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ბრწყინვალე პროცენტი აჩვენა - ათიდან ექვსი, ბერდიხმა კი სამ სეტში 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ბუნებრივია, მეტოქის ასეთ საჩუქარს მარეი ხელიდან არ გაუშვებდა.

როგორც გითხარით, ენდი მეოთხედ გავიდა ავსტრალიის ღიას ფინალში. 2010 წელს მან როჯერ ფედერერთან წააგო გადამწყვეტი მატჩი, 2011 და 2013 წლებში კი ნოვაკ ჯოკოვიჩთან მარცხდებოდა.

მარეის მეტოქე ფინალში დღეს გაირკვევა, როცა თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და მოქმედი ჩემპიონი სტენ ვავრინკა გავლენ.

კაცები

1/2-ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 6)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:7(6), 6:0, 6:3, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]
რიო 2016: ზიკას ვირუსის გამო პანიკა იზრდება - ბერდიხის, რაონიჩის, ჰალეპისა და პლიშკოვას უარი
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ 63-ე ნომერია
ნიკამ ვენა უნდა გაიხსენოს - დღეს ბასილაშვილი მონრეალში ტომაშ ბერდიხს შეხვდება