წინ დიდი ჯახია - ტურინში "იუვენტუსი" "მილანს" უმასპინძლებს
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 22-ე ტურში დიდი ჯახია - ტურინში "იუვენტუსი" "მილანს" უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ "როსონერი" ღრმა კრიზისშია და ფავორიტიც ნათელია, თამაში მაინც უდიდეს ინტერესს იწვევს...

დიდი მატჩი

სულ რამდენიმე წლის წინ, ამ გუნდების მატჩს ტიტანთა ბრძოლას ვუწოდებდით, ან რაიმე მსგავს ეპითეტს მოვიფიქრებდით, მაგრამ "მილანი" ისეთ კრიზისშია, რომ მისი ტიტანად შერაცხვა ცოტა გადამეტებული იქნება. თუმცა, თქმა არ სჭირდება, რომ ტურინში ერთმანეთის პირისპირ ორი დიდი გუნდი წარსდგება და შესაბამისად, დუღილის ტემპერატურა მაქსიმალურად აიწევს.

მასიმილიანო ალეგრი ტრადიციულად 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და თავდასხმაში კარლოს ტევესს ფერნანდო ლორენტეს შეუწყვილებს. "იუვეს" მწვრთნელს ასეთ მატჩებში არ უყვარს ექსპერიმენტები და როგორც წესი, საუკეთესო ფეხბურთელებს ეყრდნობა - ამიტომ, ფორვარდთა უკან ალბათ, არტურო ვიდალი გაირჯება და არა რობერტო პერეირა.

შუა ხაზს ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და პოლ პოგბა გაამაგრებენ. ალეგრის დაცვის მარჯვენა ფრთაზე აქვს პრობლემა, რადგან შტეფან ლიხტშტაინერი დისკვალიფიცირებულია, მარტინ კასერესი კი ტრავმირებული - შესაბამისად, ძირითად შემადგენლობაში სიმონე პადოინი მოიაზრება.

მას შემდეგ, რაც "მილანმა" მატია დესტრო დაიმატა, ფილიპო ინძაგიმ გუნდის ტაქტიკა შეცვალა და განაცხადა, რომ ამიერიდან უფრო ხშირად 4-2-3-1 სქემას გამოიყენებს და არა 4-3-3-ს. თუმცა, "იუვენტუსთან" პაექრობას დისკვალიფიკაციის გამო დესტრო ტოვებს და როგორც "გაძეტა დელო სპორტი" გვარწმუნებს, ინძაგი ძველ ტაქტიკას დაუბრუნდება.

დიდი ალბათობით, შეტევაში ჯაკომო ბონავენტურას, კეისუკე ჰონდას და ჟერემი მენეზს ვიხილავთ, შუა ხაზს კი მიკაელ ესიენი, სალი მუნტარი და ანდრეა პოლი გაამაგრებენ. წესით, საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "წინ დიდი მატჩი გველის და სრული მობილიზება გვმართებს. კრიზისში მყოფი გუნდები სწორედ ლიდერების ძლევით ცდილობენ შავი პერიოდის უკან მოტოვებას და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. თუ მეტოქე უფრო მოტივირებული იქნება, მოიგებს კიდეც - ამიტომ, სრული კონცენტრაცია და დიდი თავდადება გვმართებს".

ფილიპო ინძაგი (მილანის მწვრთნელი): "მიმდინარე სეზონში, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ძლიერ გუნდებთან ტოლსწორად თამაში შეგვიძლია. "რომას" და "ნაპოლის" არაფერი დავუთმეთ, იგივეს ველოდები "იუვენტუსთან" შეხვედრაშიც. მეტოქე უფრო ძლიერია, მაგრამ ჩვენც გვაქვს კოზირები და მათ გამოყენებას შევეცდებით".

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - პოგბა, პირლო, მარკიზიო - ვიდალი - ტევესი, ლორენტე

მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ძაკარდო, ალექსი, რამი, ბოკეტი - პოლი, ესიენი, მუნტარი - ჰონდა, ბონავენტურა, მენეზი

სხვები

"რომა" "კალიარის" ესტუმრება და როგორც რუდი გარსია აცხადებს, ეს ფინალის ტოლფასი მატჩი იქნება. "ჯალოროსი" კრიზისშია, "იუვენტუსს" გვარიანად ჩამორჩა და იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა, ამ ფონზე კი სარდინიაში გამარჯვება უბრალოდ აუცილებელია.

სანამ სეიდუ დუმბია და ჟერვინიო აფრიკის ერთა თასზე ასპარეზობენ, "რომას" შეტევაში ფრანცესკო ტოტის და ადემ ლიაიჩს ალტერნატივა არ ჰყავთ. მათთან ერთად, წინა ხაზზე ნომინალური ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი გაირჯება, რადგან ალესანდრო ფლორენცი დისკვალიფიცირებულია, ვიქტორ იბარბო კი გუნდში ახალი გადასულია და ადაპტაციას გადის. თანაც, იბარბო "რომაში" "კალიარიდან" გადავიდა და მისთვის კუნძულზე თამაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც რთული იქნება.

"გაძეტას" პროგნოზით, "კალიარი" ფრთხილ ტაქტიკა-სტრატეგიას შეარჩევს და საკუთარ ნახევარზე მჭიდროდ განლაგდება - ყველა ლოგიკით, "რომას" რთული მატჩი ელოდება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

"ნაპოლი" "უდინეზეს" უმასპინძლებს და წესით, მორიგი სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში. მით უმეტეს, უდინელებს თვით ანტონიო დი ნატალე ჰყავთ დისკვალიფიცირებული.

"ინტერი" "პალერმოს" მიიღებს და იქნებ, გატეხოს ნავსი, ტური კი რომში დაგეგმილი მატჩით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ევროსაგზურებისთვის მებრძოლი გუნდები: "ლაციო" და "ჯენოა" წარსდგებიან.

იტალია. სერია A. XXII ტური

შაბათი. 7 თებერვალი

ვერონა-ტორინო 21.00

დისკვალიფიკაცია: გაცი (ტორინო)

ტრავმა: როდრიგესი, სალა (ვერონა)

ბოლო 6 შეხვედრა

2-1-3 4-2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +5=4-10, (24-28)

იუვენტუსი-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: ლიხტშტაინერი - მექსე, დესტრო

ტრავმა: ასამოა, რომულო, მაური, კასერესი - საპატა, დე შილიო, ბონერა, ელ შაარავი, დე იონგი, აგაცი, მონტოლივო, აბატე

ბოლო 6 შეხვედრა

4-2-0 1-2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 48 თამაში: +20=14-14, (64-52)

კვირა. 8 თებერვალი

ფიორენტინა-ატალანტა 15.30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, ელ ჰამდაუი, ოკტავიო - კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი, დრამე

ბოლო 6 შეხვედრა

2-3-1 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +14=11-5, (49-28)

კალიარი-რომა 18.00

დისკვალიფიკაცია: მანოლასი, ფლორენცი (რომა)

ტრავმა: კოსუ, ბალცანო - დე როსი, სტროტმანი, ჟერვინიო, კასტანი, სანაბრია, იტურბე, დუმბია

ბოლო 6 შეხვედრა

2-1-3 1-5-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +9=9-15, (48-62)

ემპოლი-ჩეზენა 18.00

დისკვალიფიკაცია: კროჩე, საპონარა (ემპოლი)

ტრავმა: გუარენტე - მარილუნგო, ტაბანელი, ვალძანია, სუჩი

ბოლო 6 შეხვედრა

0-3-3 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 თამაში: +5=4-2, (17-12)

პარმა-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბიაბიანი, გეზალი, ხორკერა, კოდა, მენდესი, ჰარასლინი - ფრეი

ბოლო 6 შეხვედრა

1-0-5 1-2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +10=8-5, (29-18)

ნაპოლი-უდინეზე 18.00

დისკვალიფიკაცია: კულიბალი - კონე, დი ნატალე

ტრავმა: ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე, ენრიკე, მესტო - პინცი, გეიხო, ბადუ, ევანჯელისტა, საპატა, დომიცი, აგუირე

ბოლო 6 შეხვედრა

5-0-1 1-4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +7=11-8, (37-37)

სამპდორია-სასუოლო 18.00

დისკვალიფიკაცია: სილვესტრი - ბერარდი, ძაძა, სანსონე

ტრავმა: მესბა, დე ვიტისი, მურიელი, კაჩატორე, რიცო, ასკუა - პეგოლო, პელუზო, ტერანოვა

ბოლო 6 შეხვედრა

2-2-2 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +2=4-1, (9-8)

ინტერი-პალერმო 23.45

დისკვალიფიკაცია: დონკორი - ანდელკოვიჩი

ტრავმა: კამპანიარო, ანდრეოლი, დამბროზიო - მარესკა

ბოლო 6 შეხვედრა

1-3-2 2-3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +10=7-3, (41-28)

ორშაბათი. 9 თებერვალი

ლაციო-ჯენოა 23.45

დისკვალიფიკაცია: ბურდისო (ჯენოა)

ტრავმა: სიანი, ბრაავჰეიდი, ჯენტილეტი, ლულიჩი, ჯორჯევიჩი, ტუნკარა - მარკეზე, ტინო კოშტა, ანტონინი

ბოლო 6 შეხვედრა

2-2-2 0-3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +8=3-8, (28-22)

ბომბარდირები:

13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი