4 აპრილს საქართველოს ჩემპიონატში რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება
4 აპრილს საქართველოს ჩემპიონატში რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება.

უმაღლესი ლიგის ხელმოცარულის ვინაობა ცნობილია - თბილისის "თიბიეს". გადათამაშებაში კი "არმია" იასპარეზებს.

ბოლო ტურში საკმაოდ დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებს შორის. პლეი ოფის ხუთი მონაწილის ვინაობა ცნობილია. მეექვსე საგზურისთვის კი ორი გუნდი, ქუთაისის "აია" და თბილისის "არმაზი" იბრძოლებენ. არადა, ქუთათურებს თითქმის განაღდებული ჰქონდათ დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება.

ბოლოსწინა, მე-17 ტურში "აიამ" სტუმრად დაამარცხა რუსთავის "ხარები" და მასპინძელთა გუნდი რთულ სატურნირო მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, "ხარების" მესვეურებმა მატჩის შედეგი გააპროტესტეს. სადისციპლინო კომისიამ განიხილა "ხარების" საჩივარი და მათი პრეტენზია გაიზიარა.

აი რა წერია რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმში #31.

"საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარემ მ. თავზარაშვილმა, კომისიის წევრების: ე. ნაჭყებიას, ი.ჩიქავას და ვ.სამხარაძის მონაწილეობით, მ/წლის 31 მარტს შევადგინეთ ოქმი შემდეგზე:

სადისციპლინო კომისიამ ზემოაღნიშნული შემადგენლობით განიხილა სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის ნ. მამრიკიშვილის მომართვა, მატჩის მეთვალყურის გ. ჯალაღონიას ოქმი და კლუბ რუსთავის "ხარების" განცხადება.

გამოირკვა, რომ ამა წლის 29 მარტს გაიმართა უმაღლესი ლიგის კალენდარული მატჩი რუსთავის "ხარებისა" და ქუთაისი "აიას" შორის. კლუბ რუსთავის "ხარების" განცხადების და ვიდეომასალის განხილვისას გამოირკვა, რომ ქუთაისის "აიამ" დაარღვია სრკ სადისციპლინო კოდექსის 1.16 პუნქტი.

კერძოდ, ცრუ შერკინების მოთხოვნის შემდეგ გუნდმა არ მოიკლო ერთი მოთამაშე (იხ. 2014-2015 წ. რაგბის წესები 3.5. (კ) პუნქტი ან სრკ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული ცრუ შერკინების წესის განმარტება).

სრკ-ს სადისციპლინო კომისიამ იხელმძღვანელა სრკ-ს სადისციპლინო კოდექსის 1.16 და 3.1; 3.2; 3.3 პუნქტებით და დაადგინა: კლუბ ქუთაისი "აიას" ჩაეთვალოს წაგება და დააკლდეს 1 (ერთი) ქულა".

შედეგად, რუსთავის "ხარები" 45 ქულით მე-4 ადგილზე აღზევდა და პლეი ოფში გააღწია. "აია" კი ახლა მეექვსე ადგილზეა და უახლოეს მდევარ თბილისის "არმაზს" ოთხი ქულით უსწრებს.

ქუთათურები ბოლო ტურში სწორედ არმაზელებს უმასპინძლებენ და პლეი ოფში გასასვლელად ფრეც ხელს აძლევთ.

ტურის სხვა მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თბილისის "ლოკომოტივისა" და "ბათუმის" დაპირისპირება, რომლებსაც პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა გასარკვევი ისაა, ვინ ვის და სად დაუპირისპირდება. თუ რკინიგზელებმა ბათუმელთა დამარცხება შეძლეს და თუნდაც მე-4 ადგილი დაიკავეს, გასავარდნ ფინალში გამსვლელ საკვალიფიკაციო მატჩს შინ ითამაშებს.

პირველი ადგილის დაკავების შანსი აქვს ქვეყნის ჩემპიონ "ლელოს". საამისოდ მან უმოტივაციო "არმიას" უნდა სძლიოს. ლიდერმა ბოლნისის "ყოჩებმა" კი ამ დროს მარტყოფში რუსთავის "ხარებთან" უნდა წააგოს.

XVIII ტური

ჯიქი-თიბიეს, არმია-ლელო, ლოკომოტივი-ბათუმი, ყოჩები-ხარები, აია-არმაზი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ყოჩები 17 12 1 4 +126 54

2.ლელო 17 11 3 3 +106 52

3.ბათუმი 17 10 1 6 +83 49

4.ხარები 17 9 2 7 +84 45

5.ლოკომოტივი 17 8 1 8 +53 44

6.აია 17 9 0 8 +71 42

7.არმაზი 17 8 1 8 -19 38

8.ჯიქი 17 6 2 9 -21 31

9.არმია 17 4 1 12 -161 22

10.თიბიეს 17 2 0 15 -322 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVIII ტური: "აია" პლეი ოფში გავიდა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის მე-13 ტური სტარტს დღეს აიღებს
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVII ტური: ვისია ერთი საგზური?
აია-ყოჩები 21:11 - "აიამ" დაუმარცხებელი ლიდერი დაამარცხა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კალენდარი შეიცვალა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. ფინალები: ისევ ფოთსა და ავჭალაში