პრინციპული დაპირისპირება მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა
"აიას", წესით, სამეულისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ გასულ ტურში რუსთავის "ხარებთან" მოგებულ შეხვედრაში "ცრუ შერკინების" წესების დარღვევის გამო წაგება ჩაეთვალა და სამეული კი არა, პლეი ოფში გასვლაც სათუო გაუხდა.

სამაგიეროდ, ბოლო დროს მოფერიანებულ "არმაზს" მიეცა შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი. ამისთვის თბილისელებს "აია" მისსავე მოედანზე პრემიალური ქულით უნდა დაემარცხებინათ.

მოკლედ, შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ.

პრინციპული დაპირისპირება მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა. მთელი მატჩის განმავლობაში წვიმას არ გადაუღია და გვარიანი სიცივეც იყო.

შეხვედრა ქუთაისელთა შეტევით დაიწყო. მასპინძლებმა მესამე წუთზე მოედნის ცენტრთან ახლოს საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან რეზი ჯინჭველაშვილი მივიდა და ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა - 3:0. ამის შემდეგ უპირატესობა რუსთაველთა ხელში გადავიდა. რამდენიმე შერკინების შემდეგ სტუმრებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. ქუთათურებმა შოთა კანდელაკის შებოჭვა ვერ მოახერხეს, რომელმაც ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. კიკნაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა.

გარკვეული ხანი ბურთს ისევ "არმაზი" აკონტროლებდა, ქუთაისური გუნდი კი თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდა. რიონისპირელებმა რამდენჯერმე საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა შეცდომები სტუმრებსაც მოსდიოდათ. ერთ ეპიზოდში ისინი ახლოს იყვნენ ლელოს გატანასთან, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი ხელიდან გაუვარდათ.

25-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა მარჯვენა ფლანგზე წარმოქმნილი რაქიდან საპირისპირო ფრთაზე გიორგი აბრამიძეს გადაუკიდა ბურთი. გიორგი ბურთს დაეუფლა და ნახტომში უკიდურეს მარჯვენა კუთხეში დაამიწა. მცირეოდენი ყოყმანისა და განხილვის შემდეგ მსაჯებმა ლელო დააფიქსირეს. ჯინჭველაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმის მე-7 წუთზე ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი აფციაურმა, რომელიც ბურთს მოედნის ცენტრში დაეუფლა, ცრუ მოძრაობებით რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა, ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნამდე შეუჩერებლივ ირბინა. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ვერ გამოიყენა.

"აიას" უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. შეცვლაზე შესულმა გიორგი ტორაძემ 72-ე წუთზე ქუთაისელთა შეტევა დააგვირგვინა, რასაც გიორგი ბაბუნაშვილის ზუსტი გარდასახვა დაემატა.

ქუთათურებს პრემიალური ქულით გამარჯვებაც შეეძლოთ. ბოლო წუთზე ბაბუნაშვილმა კარგად წაიღო ბურთი და ლელოს ხაზთანაც ახლოს იყო, თუმცა თანაგუნდელისთვის პასის გაკეთება მოინდომა, რაც ცუდად გამოუვიდა და შეტევაც ჩაიშალა. ამ გამარჯვებით "აია" პლეი ოფში გავიდა, "არმაზი" კი საუკეთესო ექვსეულს ვერ შესწვდა.

რეგულარული გათამაშება ბოლნისის "ყოჩებმა" მოიგო. უმაღლეს ლიგას თბილისის "თიბიესი" გამოეთხოვება. "არმია" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

XVIII ტური

აია-არმაზი 20:5

აია (15-9) აფციაური (ბაბუნაშვილი 64), აბრამიძე (გ. ლოსაბერიძე 75), ფრუიძე (კიკვაძე 22), სინაურიძე, ბ. ტორაძე, ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (ასათიანი 70), ლომსიანიძე (სალდაძე 58), ჯავახია, ჩიტეიშვილი (გ. უმცრ.ტორაძე 64), შალამბერიძე, დ. ლოსაბერიძე, ყურაშვილი (ო. გიორგაძე 50, მარშანია 58)

3ლ: აბრამიძე, აფციაური, გ. ტორაძე. ს: ჯინჭველაშვილი. გ: ბაბუნაშვილი

არმაზი (15-9) ბროძელი, მაჩხანელი, ლეგაშვილი, ლიპარტელიანი (კაიფაჯიანი 62), მ. გიორგაძე, კიკნაძე (ხურცილავა 75), ლობჟანიძე (მჟავანაძე 62); (1-8) ჩომახაშვილი, სოსელია (ჯიბლაძე 60, ბუკია 70), მარგველანი, ცხადაძე, კანდელაკი, გიგაური, მინაშვილი (ბარბაქაძე 53), ამირანაშვილი

ლ:კანდელაკი

მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

არმია-ლელო 5:26

არმია: ლ - ღვინჯილია

ლელო: 2ლ - ქოიავა, თოდუა. 4ს,2გ - ყიასაშვილი.

ლოკომოტივი-ბათუმი 13:6

ლოკომოტივი: ლ - ბიწაძე. 2ს,გ - წიკლაური.

ბათუმი: 2ს - კობახიძე.

ყოჩები-ხარები 10:3

ყოჩები: 2ლ - აფციაური, გარუჩავა.

ხარები: ს - ხუციშვილი.

ჯიქი-თიბიესი 52:21

ჯიქი: 8ლ - შენგელია, ქარჩავა, ტრაპაიძე (2), მამრიკიშვილი, კიკნაძე, ოქრომელიძე, შუბითიძე. 6გ - ნინიძე.

თიბიესი: 3ლ - გოგლიძე, მახარაძე, ჩაჩავა. 3გ - მჭედლიშვილი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 18 13 1 4 +133 58

2. ლელო 18 12 3 3 +127 56

3. ბათუმი 18 10 1 7 +76 50

4. ლოკომოტივი 18 9 1 8 +60 48

5. ხარები 18 9 2 7 +77 46

6. აია 18 10 0 8 +86 46

7. არმაზი 18 8 1 9 -34 38

8. ჯიქი 18 7 2 9 +10 36

9. არმია 18 4 1 13 -182 22

10. თიბიესი 18 2 0 16 -353 11

პლეი ოფი

9 აპრილი

ბათუმი-აია

ლოკომოტივი-ხარები

შესარჩევი ფინალი

16 აპრილი

ყოჩები-ლელო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის მე-13 ტური სტარტს დღეს აიღებს
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVII ტური: ვისია ერთი საგზური?
აია-ყოჩები 21:11 - "აიამ" დაუმარცხებელი ლიდერი დაამარცხა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVIII ტურის წინ: "აიას" წაგება ჩაეთვალა
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კალენდარი შეიცვალა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. ფინალები: ისევ ფოთსა და ავჭალაში