15 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება
15 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება.

პირველი წრის ბოლო, IX ტურის მატჩებს გამართავენ სუპერლიგის გუნდები, IX ტურის ოთხი დაპირისპირება შედგება ვერცხლის ლიგაშიც. შეხვედრებს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

სუპერლიგის პირველი წრის დასკვნით ტურში ორი ფავორიტის, დაუმარცხებელი შსს-ს და "პროგრეს ბანკის" "ვარსკვლავების“ დაპირისპირებაა გამოსარჩევი, რომელიც თამამად შეიძლება ჩემპიონატის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრად მოინათლოს. მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება.

საინტერესო დუელი შედგება მფკ "ნატახტარსა" და ბათუმის "დინამოს“ შორის. ზამთრის პაუზის შემდეგ გაძლიერებულმა აჭარლებმა პირველი სამი ქულა გასულ ტურში მოიპოვეს და არც ფავორიტ მეტოქესთან ქულების მოპოვებაზე იტყვიან უარს. თავის მხრივ, მოქმედი ჩემპიონი ზედიზედ ორი მატჩია ვერ იგებს და ამ მხრივ მოტივაციაც საკმარისზე მეტი აქვს.

სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ს.კ. "ჯვაროსნებისა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) გუნდის დაპირისპირებაც.

აუცილებელი ქულებისთვის იბრძოლებენ საქართველოს უნივერსიტეტის და DHL-ის გუნდებიც.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის საპლეიოფო ოთხეული მეორე წრის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.

15.02.2015. სუპერლიგა. IX ტური

14:00 მფკ ნატახტარი - დინამო (ბთ)

15:00 პროგრეს ბანკი - შსს

18:00 საქართველოს უნივერსიტეტი - DHL

19:00 ს.კ ჯვაროსნები - FC TTC

ხუთი ტური რჩება ვერცხლის ლიგის წრიული ეტაპის დასრულებამდე. მეცხრე ტურის პირველ ნაწილში ორი ლიდერის, "ბი პი ჯორჯიასა" და "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდის დაპირისპირებაა გამოსარჩევი. სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოუწევთ "პროკრედიტ ბანკსა" და "საქრუსენერგოს".

15.02. 2015. ვერცხლის ლიგა. IX ტური

12:00 კრედო - კოლიერსი

13:00 BP GEORGIA - საქართველოს ბანკი 2

16:00 ბაქსვუდი - რუსთავი 2

17:00 პროკრედიტ ბანკი - საქრუსენერგო

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო "ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა“, თაფლი "მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია "flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია "GURU music”.

რაც შეეხებათ მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი“, "კომერსანტი“, "ჯაკო“; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!