21 წლის ასაკში მის თავს უკვე ბევრი ღირსშესანიშნავი რამ მოხდა, თუმცა ის ისეთივე ხალისიანი, თავმდაბალი და უბრალო ბიჭია, როგორიც აქამდე იყო...
საქართველოს რაგბის კავშირმა გასული წლის საუკეთესო მორაგბედ "ბორჯღალოსნებისა" და ფრანგული "ორიაკის" შუამარბი მერაბ შარიქაძე დაასახელა. ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილ საუკეთესო ლეგიონერთა სამეულშიც მოხვდა.

მერაბ შარიქაძე მეტეორივით შეიჭრა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2012 წლის 11 თებერვალს, მადრიდში, ესპანეთის ნაკრებთან მატჩში შედგა. 2011 წელს კი გაზეთმა "ლელომ", როგორც ახალგაზრდა, იმედისმომცემი სპორტსმენი, სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ერთი სიტყვით, მის მიმართ ავანსები საკმაოდ უხვად გაიცა და მერაბიც მას სრულად ამართლებს. 21 წლის ასაკში მის თავს უკვე ბევრი ღირსშესანიშნავი რამ მოხდა, თუმცა ის ისეთივე ხალისიანი, თავმდაბალი და უბრალო ბიჭია, როგორიც აქამდე იყო...

- საქართველოს 2104 წლის საუკეთესო მორაგბედ დაგასახელეს. რას გრძნობდით, რა ემოცია დაგეუფლათ იმ წამს, როცა ამის შესახებ შეიტყვეთ?

- ცხადია, გამიხარდა. მაგრამ სიხარულზე უფრო მეტად პასუხისმგებლობის გრძნობამ იძალა. რა გამოდის? თუ ყველაზე უკეთესად გაღიარეს, ეს სახელი უნდა გაამართლო. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი შრომა დამჭირდება, ვიდრე აქამდე. საუკეთესოს ტიტულის მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ახლა უფრო მეტად ვიქნები ყურადღების ობიექტი. ჩემგან ყველა მხოლოდ საუკეთესო თამაშის მოლოდინში იქნება და თუ ერთი ფეხი დაგიცდა... გაფიქრებაც არ მინდა. თან წარმოიდგინეთ, საუკეთესოდ გირჩევენ მაშინ, როცა გუნდში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეები თამაშობენ.

- ვის გულისხმობთ, ვინ მიგაჩნიათ ასეთად?

- ბევრნი არიან: მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი, დავით ზირაქაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, შალვა მამუკაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, ვიქტორ კოლელიშვილი, დავით კაჭარავა...

ისინი უმაღლესი რანგის გუნდებში ასპარეზობენ და თავიანთ პოზიციებზე ერთ-ერთი უძლიერესები არიან. ასე მარტო მე არ მგონია. თავად განსაჯეთ - საფრანგეთისა და ევროპის ჩემპიონი "ტულონი" ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია, ფაქტობრივად, "ოლ სტარია". და ამ გუნდში სამი ქართველი - გორგოძე, ჩილაჩავა და მიქაუტაძე თამაშობს. ისინი ვარსკვლავები რომ არ იყვნენ, "ტულონში" ვინ გააჩერებდა.

ახლა ჯერ ამათ უნდა დავუმტკიცო, რომ მართლა საუკეთესო ვარ, მერე გულშემატკივრებს, თქვენ - ჟურნალისტებს, და იმათ, ვინც საუკეთესოდ დამასახელა.

- მაინც, რას ფიქრობთ, რატომ დაგასახელეს საუკეთესო მორაგბედ?

- არ ვიცი. ეს იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც დამასახელა. ისე, ეგ მეც მაინტერესებს. ალბათ, წამახალისეს, სტიმული მომცეს. არადა, რომ ვიხსენებ, ძალიან ბევრმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ძალიან მაგრად ითამაშეს. მერე ისიც არის, რომ ტრავმების გამო, რამდენიმე ლიდერი გვაკლდა, თუნდაც ნოემბრის ტესტებზე და ეტყობა, ამანაც იქონია არჩევანზე გავლენა. ახლა საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვარ. ვფიქრობ, ზედმეტი მონდომების გამო უარესი არ დამემართოს.

- ზემოთ საქართველოს ნაკრების მორაგბეები დაახასიათეთ. გამოდის, მსოფლიოს თასის გათამაშებაში, რომელიც წლეულს სექტემბერში დაიწყება, კარგად უნდა ვიასპარეზოთ...

- მსოფლიოს თასზე ძალიან მაგრად გამოვალთ. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენს ჯგუფში პლანეტის ყველაზე ძლიერი გუნდია - ახალი ზელანდია. მასთან თამაში ყველაზე რთული იქნება, მაგრამ გარწმუნებთ, სწორედ მათთან ვითამაშებთ ყველაზე მეტი შემართებით. პირობას გაძლევთ, რომ არცერთი ჩვენგანი, ვინც მოედანზე გავა, წამითაც უკან არ დაიხევს, არ შედრკება.

- უფრო რეალურად რომ ვიმსჯელოთ. ალბათ, ჩვენი გუნდისთვის ორი თამაშის მოგება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია...

- ორი თამაშის მოგება ეს პროგრამა-მინიმუმია. დანარჩენი კი იქ გამოჩნდება. ამბიცია და შემართება შესაბამისი გვაქვს. მაგრამ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საამისოდ დიდი შრომა დაგვჭირდება. ტონგას ნაკრები სერიოზული გუნდია. როგორც ჩვენ ვემზადებით მათ დასამარცხებლად, ისევე ემზადებიან ისინიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. მირჩევნია, თამაშის მერე ვილაპარაკო და მომხდარი გავაანალიზო, ვიდრე თამაშამდე პროგნოზები ვაკეთო.

- მოდით, თქვენს საკლუბო კარიერაზეც ვისაუბროთ. "ორიაკი" ნელ-ნელა ლიდერებში გაერია...

- დიახ, ამჟამად მე-5 ადგილზე ვართ, თუმცა მეორეადგილოსან "ბიარიცს" მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით. თანაც, საშინაო არენაზე, "ალბის" გარდა, ლიდერთა ჯგუფის ყველა წარმომადგენელს მოვუგეთ. წინ კიდევ ბევრი თამაშია და იმედი მაქვს, პლეი-ოფში გავალთ.

- "ორიაკში", თქვენ გარდა, ლევან დათუნაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და როლანდ კვაჭაძე თამაშობენ...

- ლევან დათუნაშვილს ოთხკვირიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და მომდევნო ტურში "ნარბონთან" ითამაშებს. ის მეტოქის 9 ნომრის პროვოკაციაზე წამოეგო, შელაპარაკება მოუვიდა, მერე იმან ისეთი მსახიობური ჩაატარა... მოკლედ მსაჯმა "ჩაქუჩას" წითელი ბარათი უჩვენა. ხატიაშვილი და კვაჭაძე ტრავმირებულნი არიან. კვაჭაძემ ფეხზე გაიკეთა ოპერაცია, ხატიაშვილმა კი ხელზე - მყესი ჰქონდა გაწყვეტილი.

- ჩვენი წინა საუბრისას თქვით - ჰართფურში სწავლა მივატოვეო. არადა, ძალიან გინდათ, რომ ისწავლოთ. საფრანგეთში ხომ არ მიაგენით რამე ისეთს, რასაც სიამოვნებით ისწავლიდით?

- არა, სამწუხაროდ, ორიაკი პატარა ქალაქია და აქ უნივერსიტეტი არ არის. თანაც, ფრანგული ენაც არ ვიცი ჯერ ისე, რომ უნივერსიტეტში ვისწავლო. თუ დიდი ქალაქის გუნდში გადავალ, შესაძლოა, იქ განვაგრძო სწავლა. თუ არა და, ორიაკშიც არ ვგრძნობ თავს ცუდად.

- არის რამე შემოთავაზება სერიოზული გუნდებისგან?

- კონკრეტული არაფერია. არ ღირს აჟიოტაჟის ატეხვად. შარშან დაახლოებით 15 გუნდი მეპატიჟებოდა, ყველაზე მეტად "გრენობლი" აქტიურობდა, მაგრამ ესპუარის (სათადარიგო გუნდის მოთამაშე - ავტ) კონტრაქტის გაფორმებას ითხოვდა. მე კი ამის უფლება არ მქონდა, რადგან მანამდე "ბურგ ან ბრესთან" პროფესიული ხელშეკრულებით ვიყავი დაკავშირებული.

მერე უელსური "ოსფრიზის" ვარიანტიც გამოჩნდა. თუმცა, ბოლოს "ორიაკში" დავრჩი და არც ვნანობ.

"ოსფრიზში" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, აქ თამაში მირჩევნია, რისი უფლების მოპოვებაც იოლი სულაც არ არის. თავად განსაჯეთ, ჩემი კონკურენტები სამხრეთაფრიკელი და ფიჯელი მორაგბეები არიან. მონდომებით, დიდი შრომითა და გარჯით ვახერხებ, რომ მათ კონკურენცია გავუწიო.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ერისკაცი
ცხრა უღელი ხარ-კამეჩის ძალა მოგცეს ღმერთმა, ძმაო!
დავით ცხამელი
მართალი ხარ გელა!ბოლო ტესტებზე,რომ არ შერცხვენილიყვნენ 6 ერის გამარჯვებულს შეგვახვედრეს და არა ბოლო ადგილზე გასულს...დარწმუნებული ვარ ბიჭები ისე ითამაშებენ,რომ ახალ ზელანდიელები თამაშის დამთავრების შემდეგაც შეასრულებენ ჰაკას მათ პატივსაცემამად(როგორც სამოემებმა...)...
გუჯა კახაძე
თქვენი წყალი ქართველ ფეხბურთელებსაც გადასხმოდეს!
gela
შენ გენაცვალე. შენი წინა თაობა ხომ ძალიან მაგარია, არ ეწყინოთ მაგრამ მომავალი, მჯერა უკეთესები იქნებით. ასე ვფიქრობთ რაგბის ყველა გულშემატკივარი. იქეთ შევახვეწოთ ბობოლები, მათთან თამაშებზე.დიდი პატივისცემით.
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს