ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გია გიგატაძე: ჩვენი მიზანი ერთწლიანი გუნდის შენება არაა

გია გიგატაძე: ჩვენი მიზანი ერთწლიანი გუნდის შენება არაა

ქუთაისის "ტორპედო" სეზონის განახლებას გაზრდილი კონკურენციითა და ძველი ამბიციით ხვდება
"ლელომ" უკვე გამცნოთ, რომ ქუთაისის "ტორპედომ" ვარჯიში განაახლა და ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის სამზადისის გეგმაც შეადგინა. გუშინ ქუთათურებს საღორიის საწვრთნელ ბაზაზე მივაკითხეთ და მთავარ მწვრთნელ გია გიგატაძეს და რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ.

გია გიგატაძე: "7 იანვრამდე ერთჯერადი ვარჯიშები გვაქვს. შობის დღესასწაულზე დავისვენებთ, შემდეგ კი ორჯერად ვარჯიშებზე გადავალთ და 21 იანვრამდე ქუთაისში მოვემზადებით. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს, რადგანაც უცხოეთიდან იმ თანხით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მაღალი დონის ფეხბურთელი არ მოდის. აქაური რესურსი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. წლების შემდეგ კი "ტორპედო" ქუთაისელ ფეხბურთელებზე გააკეთებს აქცენტს. ქუთაისში ყოველთვის იზრდებოდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

ბოლო წლებში დიდი ჩავარდნა იყო, ნიჭიერი ბავშვები სხვა გუნდებში მიდიოდნენ, ახლა ყველა გამორჩეულ ქუთაისელ ფეხბურთელს კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებს და ამიტომაც არ გვყავს ბევრი ადგილობრივი. თუმცა, მალე ეს პრობლემა მოგვარდება.

უახლოეს თვეებში საღორიის საწვრთნელ ბაზაზე "ტორპედოს" აკადემია ჩამოყალიბდება და ფეხბურთელები აქვე გაიზრდებიან. "ტორპედო" სამგზის ჩემპიონი რომ გახდა, გუნდი ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

- ერთ-ერთი ძველი ტორპედოელი გია მეგრელაძე უკვე დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს. გულშემატკივრებს ყველაზე მეტად სწორედ მისი დაბრუნება გაუხარდათ.

- მეგრელაძე გოლის ალღოთი გამოირჩევა და გულშემატკივრების მსგავსად, მისი ჩვენც ძალიან გვეიმედება. იგი ჩვენი გუნდის შემტევ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- სატრანსფერო პერიოდს აქტიურად იყენებთ, მეგრელაძის გარდა სხვა ფეხბურთელებიც დაიმატეთ. მათ შესახებ რას გვეტყვით?

- "სამტრედიადან" გადმოვიყვანეთ ლაშა ქებაძე და ლევან ბაკურაძე, კარგი ფეხბურთელები არიან და მათი გუნდში ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ჩვენთან ვარჯიშობს კიდევ ერთი სამტრედიელი დავით კირკიტაძე. ახალგაზრდაა, თამაში უნდა, ძალიან მონდომებულია და მის ადგილს მომავლის "ტორპედოში" ვხედავ. "ბაიადან" დავიმატეთ გრიგოლ დოლიძე და ნიკოლოზ გუგუჩია, "სპარტაკიდან" - ნიკოლოზ მაისურაძე, "სიონიდან" - რევაზ გოცირიძე.

- გუნდთან ერთად ვარჯიშობს გიგა ანდრიაძე, რომელიც, როგორც ითქვა, "ლაციოს" ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა, მის შესახებ რას იტყვით?

- "ლაციოში"? პირველად მესმის. ანდრიაძე სინჯებზეა და ახლა რაიმეს თქმა გამიჭირდება, ჯერ უნდა დავაკვირდეთ. თუ თავს მოგავწონებს, გარჯა არავის დაეკარგება.

- კიდევ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?

- თუ გამოჩნდება საინტერესო ფეხბურთელი, რომელსაც "ტორპედოში" თამაშის სურვილი ექნება, შანსს მივცემთ.

- პირველ წრეში "ტორპედოში" ყველაზე პრობლემური თავდასხმის ხაზი იყო, თუმცა ახლა ერთბაშად ხუთი ნომინალური ფორვარდი გყავთ.

- შეტევაში მართლაც მოვიკოჭლებდით. საგოლე მომენტების შექმნაც გვიჭირდა და გამოყენებაც. თუმცა ეს მხოლოდ თავდამსხმელების ბრალი არ იყო. თუ ფორვარდს მომენტი ვერ შეუქმენი, გოლს ვერ გაიტანს. ახალთაგან თითქმის ყველა შემტევი სტილის ფეხბურთელია. თავდასხმაში გამოცდილ მეგრელაძესთან, გოცირიძესთან და კვარაცხელიასთან ერთად ახალგაზრდა კემუხტაშვილი და საბანაძე გვყავს, რომლებმაც სამომავლოდ კონკურენცია უნდა გაუწიონ გამოცდილებს.

- "ტორპედოდან" ვინ წავიდა?

- რევაზ კვერნაძე, ლევან კირკიტაძე, ზაურ ხაჭიპერაძე, ნიკა კვასხვაძე, ბექა ბიბილაშვილი და ირაკლი ცნობილაძე. ძნელია ფეხბურთელის გაშვება, მაგრამ ფეხბურთი მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს და ამას ვერც ჩვენ ავცდებით. ამ ბიჭების უმრავლესობამ პირველ ლიგაში დიდი საქმე გააკეთა და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ცვლილებები აუცილებელი იყო.

- ძნელი გასახსენებელია, "ტორპედო" ბოლოს როდის იყო უცხოურ შეკრებაზე. ახლა კი მოსამზადებელ პერიოდს ანთალიაში გაივლით.

- ეს შეკრება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები შეთამაშდებიან და საკუთარ შესაძლებლობებს უცხოურ გუნდებთან თამაშისას გამოცდიან. "ვისოლის" მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის. უცხოური შეკრება კი არა, წლების წინ გუნდი საერთოდ არ არსებობდა, ახლა კი გვაქვს იმის საშუალება, რომ სეზონისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ და ჩემპიონატსა და თასს სრულ მზაყოფნაში შევხვდეთ. "ვისოლის" წყალობით ქუთაისური ფეხბურთისთვის საშვილიშვილო საქმეები კეთდება, მარტო "ტორპედოს" აკადემიის ჩამოყალიბება რად ღირს, რომელიც მთელი ქუთაისის ოცნება იყო.

- პირველი წრე "ტორპედოსთვის" არცთუ სახარბიელო იყო. რა არის ამ სეზონში თქვენი მიზანი?

- კარგი გუნდი უცებ არ კეთდება. "ტორპედოს" ხელმძღვანელობის მიზანი ერთწლიანი გუნდის გაკეთება არ არის. ზოგი დღესვე ითხოვს ჩემპიონობას, მაგრამ მოთმინებაა საჭირო.

რაც მთავარია, გუნდი სწორი მიმართულებით მიდის და სამომავლოდ ჩემპიონობაც არ იქნება გადაუჭრელი ამოცანა.

- თასის ნახევარფინალში ხართ და ალბათ, აქცენტი სწორედ თასზე გაკეთდება.

- თასზეც და ჩემპიონატშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ნახევარფინალში "ზესტაფონის" სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა, თუ თასის მოპოვება გვინდა, ნებისმიერი ბარიერი უნდა გადავლახოთ. ამ მატჩამდე დიდი დროა და ვეცდებით, "ზესტაფონთან" თამაშისთვის საფუძვლიანად მოვემზადოთ. საბედნიეროდ, გუნდში კონკურენცია გაიზარდა, ერთ პოზიციაზე 2-3 კაცი მოდის, რაც საშუალებას მოგვცემს, თასზეც და ჩემპიონატშიც ძალების დაუზოგავად ვითამაშოთ.

ლევან ბაკურაძე: "კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ტორპედოში" ვითამაშებ. გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზეც მივდივარ.

"სამტრედიასთან" კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ "ტორპედოს" ვარიანტი რომ გამოჩნდა, ჩემმა ყოფილმა კლუბმა არ დამაბრკოლა. ქუთაისური გუნდი ძლიერდება, კონკურენცია იზრდება და ძალიან ძნელი იქნება ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. თუმცა ეს არ მაშინებს, ვეცდები გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი გავხდე."

ვახტანგ კვარაცხელია: "ტორპედოში" რომ ჩავირიცხე, მეორე შეხვედრაშივე დავშავდი და რამდენიმე მატჩი გამოვტოვე. შემდეგ თამაში კი განვაახლე, მარამ ტკივილები მაწუხებდა და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინე. საბედნიეროდ, ტრავმა უკვე მოვიშუშე და მეორე ეტაპს იმედიანად ველი. ახალი ჩამოყალიბებული გუნდია და პირველ ეტაპზე ისეთი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, ჩვენგან რომ ელოდნენ, მაგრამ დავამტკიცებთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. თან გუნდი უფრო გაძლიერდა. კონკურენციის ზრდასთან ერთად უფრო მეტი მონდომება და ბრძოლა იქნება საჭირო ძირითადში მოსახვედრად. თასის ნახევარფინალში ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ზესტაფონის" ბარიერი გადავლახოთ და თასი მოვიპოვოთ. ჩემპიონატზეც არა გვაქვს ხელი ჩაქნეული, თუ კარგად ვითამაშებთ, სამეულიც არ იქნება მიუღწეველი."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა

"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა

სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?

7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი

"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა

ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა

"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა

"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე

Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო

ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო

"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი