თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" პირველი გამარჯვება შვეიცარიის ტიტულოვან "იანგ ბოიზთან" მოიპოვა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" პირველი გამარჯვება შვეიცარიის ტიტულოვან "იანგ ბოიზთან" მოიპოვა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა 6 თებერვალს გამართულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. პირველივე წუთებიდან გორელებმა აგრესიული და შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს მეტოქეს. უკვე შეხვედრის მე-2 წუთზე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, გიორგი ერისთავის გადაცემით ირაკლი მოდებაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა შვეიცარიელთა მეკარემ გუნდის გადარჩენა ეფექტური თამაშით მოახერხა.

შეხვედრის მე-5 წუთზე გიორგი თექთურმანიძემ მისსავე ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო და ბურთო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ მოდებაძეს გადააწოდა, რომელსაც ამჯერადაც მეკარემ აჯობა.

მე-10 წუთზე "დილამ" მორიგი ეფექტური იერიში წამოიწყო. მოედნის ცენტრში გათამასებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე ბურთი ერისთავს მიუვიდა, რომელმაც შეტევაში კარგად ჩართული სამხარაძე მოძებნა, ვინც სწრაფადვე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ მოდებაძეს გაუკეთა გადაცემა, რომლის დარტყმულიც ძელმა აისხლიტა, ხოლო დამატებაზე თექთურმანიძემ ყველას დაასწრო და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0.

მე-14 წუთზე შვეიცარიელებმა გორელთა კარის ხარიხა შეაზანზარეს. პირველი ნახევრის შუა წელიდან შეხვედრა გათანაბრდა. ბურთი მეტწილად მოედნის ცენტრში მოძრაობდა. პირველი ტაიმის მიწურულს, გორელებმა სცადეს რამოდენიმე შეტევის განხორციელებმა. 44-ე წუთზე მოდებაძის შორეული დარტყმა ოდნავ აცდა მეტოქის კარს.

მეორე ნახევარში უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა და მეორე ტაიმის მსვლელობის დროს "დილამ" სახეცვლილი შემადგენლობით გააგრძელა თამაში. პირველი წუთები თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა. როგორც "დილა", ასევე "იანგ ბოიზი" შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

65-ე წუთზე გორელთა კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, რომელიც მცირედით აცდა მიგინეიშვილის კარს.

მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან "დილამ" კვლავ მოუმატა ტემპს. შეხვედრის 71-ე წუთზე გორელიშვილმა მარცხენა ფრთიდან მიიღო ბურთი და მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა რომან ახალკაცი, რომლის დარტყმულიც მეკარემ კუთხურზე სასწაულებრივად მოიგერია.

შეხვედრის მე-80 წუთზე ანგარიშით გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა ბაგაევს, თუმცა მისი თავურის შემდეგ ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა კარის ჩარჩოს.

შვეიცარიელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა "დილას" მცველები და მეკარე საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ.

85-ე წუთზე გორელებმა ანგარიშის გაზრდის კიდევ ერთი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მიხეილ გორელიშვილის დარტყმული შვეიცარიელთა მეკარემ მოიგერია.

"დილამ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: მიგინეიშვილი, კვახაძე, ხიდაშელი, ჯაფარიძე, სამხარაძე, თექთურმანიძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ერისთავი, გვალია, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაგაევი, მარიჩი, ხურცილავა, სეთურიძე, ჭეჭელაშვილი, რაზმაძე, გორელიშვილი, ახალკაცი, მელქაძე.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის "დილა" 9 თებერვალს რუმინული ბუქარესტის "რაპიდის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია www.fcdila.ge-ს მიხედვით

gori
დილაააა....დილაააააააააა.....დილააააააა.ჩემპიოოოოოოოოოოოოოოოოოოონ.......
gela
სიცრუიას ტირაჟირება ისევ გრძელდება, მათ შორის სპორტშიც. ტიტულოვან "იანგ ბოიზის" მოუგო ხომ! იმდენი რა უთხარი ამ სტატიის დამწერს. ხომ შეიძლებოდა დაეწერა, -ტიტულოვან "იანგ ბოიზის" სათადარიგო ან ახალგაზრდულ გუნდს მოუგო. ამით რაიმე დააკლდებოდა "დილს"?. გამარჯვება ყოველთვის მისალოცია და ულოცავ "დილას".
meko
imena goreli-ს. გეთანხმები, მთავარია, რომ გუნდმა მოიგო, მაგრამ მეტი სიცხადისათვის, აჯობებდა დაეწერათ, რომ ახალგაზრდულ ანუ მეორე თუ მესამე სასტავს მოუგო. რა არის ამაში მიუღებელი? არც არაფერი. მთავარია დაწერო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. მორცა..დილას წარმატებები..
asd
იანგ ბოისს 7ში ლუცერნთან ქონდა თამაში ჩემპიონატში გაუმარჯოს დილას და ვულოცავ მაგრამ სიმართლე ხო უნდა დაწერო, ეგეთი უმნიშვნელოა ძIლითად გუნდს მოუგო თუ დუბლებს? სუსტი ჟურნალისტების ბრალია
imena goreli
აი რამდენი მტერი ყავს ქარტულ ფეხბურტს და ვის მოუგო და რა მოუგო მტავარია მოიგო და წელს დიდი მიზნებისტვისაც იბრდზოლებს ცემპიონატსი და ევრო ტურნირებზეც დილააააა
gori
საღოლ დილააა... ძირითადს მოუგოოოოოოო.ვისაც არ სიამოვნებს ნუ კითხულობს
giko
ძირითადს არა ახალგაზრდულს მოუგო, ძირითადი დღეს თამაშობს ლუცერნთან! ნუ ხართ ეიფორიაში
მედასხვა
საღოლ დილა.. იანგბოსის დამარცხება ადვილი არაა,,და სხვათაშორის ძირითადს მოუგო ,რომ იცოდეტ......
gori
პოლონური კორონა ხო რას ამბობ გრანდია პირდაპირ......
g
დიდების დროც მოვა რა პრობლემააა???
g_uro
დაწერეთ რო იანგ ბოისის ახალგაზრდულ გუნდს ეთამაშნენ რას აგიჟებთ ამ ხალხს.იანგ ბოისის ძირითადი გუნდი დღეს თამაშობს შვეიცარიის ჩემპიონატში და ბელეკში კიდე U21 და U18 გუნდები გადიან შეკრებას,გადაამოწმეთ ხოლმე ინფორმაცია ...
gori
გენაცვალეთ გულში ბიჭებიიიიი,ლომები ხართ ნაღდი.დილააააააააააააა....
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"სანამ ფეხბურთს თამაშობს, ყოველთვის გამოვიძახებ" - პორტუგალიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ბათუმის "დინამო": "შახტიორს" მოუგეს, ლიპარტიასთან სპარინგი არ გამოვიდა... [VIDEO]
ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!
მიხაილ გორელიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
გიორგი თექთურმანიძე: ის საშინელი მომენტი და კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს