ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აქტუალურ თემაზე: რატომ ვკარგავთ ტალანტებს?

აქტუალურ თემაზე: რატომ ვკარგავთ ტალანტებს?

თავად მყავს ნანახი, რა დღეში ჩავაგდეთ თბილისში ინგლისი და ჩუბა აკპომი. ის აკპომი დღეს "არსენალში" თამაშობს. ჩვენები სად არიან?
საქართველო ტალანტების სამჭედლოა - ოდითგანვე ასე იყო, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება. ამ ქვეყანაზე ყავლი ბევრ რამეს გასდის, თუმცა ვეჭვობთ, ამ ოდინდელ გამონათქვამს დრომ რამე დააკლოს. რაკი ერს ერთხელ გაუჯდება ფეხბურთი ძვალ-რბილში, რაკი ერთხელ დაერქმევა საფეხბურთრთო ქვეყანა, მერე ამ სასიამოვნო "დამღის" მოშორება წარმოუდგენლად მოჩანს.

საქართველოში მუდამ იყვნენ ტალანტები. ბოლო წლებამდე იყვნენ შემდგარი ფეხბურთელები. ახლა რეალობა სხვაა. ახლა ევროპულ გრანდებს ჩვენები აღარ ეპიტნავებათ. გრანდებს ვინ ჩივის, საშუალოზე საშუალო ევროპულ გუნდებშიც სანთლით არიან საძებარნი ჩვენი ფეხბურთელები.

არადა, ფაქტი ჯიუტია - რამდენჯერაც გინდა, გაზომე, მას გვერდს ვერ აუვლი. 19 წლამდე ქართველი ფეხბურთელი ინდივიდუალურადაც ძლიერია და გუნდურადაც. ვისაც არ სჯერა, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების შედეგები ნახოს. ან ნახვა რად უნდა - დღეს ხომ ჩვენში საფეხბურთო წარმატება ისეა გაიშვიათებული, როგორც ჰაერი მაღალმთიან ბოლივიაში და ყველას ყველაფერი ისედაც ახსოვს. ვრჩებით ამ ბიჭების იმედად, ისინი კი... იზრდებიან და რეგრესს განიცდიან.

ჯერ ასეა. იქნებ, ხვალ სხვანაირად იყოს. ჯერ იმაზე ვთქვათ, რაც დღეს არის. მიზეზი ბევრია...

პროფესიონალიზმი

ქართული ფეხბურთის მშვენებას, ოთხმოცდაათიანების დიდებულ თაობას პროფესიონალიზმი აკლდა. რომ არა ეს გარემოება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმ ფორმაციის საქართველოს მთავარ გუნდს აუცილებლად ვიხილავდით ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

რასაც ნაღდი პროფესიონალი ჰქვია, იმ თაობიდან მხოლოდ ორი მახსენდება - თემურ ქეცბაია და შოთა არველაძე. ეს - ნაკრების ძირითადი ბირთვიდან. ამათ შემდგომ ნაღდი პროფესიონალების თაობა მოვიდა. უმრავლესობა მიხვდა, რომ ფეხბურთი მხოლოდ იმიტომ არ უნდა ითამაშო, რომ მაგარ მანქანაში ჩაჯდე.

ამ ბიჭების მერე, თითქოს, ეს პროცესი სულ აღმა და აღმა უნდა წასულიყო, მაგრამ... არაფერი ამის მსგავსი.

რაზეა საუბარი, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი მინდორზე 3-4 კილოგრამით დამძიმებული გადის, როცა "ფეისბუკსა" და სხვა სოციალურ ქსელებში მეტ დროს ატარებს, ვიდრე მინდორზე, როცა ვარჯიში ეზარება და იმ ვარჯიშზე წრეებსა და კილომეტრებს იპარავს. როცა მეტ "სელფს" იღებს, ვიდრე თამაშობს, როცა კარდაკარ დადის და ვერსად მკვიდრდება რამდენიმე ასეული ლარით უკეთესი კონტრაქტის ძიებაში...

აირჩიეთ ევროპა!

დღევანდელ ქართველ ფეხბურთელებს რომ ვუყურებ, მიჩნდება ორი რამის განცდა.

1. მათ ძალიან უნდათ, ეგრევე აიწყონ ცხოვრება;

2. მათ გვერდით არ არიან ისეთი მრჩევლები, ფეხბურთელის ბედს საკუთარ "მე"-ზე წინ რომ დააყენებენ;

3. ამ ბიჭებმა ვერაფრით შეიგნეს, რომ რუსულ, უკრაინულ თუ აზიურ ტუგრიკებს ცოტა ხნით ევროპაში გაჭირვება და "ბებერ კონტინენტზე", ნაღდ ფეხბურთში თავის დამკვიდრება სჯობია.

მომკალით და, ვერაფრით ვხვდები, რა უნდა "ტოკიოში" გიორგი ჭანტურიას? იტალიელები წერენ, ტრანსფერი გადაწყვეტილიაო. საკუთარი ინფორმაციის გამტყუნება ვის უნდა ესიამოვნოს. გიჟი არც მე ვარ, მაგრამ სულო ცოდვილო! - ნეტავ არ შედგეს ეს ტრანსფერი.

ჭანტურია არ არის მესი, მაგრამ მისი მონაცემების ფეხბურთელს საშუალო დონის ევროპულ კლუბში თამაში კი შეუძლია. კარგადაც შეუძლია. იაპონია კი... ინფრასტრუქტურით ყველაფერს ვერ განსაზღვრავ. იაპონიაში ფეხბურთელები კარიერის დაისზე მიდიან. ასე წავიდა დავით მუჯირი. პატარა "მუმუს" თავისი სათამაშო უკვე ეთამაშა.

მავანმა იქნებ ჰალკის მაგალითი მოიყვანოს, მაგრამ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და ჰალკი ამ ამბავში გამონაკლისია.

რატომ არ არის დღეს რომელიმე გუნდში დავით თარგამაძე? ნუთუ, "შახტარის" დუბლებში ვარჯიშის მეტს არ იმსახურებს? რატომ გაწვალდა ასე სანდრო კობახიძე? რატომ ვერ იპოვა შესაბამისი კლუბი ამ თაობის ძალიან ბევრმა მოთამაშემ? მათმა შემდგომმა თაობამ რატომ ვერ დაიმკვიდრა ადგილი "მზის ქვეშ"?

ნდობის ფაქტორი

ბოლო წლებში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები მუდამ ყოჩაღობენ. თავად მყავს ნანახი, რა დღეში ჩავაგდეთ თბილისში ინგლისი და ჩუბა აკპომი. ის აკპომი დღეს "არსენალში" თამაშობს. ჩვენები სად არიან?

პასუხი მარტივი და შემზარავია - საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დამკვიდრება უჭირთ, პირველ ლიგას შეხიზვნიან, ან სულაც რეგიონულ ლიგაში ჩაკარგულან. არიან უგუნდოებიც.

ფეხბურთი ნდობაა, ფეხბურთში ბევრი რამ წამის ამბავია და ვინ იცის, ახალ დონეზე უკვე გასულიყვნენ ეს ბიჭები, მწვრთნელებისგან ნდობა რომ ჰქონოდათ. ნდობა არ ჩანს. ამას თავისი მიზეზი აქვს.

ქართულ კლუბში მისულ მწვრთნელს აქვს კონკრეტული მიზანი - უმოკლეს ვადაში აჩვენოს კლუბის ხელმძღვანელობისთვის მისაღები შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, 6 თვის თავზე (თუ უფრო ადრე არა) კარისკენ მიუთითებენ.

ისიც ადამიანია, მასაც ჰყავს ოჯახი, მასაც ჰყავს "ლიუბიმჩიკები", ვისთან ერთადაც გუნდიდან გუნდში მოგზაურობს და იმ ხალხთან გარკვეულწილად ვალდებულიცაა. მაშ, ნიჭიერ ბიჭებს რაღა? - ერთ ლამაზ ქართულ ფილმში ისმის დაახლოებით ასეთი კითხვა. ჩვენ მარტივი პასუხი გვაქვს - არც არაფერი!

ეს მხოლოდ იმ მწვრთნელის უბედურება არაა. სამწუხაროდ, დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში არ არსებობს დროში გაწერილი გეგმა. ფული 6 თვითაა გამოყოფილი და ამ ვადაში თუ ვერ დადე შედეგი, მერე აღარაფერს მოგცემენ... ან თითქმის არაფერს.

არა ფულითა ხოლო

არ მახსოვს, სად და როდის ამოვიკითხე, მაგრამ ვინც დაწერა, ათიანში კი მოარტყა - ღმერთს ადამიანის საცდუნებლად ბევრი რამ შეუქმნია, მათგან ორი მთავარი კი - ქალი და ფულია.

ქალი იქით იყოს და, ფულის ამბავი ჩვენი ბიჭების ბედისწერის ჩარხის ბრუნვაში მთლად ბოლო დამნაშავეც არ უნდა იყოს. რუსეთის ეკონომიკური კრიზისი და უკრაინის ომი რომ არა, იქაური კლუბები საშუალო-ევროპულ გუნდებზე მეტს იხდიდნენ მოთამაშეებში.

ცოტა მეტს ფეხბურთელი იღებდა, ცოტა მეტს - აგენტი და ისე მოხდა, რომ თანდათან იზოლირებულნი აღმოვჩნდით ევროპული ფეხბურთისგან.

ასე მოგვიმრავლდნენ ახალი საქომაგო გუნდები - "ილიჩევეცი", "ვოლინი", "სკა ენერგია, "ტოსნო" და სხვები. ევროპულმა მატარებელმა კი მაგრად გაგვასწრო.

ხასიათი

ოდინდელი, მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა - დიდ ფეხბურთს დიდწილად დიდი პიროვნებები თამაშობენ. დღევანდელ ქართულ ფეხბურთს დიდი პიროვნებები აკლია. დიდს ვინ ჩივის, საერთოდ - პიროვნებები.

წლები მიდის, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა კი ვერაფრით დაუსხლტა ბავშვურ, ინფანტილურ მენტალიტეტს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვერ დაკაცდა.

ვიცით, ამას რომ ვწერთ, ცხენი გასაქცევად შეკაზმული უნდა გვყავდეს, მაგრამ არსად გაქცევას არ ვაპირებთ და ვინც ჩვენს რეპლიკაში საკუთარ თავს ამოიცნობს, დიდი ილიას სიტყვებით უნდა ვანუგეშოთ: "მოყვარემ რომ შენს სახეზე ურიგობა ჰნახოს რამე, სარკეს მოგიტანს და ჩაგახედებს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე".

ერის მამობაზე პრეტენზია როდი გვაქვს, თუმცა ჩვენი წერილით ამ ბიჭებისთვის სარკე მიგვიტანია. დანარჩენი მათ თავად იციან.

ინფრასტრუქტურა და ჩემპიონატის დონე

საქართველოს ჩემპიონატი რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არახალია. ჩვენს პირველობაზე ერთი-ორი კარგი მატჩი და ფეხბურთელს თვალი უკვე გაქცევაზე უჭირავს.

საქართველოში ძალიან ხშირად თამაშობენ ფეხბურთს "ყანაში", ჩვენს კლუბებში გვიანდება ან სულაც არ არის ხელფასები, ტრავმირებულ ფეხბურთელს ყველა ივიწყებს.

მოკლედ, ახალგაზრდას ერთი სული აქვს, ქართულ რეალობას გაეცალოს, იმას კი აღარ აკვირდება, სად მიდის და ელიან თუ არა იქ, სადაც მიეჩქარება. ასე იწყება გაუთავებელი ხეტიალი, რომელსაც ბოლო არ უჩანს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• niko

დავიწყე კითხვა და ბოლომდე აღარ ჩავედი, ერთი დაიმახსოვრეთ სანამ მექრთამე და ნაძირალა არველაძე მისი შვირი მწვრთნელებით იქნებიან ფეხბურთს არაფერი არ ეშველება

• qazwsx

... და ვიზების პრობლემა რა სახსენებელია ხომ? აქ პოლიტიკაა ჩარეული და მავანს აწყობს რაც უფრო შემხვეწ როლში იქნება საქართველო და რომ საქართველომ ყველაფერზე მოაწეროს ხელი, ოღონდ კი 'სამოთხეში' მიიღონ ...

• komagi

მე ვარ თემურ ქეცბაიას მომხრე და ალეკო კაკაურიძეს ვაკრიტიკებდი სულ. ამ წერილის მერე მოვხვდი, რომ ამ კაცს მართლა უნდა ქართული ფეხბურთის კეთილდღეობა და თუ რამე ზედმეტი მომივიდა, ჩემი ბრალია! მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები, მაგრამ კარგიც უნდა დაინახო და ეს კარგზე კარგი სტატიაა! ასე გეწეროს ალეკო კაკაურიძევ!

• komagi

მაგარია!

• ამერიკელი

რატომ არის საქართველო ტალანტების სამჭედლო? ქართველი ტალანტების კი დაგეთანხმებით, მაგრამ ტალანტების - მსოფლიო მაშტაბით - ამას დასაბუთება უნდა. ამდენი არაფრისმთქმელი ფრაზები საქართველოს რომ აქვს - ვერსად ვერ ნახავთ.

• grisha

უნდა ჩატარდეს ტურნირები ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ორგანიზებულად ისე როგორც ეროვნული გამოცდები და მოიძებნოს 14-დან 17 წლამდე ტალანტები,რომლებსაც მერე სხვადასხვა გუნდები ან ნაკრებში აიყვანენ და მიეცემათ გავითარების საშუალება ისე როგორც კომუნისტების დროს ყველა დინამოში რომ მოყავდათ

• gio

აბსოლიტური ხედვაა..ვეთანხმები ყველა ასპექტს..განსაკუტრებით,ნდობის ფაქტორს... კალაძეში ფეხბურთელი ვერ დაინახეს, ქინქლაძეში, ეხლა კიდე კვირკველიამ აგნიშნა,დინამოში მითხრეს: სხვა საქმე ეძიეო...აი (ვითომ)მწვრთვნელების ხედვა.. 19 წლამდელები (ცეცაძის) ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და იქედან თითოროლა ახალგაზრდა თუ ჩასვეს გუნდში.. დავიჯერო ჰაერიდან მოვიდა ევროპაზე გასვლაა?გამოცდილება არა გაქვთო ეუბნებიან... მეტი რა გამოცდილებაა ნეტა საჭირო???? მართალს ამბობს ავტორი, ყველა მწვრტნელი თავის ჯიბეზე ფიქრობს..თუმცა მათი ბრალიც არაა მთლიანად.. ცეცაძე რო დასაქმებული არ იქნება...რაგა უნდა თქვა..

• გიოსვანი

ბევრი რამ სწორედ თქვენი ჟურნალისტების ბრალია, თქვენ უქმნით ზედმეტ მოლოდინებს და ზედმეტ ამბიციებს რის გამოც თავში უვარდებათ ტალანტებს, არ ამახვილებთ მათ ნაკლოვანებებზე ყურადღებას რადგან არც ისე კარგად ესმით დღევანდელ ჟურნალისტებს საფეხბურთო წვრილმანები ცხოვრებაში კი ყველაფერი წვრილი ნაწილაკებისა და წვრილმანებისგან შედგება, ამიტომაც გვყავს ისეთი ვერ შემდგარი მესები და რონალდინიოები , რომლებსაც ეზარებათ ბურთთან დროული განშორება და მოედანზე სწორად გადაადგილება.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

ლონდონის "არსენალი": კასორლას ბენეფისი, ჩეხის დებიუტი

ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა

ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა

საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა

დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა

გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...