ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U16. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

U16. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე რუსეთი დაამარცხა
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე რუსეთი დაამარცხა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჩრდილოელ მეტოქეს 71:66 სძლია და B ჯგუფში, სადაც საქართველოსა და რუსეთთან ერთად საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია და მონტენეგრო არიან თავმოყრილნი, ლიტვასთან საპატიო მეორე ადგილს იყოფს.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე გამარჯვებაა - პირველ ტურში ქართველებმა მონტენეგროს 72:53 სძლიეს, რის შემდეგაც საფრანგეთთან დიდი სხვაობით წააგეს.

რუსეთთან მატჩის შემდეგ თურქეთში დავუკავშირდით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს...

- რუსეთთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარი იყო, თუმცა შეიძლებოდა, კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოგვეგო. ჩვენს ნაკრებს გუშინ საფრანგეთთან რთული მატჩი ჰქონდა. ვერ ვიტყვი, ფრანგებს გადაზრდილი მოთამაშეები ჰყავსო, მაგრამ თუკი ის ბიჭები, რომლებსაც გუშინ ვეთამაშეთ, მართლა 15-16 წლისანი არიან, ბარაქალა მათ. გუშინ ჩვენ ჩამოყალიბებული, თითქმის ზრდასრული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ვეთამაშეთ და საქართველოს ნაკრების წევრები ძალიან გადაიღალნენ. გოგა ბითაძემ მუხლი იტკინა და გადავრჩით, რომ სერიოზული ტრავმა არ მიიღო.

- ბითაძემ რუსეთთან ითამაშა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა...

- მას საფრანგეთთან მატჩში მუხლი ეტკინა და ბოლომდე მწყობრში არ ჩამდგარა. რუსებთან მან კარგად ითამაშა, თუმცა გამორჩევა არავისი მინდა. რუსეთთან მატჩით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, მაგრამ გული მწყდება, რომ უფრო შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ და რუსებს მხოლოდ 5-ქულიანი მარცხი ვაკმარეთ.

- შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?

- შედეგიც საჭიროა, თუმცა მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენი ნაკრები ამ უძლიერეს ტურნირში იღებს. თუ ღმერთმა ქნა და ხვალ ლიტვას მოვუგეთ, ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მოგვეცემა და მერე უკვე მართლაც სხვა სიმაღლეზე ავალთ.

არადა, ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდს შორის თუ ვერ მოვხვდით, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება და მატჩებს მაინც საკმარისად ჩავატარებთ. 5 დღეში 5 შეხვედრა უნდა გავმართოთ და ეს ძალიან დიდი გამოცდილების მომტანი იქნება.

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ტურნირი. 2 თებერვალი. კონია

რუსეთი 66:71 საქართველო

14:13, 17:24, 20:12, 15:22

წყარო: gbf.ge

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა

მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"