1-ელ თებერვალს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის VIII ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
1-ელ თებერვალს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის VIII ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საინტერესო გამოდგა სუპერლიგის მერვე ტურის ცენტრალური შეხვედრა "შინაგან საქმეთა სამინისტროსა" და მფკ "ნატახტარს" შორის, რომელიც საბოლოოდ ძალოვანთა მინიმალური გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

შსს ერთადერთი კლუბია სუპერლიგაში, რომელსაც ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში მარცხი არ აქვს და 19 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილში.

მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ პსპ-ს, რომელმაც პირველი წრე აუტსაიდერი DHL-ის განადგურებით დაასრულა - 8-2.

პირველი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის "დინამომ", რომელმაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირებაში ს.კ. "ჯვაროსნებს" სძლია - 3-2.

რაც შეეხება თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირებას, მატჩი სტუდენტების მოულოდნელი გამარჯვებით, 5-1 დასრულდა.

ამრიგად, ზედა ოთხეულში ლიდერი კვლავ შსს-ა; ადგილები გაცვალეს პსპ-მ და "პროგრეს ბანკმა", რომელმაც 14 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მფკ "ნატახტარი" 13 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. პირველი წრის ბოლო ტური 15 თებერვალს გაიმართება.

01.02.2015. სუპერლიგა. VIII ტური

FC TTC - საქართველოს უნივერსიტეტი 1:5

გოლები: ბერიშვილი - ჯანგავაძე, თოლორდავა, ჭოხონელიძე (2), ზარდიაშვილი

შსს - მფკ ნატახტარი 2:1

გოლები: ცნობილაძე, უშარაული - დარჩია

დინამო (ბთ) - ს.კ. ჯვაროსნები 3:2

გოლები: პირველი (2), აფციაური - ძაგანია, ჯინჭველაშვილი

DHL - FC PSP 2:8

გოლები: ღონღაძე, ჯინჭარაძე - სარდანაშვილი, კოპლატაძე, გოგიჩაიშვილი (2), ჭუმბურიძე, კაკუბერი, კვირკველია, თევზაძე

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 11, რევაზ ინჯგია (შსს), კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 10, გური გოგიჩაიშვილი (პსპ) - 7.

მერვე ტურის სამი დაპირისპირება გაიმართა ვერცხლის ლიგაში.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა "ვითიბი 2"-ისა და "ბაქსვუდის" დაპირისპირება. მიუხედავად ბაქსვუდელთა არაერთი 100%-იანი საგოლე მომენტისა, "ბანკირებმა", ფეხბურთის დაუწერელი კანონის მიხედვით, 4-2 იმარჯვეს.

6-3 დაამარცხა "საქრუსენერგომ" "ივერიაბეთი", ხოლო "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდისა და "კრედოს" დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.

ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა მომდევნო კვირას, 8 თებერვალს გაიმართება.

01.02.2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური

ვითიბი ბანკი 2 - ბაქსვუდი 4-2

გოლები: დოლიძე, ბუსხრიკიძე (2), სულაძე - ცუცქირიძე, ასათიანი

საქრუსენერგო - ივერიაბეთი 6-3

გოლები: სტეფანიშვილი, მიქაუტაძე, ანდღულაძე, სულაძე, მაღლაკელიძე (2) - ხურცილავა, ხაჩიძე, სუხიტაშვილი

საქართველოს ბანკი 2 - კრედო 1-1

გოლები: იოსავა - ფარცვანია

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები: geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა