"ტოტენჰემმა" აფრიკელი არ გაუშვა
"ტოტენჰემმა" ფანებს, ჰარი კეინთან ახალი კონტრაქტის გაფორმების გარდა, კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა და "დონსიდან" 18 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი ბამიდელე ჯერმინ "დელი" ალი დაიმატა, მაგრამ სეზონის ბოლომდე "დონსსვე" დაუტოვა სათამაშო პრაქტიკისთვის.

"დეზებს" ალიში 5 მილიონი გირვანქის გადახდა მოუხდათ და მასთან ხუთწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, ალის მოუწევს, "ტოტენჰემი" შეიყვაროს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი "ლივერპულის" გულშემატკივრობას იფიცებოდა და მისი კუმირი სტივენ ჯერარდია.

საინტერესოა, რომ "უაით ჰართ ლეინიდან" წასვლასთან ახლოს ყოფილა ემანუელ ადებაიორი, მაგრამ ტოგოელი თავდამსხმელი თანაქალაქელ "ვესტ ჰემ იუნაიტედში" "ტოტენჰემის" მმართველმა დანიელ ლევიმ დაბლოკა, აქაოდა, "ჩაქუჩები" ჩვენი უშუალო კონკურენტები არიანო.

არადა, 30 წლის ადებაიორს "ვესტ ჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა და წესით, სემ ალარდაისთან იჯარით უნდა ეთამაშა. ლევიმ თავისი გადაწყვეტილებით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო "ჩაქუჩების" თანათავმჯდომარე დევიდ გოლდი, რომელმაც "თვითერზე" დაწერა - დასაძინებლად ნუ წახვალთო. "ვესტ ჰემის" ფანებიც ახალი ტრანსფერის მოლოდინში გვიანობამდე დარჩნენ ტელევიზორებთან და კომპიუტერებთან, მაგრამ... გოლდს მობოდიშება მოუხდა.

ადებაიორს არა, მაგრამ აარონ ლენონს დროებით წასვლის უფლება "დეზებმა" მისცეს და იგი "ევერტონში" გაანათხოვრეს. რით დაეხმარება რობერტო მარტინესს და აღიდგენს თუ არა სათამაშო ფორმას 27 წლის ფლანგელი, ერთად ვნახავთ.

ფაქტია, სულ არაფერს ეს სიახლე ნამდვილად სჯობდა, თორემ კრიზისში მყოფი "კანფეტები" აქამდე სულ ფეხბურთელების გაშვებით იყვნენ დაკავებულნი, მათ სამუელ ეტო’ო "სამპდორიას" დაუთმეს და რამდენიმე მეორეხარისხოვანი მოთამაშე გაანათხოვრეს.

არადა, ანერვიულებული მარტინესი ჯერ კიდევ ზაფხულში ვარაუდობდა პრობლემებს და ინტუიცია კარნახობდა, რომ თუ გუნდი გვარიანად არ გაძლიერდებოდა, პრობლემები შეექმნებოდა. ესპანელს არც ზაფხულში და მით უმეტეს, არც ზამთარში სასურველი ფეხბურთელები არ მიუყვანეს და აი, საბოლოოდ ლენონის ამარა დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ადებაიორის თამამი განაცხადი: ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია...
"სექსის დროს რომ არის, ისეთი ხმები მოგვესმა და..." - როგორ უყურებდა არშავინი პორნოს მატჩის შესვენებაზე
"პორნოს უყურებდა, მაგრამ არ მასტურბირებდა" - ადებაიორმა არშავინზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"პუტინი მიყვარს; ყველაზე მეტად მასში ის მომწონს, რომ..." - მოსკოვში მყოფი ადებაიორი რუსეთის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მოსკოვი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და მადრიდსაც სჯობს; მინდა, იქ ჩავიდე და..." - ემანუელ ადებაიორი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"ვლოცულობ, რომ პრემიერლიგაში გადავიდეს" - ადებაიორმა ოსიმენზე ისაუბრა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები