26 წლის წინათ, როცა "ლელოში" ამ წერილის გამოქვეყნება გადავწყვიტეთ, კარგად გვესმოდა, რომ რეაქცია არაერთგვაროვანი იქნებოდა...
ფოტოზე: ეს ნახატი, რომელიც 1990 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდა "ლელოში", ხატოვნად გამოხატავს იმ პერიოდში საზოგადოებრივი აზრის ჭიდილს

26 წლის წინათ, როცა "ლელოში" ამ წერილის გამოქვეყნება გადავწყვიტეთ, კარგად გვესმოდა, რომ რეაქცია არაერთგვაროვანი იქნებოდა. ასეც მოხდა. საზოგადოების ნაწილი ხარობდა, ნაწილს მეამბოხეების ("ლელოს" ჩათვლით) ანათემაზე გადაცემა სურდა.

პოლემიკისას აშკარად გამოიკვეთა, რომ უმრავლესობა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის იდეას მხარს უჭერდა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა კი საპროტესტო წერილი გამოაქვეყნეს ჩვენსავე გაზეთში, რომელსაც ხელს მხოლოდ სლავა მეტრეველი და ანატოლი ნორაკიძე არ აწერდნენ.

მერე დამოუკიდებელი ფედერაციის ყრილობაც და 1990 წლის 30 მარტს თბილისში პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩიც გაიმართა პირთამდე სავსე "დინამოს" სტადიონზე.

დავძენთ, რომ ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობაზე N1 მანდატით ზემოთ ხსენებული "მეამბოხე", კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი იყო მიწვეული.

თენგიზ გაჩეჩილაძე

საჭიროა თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში?

ვიცი, ბევრს ამ სათაურის წაკითხვაზე ელდა ეცემა და მაინც ჩემი სათქმელი მინდა გაუწყოთ, დრომ მოიტანა და ყველაფერი პირდაპირ უნდა ითქვას. დღეს სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი კატასტროფის წინაშეა. ნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს არაფერი ხდებოდეს. ეს ასე არ არის, ხოლო კვლავაც თუ ასე გაგრძელდა, უარესიც მოხდება.

მაგალითების მოყვანა ძნელი როდია: შექმნილ გარემოებათა გამო აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდების ურთიერთობა მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება სპორტულ ასპარეზობად ჩაითვალოს.

"სპარტაკის" ფანატებს, საკავშირო პრესის აღიარებით, იარაღისა და ბომბების ისეთი მარაგი ჩამოართვეს, შინაგან საქმეთა ჯარების დივიზიას ეყოფოდა. მათი საბრძოლო ლოზუნგებიც შავრაზმელების ლოზუნგებისგან არაფრით განსხვავდება. რაც ბევრგან სხვაგანაც შეიმჩნევა, ფეხბურთთან მას მეტად სუსტი კავშირი აქვს და ა.შ.

რა ხდება? რამ "გარდაქმნა" ასიათასობით ადამიანი სტადიონებზე, ემოციათა ამ ეპიცენტრში?

შორიდან დავიწყოთ. დავიწყოთ იმით, რომ როგორც ასეთი - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში - არასოდეს ჩატარებულა. ტარდებოდა და ახლაც ტარდება რუსეთის ჩემპიონატი (ანუ რუსეთის ღია ჩემპიონატი), მოკავშირე რესპუბლიკების გუნდების რეგულირებული რაოდენობით. ყველა ეს ჩემპიონატი შეძლებისდაგვარად პრიორიტეტს მოსკოვის გუნდებს ანიჭებდა.

სსრ კავშირის პირველი ჩემპიონატების "ჰარმონიის" დამრღვევი მხოლოდ საქართველო იყო. ჯერ იყო და ჩვენი პირველი გუნდი თავდაპირველად საერთოდ არ შეიტანეს დამფუძნებელი ჩემპიონატის სიაში, შემდეგი ჩემპიონატების და ტურნირების ისტორია კი მოკავშირე რესპუბლიკების გუნდებისა და, პირველ ყოვლისა, ჩვენი გუნდის თითქმის გაუთავებელი დისკრიმინაცია გახლდათ.

მაგალითებს აქ არ მოვიყვან (ტომების შედგენა შეიძლება!). განა სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი უნიჭიერესი ფეხბურთელები სსრკ ნაკრებში თითქმის ყველგან რუს სპორტსმენებად ინათლებიან? ეს იმიტომ ხდება, რომ "არ არსებობს" უცხოეთში არავისთვის საბჭოთა ნაკრები, არსებობს რუსეთის გუნდი.

იყო დრო, საქართველოს სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციაში წარმომადგენელიც არ ჰყავდა და ყველამ ვიცით, რომ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალში საბჭოთა საფეხბურთო ფედერაციიდან არავინ ახლდა ჩვენებს სტუმრად ჩატარებულ მატჩზე...

საკავშირო მანკიერებებმა, ცხადია, "საშინაოც" შვეს. ასე გაჩნდა ჯანსაღ ფესვებს მოკლებული რესპუბლიკური "ნაკრები" - თბილისის "დინამო" და სათანადო თეორიებიც იმის შესახებ, რომ ჩვენ, ქართველებს, თურმე სსრკ-ის ჩემპიონატში (თუ გნებავთ, არცთუ სრულფასოვანში) მონაწილეობის მისაღებად არ შეგვიძლია რამდენიმე გუნდი დავაკომპლექტოთ და ვარჩინოთ.

საკამათოა ახლაც გაბატონებული დოქტრინა იმის შესახებ, რომ თურმე საქართველოს ყველა გუნდის ვალია, "გაუზარდოს" თბილისის "დინამოს" ვირტუოზები". განა ცხადზე ცხადი არ არის, რომ რაც უფრო მეტი იქნება ერთმანეთის მეტოქე ქართული კლუბები, მით უფრო დიდია შანსი ერთი სუპერკლუბის გაჩენისა (შემდგომი გადაკომპლექტებით, რასაკვირველია).

მაგრამ მთელი უბედურებაც ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატს არ ჰქონდა და არა აქვს არავითარი სპორტული სტიმული. გამარჯვებულის II ლიგაში გადასვლა არც მატერიალურად და არც სხვა პირობებით სახარბიელო არ არის.

აშკარაა, დღესდღეობით ერთადერთი სპორტული სტიმული ევროპული ტურნირები გახლავთ. საქართველოს და ნებისმიერი სხვა რესპუბლიკის გუნდები კი ამ ტურნირებში მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატში წარმატების შემთხვევაში მოხვდებიან...

ხომ არ დადგა დრო, რეგიონალური ან, უფრო გულახდილად ვთქვათ, რესპუბლიკური "ნორმალური" ჩემპიონატის ლიდერები მივავლინოთ უეფას-ს ტურნირებზე? ვითომ მალტისა ან ისლანდიის კლუბებზე ნაკლებად ითამაშებენ "რესპუბლიკელი" ფეხბურთელები ევროპაში?!

სტადიონებზე მაყურებელთა ფსიქოზიც ხომ წლების განმავლობაში დაგუბებული და საჯაროობის პირობებში გადმოხეთქილი ეროვნული ენერგიაა! აბა, გავიხსენოთ ბოლო მატჩები: "დი-ნა-მო!", "დი-ნა-მო"! შეცვალა "საქართველო!", "საქართველომ"! ბოლო სათასო მატჩზე კი ერთი დროშაც არ იყო თეთრ-ცისფერი. სამაგიეროდ, უამრავი სამფერი ფრიალებდა.

ვიყოთ გულწრფელნი: უახლოეს წარსულში ეროვნული მეობის გამოვლენის ლამის ერთადერთ საშუალებას სპორტი წარმოადგენდა. ახლა სხვა დროა და თუ ქვეყნის ჩემპიონატების გათამაშება კვლავ ძველებურად გაგრძელდა, თუ 30-50-იანი წლების ატმოსფერო არ მოისპო, ადვილი მოსალოდნელია სტადიონების დაცარიელება ან, რაც უარესია, "გლადიატორთა" სარბიელად მისი გადაქცევა...

ჯერჯერობით კი, უაზრო კოსმეტიკის გარდა, არავითარი მოდერნიზაცია არ მომხდარა: რუსულ "დ"-ს ქართული "თბილისიც" მიაწერეს დინამოელთა მაისურზე. ეს არის და ეს. სხვათა შორის, ეს ბილინგვა ცოტა ხნის წინ აღიარებული სოციალისტური რეალიზმის განსაზღვრას მოაგონებს კაცს: "ფორმით ეროვნულს, შინაარსით კი სოციალისტურს"...

უმთავრესიც ვახსენოთ - დიდი ხანია გვჭირდება ეროვნული ნაკრები. ეს გუნდი კი ეროვნული ჩემპიონატის გარეშე არ (და ვერც) შეიქმნება! მხოლოდ ჩვენი ერის განსაკუთრებულ ნიჭიერებას უნდა ვუმადლოდეთ საოცარ მიღწევებს: 1956 და 1979 წლების სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონობას და 1981 წლის თასების თასს, მოპოვებულს ერთადერთი კლუბის ხარჯზე! და თუ ამ კლუბის კრიზისია, მეტი რომ არ ვთქვათ, ეს ბუნებრივია (პირიქით რომ მომხდარიყო, უფრო საკვირველი იქნებოდა!) "დინამომ", ეტყობა, თავისი მორალური (და სხვაგვარიც) პოტენციალი ამოწურა.

ესეც არაა გასაკვირი, სხვა ქვეყნებს გადავხედოთ: სადღაა მრისხანე "ჩელსი", "ჩეპელი", "კოლო-კოლო!" სამაგიეროდ, სხვები აღმოცენდნენ ეროვნულ ნიადაგზე.

იქნებ განსაზღვრული დროის შემდეგ "ყოფილებმა" კვლავაც აღიდგინონ ძველი დიდება, მაგრამ არსად არ არსებობს მუდმივმოქმედი ძლიერი კლუბი, არსებობს ეროვნული ფეხბურთი.

ქართული ფეხბურთი რომ არ მოკვდეს, მაყურებლისა და საზოგადოების ინტერესების დევალვაცია რომ არ მოხდეს, საჭიროა "ბაღის" შექმნა. "ერის საფეხბურთო ცხოვრება" ხეხილის ბაღს წააგავს: ერთი ხე ნაყოფს ისხამს, მეორე ხმება და ამოძირკვავენ, მესამის ნერგს ახარებენ. თუ ასე არა აქვს აწყობილი საქმე გონიერ მებაღეს და იგი ერთი, თუნდაც ძლიერი და ნამყენი ჯიშის ხის ხარჯზე აპირებს ყოფნას, ადრე თუ გვიან უბაღოდ დარჩება".

ნუ დავივიწყებთ ბრაზილიელი აიმორე მორეირას ამ სიბრძნეს! მე ამას ის მინდა დავუმატო, რომ კარგ ხეხილს მებაღე მხოლოდ საკუთარ ბაღში მოიყვანს.

ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი: ეროვნული პროცესები სპორტში საყოველთაო კანონზომიერებაა (ხშირად ისინი პოლიტიკურ პროცესებსაც უსწრებენ წინ). რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო: ბასკეთი და კატალონია, უელსი და შოტლანდია, ჩეხეთი და მორავია, ვალონია და ჰოლანდია და უამრავი სხვა. სპორტს თავისი ეთნიკური საზღვრები აქვს. ეს შესანიშნავიცაა - ერთია მეტოქეობა სპორტულ ასპარეზზე, ხშირად ადმინისტრაციული დაყოფის ერთგვარ კორექტირებას ახდენს.

სულ ახლო მომავალში ბევრი გარდაქმნაა მოსალოდნელი. მოდით, სპორტსაც ნუ ჩამოვაშორებთ ამ პროცესს. უკუვაგდოთ "ტრაქტორებისა" და "სტალინეცების" ეპოქა და თუ დღეს მთელი სერიოზულობით მსჯელობენ საქართველოს სრულ თვითდაფინანსებაზე და ქართველი ჭაბუკების მიერ სამხედრო სამსახურის საქართველოს ტერიტორიაზე გავლის თაობაზე, ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევქმნათ კიდეც საკუთარი სუვერენული საფეხბურთო სამყარო, რომელშიც, ეჭვი არ მეპარება, უნიჭიერესი სპორტსმენები აღიზრდებიან.

აი, საქართველოს ასეთი პირველობის პირობებში გამოჩნდებიან საერთაშორისო ასპარეზზე ფეხბურთის ოსტატები და არა დღევანდელი საკავშირო თუ რესპუბლიკური უბადრუკი "გათამაშების" შედეგად. ჩვენს მოძმე ერებთან კი შეჯიბრების უთუოდ უფრო დახვეწილ და დემოკრატიულ ფორმებს გამოვნახავთ.

ჩემი წერილი, ეჭვგარეშეა, გარკვეულ რეზონანსს გამოიწვევს, რისი დიდი სურვილი მაქვს: დროა, უძრაობის ხანის "შეჯიბრებების" ჭაობს დავაღწიოთ თავი და ეს, ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ სიკეთეს მოიტანს.

ალექსანდრე ჟღენტი

კინორეჟისორი

თბილისი

6 ივნისი, 1989 წელი, გაზეთი "ლელო"

zaza
ლუკას ლუკა,მე 48 წლის ვარ.ისევე უნდა შეგვენარჩუნებინა,როგორც უელსის კლუბები თამაშობენ ინგლისის ჩემპიონატში.ან რამე უნდა გვეღონა(არ ვიცი.ეს მაშინდელი მთავრობის თავსატეხი იყო,რომლებმაც ვერ გათვალე,თუ რა გველოდა 15-20 წლის შემდეგ),რათა მოტივაცია და ინტრიგა ყოფილიყო.გვეყოლებოდა 2-3 ძლიერი კლუბი(როგორც ადრე,"დინამო","ტორპედო","გურია") და ათჯერ უფრო ძლიერი საქართველოს ნაკრები,ვიდრე დღეს.ამ ეტაპზე უნდა ვიბრძოლოდ ამიერკავკასიის ჩემპიონატის ჩამოყალიბებაზე.სხვანაირად უახლოესი 50 წლის მანძილზე ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი ვერ გაძლიერდება.შესაბამისად,არც ნაკრები გვეყოლება ძლიერი.
ზაზა ლუკას
ზაზას სეხნია გპასუხობთ,ასაკით 49წლის.ქვევით მე არ დამიწერია... -მონაკოს კლუბი თამაშობს საფრანგეთის ჩემპინატში,ლიხტენშტეინის-შვეიცარიის.. -მევც მომხრე ვიყავი დამოუკიდებელი ჩემპიონატის.იმედი მქონდა სსრკ ჩემპიონატს შემიცვლიდა წარმატებული ეროვნული ნაკრები,ქართული კლუბები ევროტურნირებში...არ მაქვს ემოცია როცა თბილის დინამოს გააქვს გოლი გურიის,ტორპედოს კარებში....და არც ფეხბურთელს გააჩნია საჭირო მოტივაცია ცარიელი ტრიბუნების თვალწინ თამაშის და არც ემზადება სათანადოდ მომავალი მატჩიოსთვის,როცა იცის,რომ ტრიბენებზე 300-400 მაყურებელი თუ იქნება..
luka
zaza-ს. ზაზა ბიძია, რამდენი წლის ხართ? მე 1991 წელს ვარ დაბადებული, მაგრამ მაინც დამებადა ასეთი კითხვა. იქნებ მიახლოებით მაინს დააკონკრეტოთ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, როგორ უნდა შენარჩუნებულიყო საფეხბურთო ჩემპიონათი? არ არსებულ სახელმწიფოში ჩემპიონატი როგორ ჩატარდებოდა? ამას ნამდვილად ვერ ვხვდები. მართლა მაინტერესებს. მადლობა წინასწარ ზაზა ბიძია.
kaci
ფეხბურთი ეროვნულ სიამაყემდე იყო ასული რაც ვერ აიტანეს ქვეყნის მტრებმა. ამდენი წელი გამიზნულად ხდება ყველაფერი,რომ ქართველები დამონებული ყავდეთ! აი ეს არის მთავარი მიზეზი.ცოტა ტვინი გაანძრიეთ როცა მიზეზებზე ლაპარაკობთ!
zaza
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გამოსვლას ქართული ფეხბურთისთვის კარგი არაფერი მოუტანია.პირიქით,მას შემდეგ მხოლოდ დაღმასვლას და დეგრადაციას განვიცდით... საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპაში იყო ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატი.ჩვენ მან მოგვცა ძალიან ბევრი კარგი რამ.პირველ რიგში სახელი.ორჯერ ჩემპიონები გავხდით და მსოფლიომ გაგვიცნო.ორჯერ თასი ავიგეთ და ერთხელაც თასების თასი. მართალია საბჭოთა კავშირი დაინგრა,მაგრამ იმ მომენტში ცოტა გონებისთვის უნდა მოგვეხმო და ყველაფერი უნდა გვეღონა,რათა რაღაცნაირად საფეხბურთო ჩემპიონატი შეგვენარჩუნებინა,რათა დეგრადაცია არ განგვეცადა.ვითომ საქართველოს სახელით გვინდოდა ფეხბურთში გაგვეთქვა სახელი,მაგრამ დღემდე მხოლოდ გვეჭრება თავი და სირცხვილის მეტს ჯერ-ჯერობით ვერაფერს განვიცდით... ვინმე შემომედავება ამაში?
FANI
ვეთანხმები წინა ავტორს,გურიას ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს 1990ლის მოვლენებში,ხოლო მაშინ ვინც ეწინააღმდეგებოდა ეროვნული ჩემპიონატის იდეას,დღეს კარგად იყენებენ სხვის ნაამაგარს{გვარებს არ დავასახელებ}ეს მედროვე ხალხი!
კაცი
ამდენი წელია ფეხბურთს და ქვეყანას ძარცვავენ.ერთი დაიანგარიშონ! რა შუაშია აქ ეროვნული ჩემპიონატი.ხალხო ვერ გაიგეთ რას ნიშნავს შენი ნაკრები და ქვეყანა დამოუკიდებელი რომ არის? სიცოცხლე არ უნდა დაიშურო!
ფეოლა
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ლანჩხუთის ;გურიას; ფეხბურთელების{ფრიდონაშვილი,ტყებუჩავა,თევზაძე,ბარათაშვილი,აბუსერიძე,კაციტაძე,ცომაია,კაბისაშვილი,მიქაბერიძე,უგრელიძე...}გმირული საქციელი,როცა საქვეყნოდ მხარი დაუჭირეს ეროვნული ჩემპიონატის და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის შექმნის იდეას!
გიგლია
"ხომ არ დადგა დრო, რეგიონალური ან, უფრო გულახდილად ვთქვათ, რესპუბლიკური "ნორმალური" ჩემპიონატის ლიდერები მივავლინოთ უეფას-ს ტურნირებზე? ვითომ მალტისა ან ისლანდიის კლუბებზე ნაკლებად ითამაშებენ "რესპუბლიკელი" ფეხბურთელები ევროპაში?!" - რაო, რამდენი წლის უკან გამოვაქვეყნეთ ეს წერილიო..?:) კიდევ ერთი კარგი მაგალითი, თუ რა ძალიან ვარდისფერი სათვალეები ეკეთა ერს...
giagia
ეხ ჟორა ეა გეშველება!მე ჩემი აზრი ვთქვი მესმის სხვა იდეა გქონდეს და დაწერო მაგრამ შენ ფეხბურთი ფეხებზე გკიდია, რაგბისტი იქნები!!!!!აზერებმა უარი თქვეს თუ არა თქვეს იდეა კარგია და მომგებიანი იქნება სამივე ქვეყნის იმ გუნდებისთვის რომლებიც ევროთასებზე გავლენ ....
jora
10 წერილი მაინც არ გამომიქვეყნეს. ეს გია ალბათ ამათი კაცია. რა კავკასიის ჩემპიონატი. თქვენ რა აზერები სულელები გგონიათ? რატო? იმიტომ რომ იმათი დასაფინანსებელი იქნება ის ჩემპიონატი. დაწერეს კიდეც, არავითარ შემთხვევაშიო. მაგრამ საქართველოში გიასნაირებს რა გამოლევს. იქნებ სსრკ-ს ჩემპიონატში უნდა დავრჩენილიყავით? ან რა დროსია?
tengiz gagua
დამოუკიდებელ ქვეყანას,მისი ჩემპიონატი უნდა ქონდესს.ტუ ახლანდელი თამასის დონე დაბალია,ავიღოთ და ჩვენც ავამაღლოთ.ფულია საჭირო ამისათვის.
gia
ერთმა კაცმა ახსენა იდეა კავკასიის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ და დამიჯერეთ ეს კარგი იდეაა იმ პირობით რომ ყველა ქვეყანას ექნება ევროასპარეზის საგზური მაგ. ქართული გუნდი მე 7 ადგილზეც რომ იყოს თუ იქნება ყველაზე წინ სხვა ქართულ გუნდებს შორის ის ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე !! თან კარგი საპრიზო ფონდი ექნება კავკასიის ლიგას და გუნდებიც გაძლიერდებიან გარდა ამისა პარალელურად იქნება საქართველოს ჩემპიონატი შედარებით სუსტ გუნდებს შორის ამ იდეას დამუშავება უნდა,თუ უეფასთან შეთანხმება მოხდა ჩემპიონ გუნდს პირდაპირ ლიგის საგზურს თუ არა ფლეიოფსაც მისცემენ დე ეს პროექტი თუ შედგა ჰოლანდიის და იტალიის ჩემპიონატის დონეს მივაღწევთ წინააღმდეგობრივი ფაქტორებია ყარაბაღი და რუსეთის სახელმწიფო შეიძლება შეწუხდეს ამით მაგრამ ყველაფერი დაზღვეული უნდა იყოს თუ შუა ჩემპიონატის დროს მოუწევს შეწყვეტა შიდა ჩემპიონატზე გადაწყობის სისტემა მოფიქრებული უნდა იყოს მაგრამ არ მგონია ეს ფაქტორები დიდი პრობლემა მთავარია ცდა!!ამის პარალელურად საქართველოს ჩემპიონატის განვითარებაც შეიძლება რაც მთავარია მაყურებელთა დასწრება გაიზრდება ფულის ინტერესი რომ იქნება ბიზნესიც დაინტერესდება ამას ყველაფერს კომუნიკაცია სჭირდება სპორტის მინისტრების და ფედერაციების დონეზე სამ ქვეყანას შორის !
giorgi
რავიცი რა ვტქვა საბცჰოტა კავსჰირის ცჰემპიონატი კი იკო კარგი არავის ცჰემპიონატს არ ცჰამოუვარდებოდა.მარა უნდა გამოვსულიკავიტ ტუ ტავისუპლება გინდა. პაქტია იმის სჰემდეგ უკან მიდის ქარტული პეხბურტი
შალვა
სსრკ-ს ჩემპიონატიდან უნდა გამოვსულიყავით, ორი აზრი არ არის! მაგრამ ფეხბურთიც ფაფუ!
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ისტორია: "მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ"
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
როგორც პელე - გამოცემა sports.ru-მ რევაზ ჩელებაძეს წერილი მიუძღვნა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა