საქართველოს რაგბის ჩემპიონატის მე-13 ტური სტარტს დღეს აიღებს და სამ დღეს გასტანს
საქართველოს ჩემპიონატის რაგბის მე-13 ტური სტარტს დღეს აიღებს და სამ დღეს გასტანს. პირველი მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივი მეორეადგილოსანი გუნდი უშუალო კონკურენტ რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებს.

ბათუმური გუნდი წლეულს საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და გამორიცხული არ არის, ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოგვევლინოს. საშინაო არენაზე ამ გუნდის დამარცხება ურთულესი საქმეა და რუსთაველებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ. "ხარების" მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მათი რამდენიმე წამყვანი მორაგბე დისკვალიფიცირებულია. პირველ წრეში რუსთაველებმა შინ 15:18 წააგეს და რევანში აქვთ ასაღები.

საინტერესო იქნება თბილისის "ლოკომოტივისა" და ქუთაისის "აიას" მატჩი. ამ გუნდების დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და, ვფიქრობთ, ამჯერადაც შესანიშნავი, უშეღავათო ბრძოლის მოწმენი გავხდებით. ქუთათურებმა მე-12 ტურში შინ პირველი მარცხი აგემეს ბოლნისის "ყოჩებს". შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "აიამ" ზამთრის არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენა და პლეი ოფში გასვლისთვის სერიოზულად იბრძოლებს.

ცხადია, პოზიციის დათმობას არც "ლოკომოტივი" აპირებს. თუმცა ამ გუნდიდან ორი მორაგბე ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, რაც მის თამაშზე, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში "რკინიგზელებმა" მეტოქის სტუმრად დამარცხება შეძლეს - 9:6.

შეუპოვარი ბრძოლაა მოსალოდნელი "არმიასა" და გორის "ჯიქის" დაპირისპირებაში. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. გორული გუნდი არმიელებს ერთი ქულით ჩამორჩება და გამარჯვების შემთხვევაში, საპლეიოფო ზონას დაუახლოვდება.

მგეზავ ლაშა ხმალაძის გარეშე ითამაშებს თბილისის "არმაზის" წინააღმდეგ საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლელო". შესაბამისად, მატჩი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ქოქოსა" გუნდისთვის დიდი ძალაა.

საქართველოს ჩემპიონატი

XIII ტური

ბათუმი-ხარები, ლოკომოტივი-აია, არმია-ჯიქი, თიბისი-ყოჩები, ლელო-არმაზი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 12 10 1 1 +113 44

2. ბათუმი 12 7 1 4 +70 35

3. ლელო 12 7 2 3 +72 34

4. ხარები 12 6 2 4 +34 30

5. ლოკომოტივი 12 5 1 6 +16 28

6. აია 12 6 0 6 +7 28

7. არმაზი 12 5 1 6 -28 24

8. არმია 12 4 1 7 -66 21

9. ჯიქი 12 4 1 7 -30 20

10. თიბიესი 12 1 0 11 -188 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVIII ტური: "აია" პლეი ოფში გავიდა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVII ტური: ვისია ერთი საგზური?
აია-ყოჩები 21:11 - "აიამ" დაუმარცხებელი ლიდერი დაამარცხა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVIII ტურის წინ: "აიას" წაგება ჩაეთვალა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კალენდარი შეიცვალა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. ფინალები: ისევ ფოთსა და ავჭალაში