თბილისის "დინამოს" 19 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე მოსამზადებელი ეტაპის შესახებ საუბრობს
თბილისის "დინამოს" მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. "დინამოს" 19 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე მოსამზადებელი ეტაპის შესახებ საუბრობს.

"შეკრებაზე საუკეთესო მოსამზადებელ პირობებში ვართ. ვარჯიშები, გარემო, სათამაშო მოედნები - ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ნაყოფიერად მოვემზადოთ და თამაშებზე ბოლომდე დავიხარჯოთ.

საინტერესო სპარინგ-მატჩები ჩავატარეთ. "შტურმთან" მაღალ ტემპში ვითამაშეთ და ვფიქრობ, იმ შეხვედრის მოგებაც შეგვეძლო. "ვორსკლასთან", რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გუნდია, ნამდვილად არ იყო წასაგები მატჩი.

"სპარტამ" კი გვაჯობა. "სპარტა" მაღალი დონის გუნდია და ჩვენს შემადგენლობაში უმეტესობას არც გვითამაშია ასეთი კალიბრის გუნდებთან.

ამ შეკრებაზე, ყველაფერთან ერთად, გამოცდილებასაც ვიძენთ, რადგან ყველა გუნდი, რომელსაც ვუპირისპირდებით, სხვადასხვა სტილში ასპარეზობს. ბევრი ახალწვეული გვყავს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ადაპტაციის პერიოდი მარტივად გაიარონ.

ადგილობრივების უმეტესობასთან ერთად გვითამაშია და ფაქტობრივად, არც მოხვედრილან უცხო გარემოში. უცხოელებს რაც შეეხებათ, ყველა ძალიან მონდომებულია და პიროვნული დადებითი მხარეებიც ეტყობათ.

მალე დავმეგობრდით და მათ ყველანი გვერდში ვუდგავართ. განსაკუთრებით, მინდა გამოვყო მეკარე.

ლიბორი უაღრესად პროფესიონალი და მონდომებული ფეხბურთელია, რაც ყველაფერში ეტყობა, შეცდომისგან კი არავინ ვართ დაზღვეული.

წინა შეკრებებზეც ვიყავი გუნდთან ერთად. ახლა ვგრძნობ პროგრესს და ვთვლი, რომ ასე მომზადებული არც ვყოფილვარ. უფრო მეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობასაც, ენერგიასაც.

დარწმუნებული ვარ, "დინამო" გაცილებით მომზადებული და მომატებული შეხვდება მეორე წრეს. ჩვენი მიზანი ტიტულების შენარჩუნებაა", - თქვა კაკაბაძემ.

წყარო: fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:

დინამო (თბ)-სპარტა 1:3 - ჰრდლიჩკას მინუსი, მანუელს პლუსი [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა